x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ჯინი

image

ჯინი საკმაოდ უბრალო სასმელია. ის წარმოადგენს სპირტის, სტერილიზებული წყლისა და არომატიზატორების ნაერთს. ჯინში სპირტის შემცველობა 40-50%-ია. მოცვი (Rvia, Juniperus Commu­nis ) თავის დროზე ცნობილი იყო თავისი სამკურნალო თვისებებითა და არომატით. აფთიაქარები მას ახმობდნენ, რათა შემდგომ წამალი დაემზადებინათ. 1550 წელს ჰოლანდიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე აფთიაქარმა დე ლა ბომ პირველად დაამზადა მოცვისგან სამკურნალო საშუალება.


ჯინის წარმოება 22 წლის შემდეგ, ლუკას ბოლსის ფირმის (Bol's) მიერ დაიწყო, რომელმაც წამალი სასმელად აქცია. 1572 წელს დაარსებული ეს ფირმა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესად ითვლება. იმის გამო, რომ ჯინი მოცვზე მზადდებოდა და მისი არომატი ჰქონდა, ამ სასმელს პირველად, ფრანგულად Genievre უწოდეს. წლების შემდეგ მოხდა ამ სიტყვის ტრანსფორმირება და ალკოჰოლურმა სასმელმა ჯინის სახელი მიიღო. 1740 წელს შეიქმნა ბუტის (Booth) ოჯახის ფირმა, რომელიც ამ სასმელის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელია.


1769 წლიდან ეწევა ჯინის ყველაზე ცნობილი მარკის წარმოებას ალექსანდრე გორდონის ფირმა. 1830 წელს ლონდონთან ჩარლზ ტენკერეის (Tanqueray) საწარმოც გაიხსნა, რომელიც ასევე ცნობილი მწარმოებელი იყო. ჯინის ნამდვილი პოპულარობის ეპოქა XIX საუკუნეში დადგა.

0
473
შეფასება არ არის
ავტორი:Dr-House
Dr-House
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0