x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61747
  • ვიდეო:311220
  • სურათი:412166
ბიპოლარული აშლილობა: დამახასიათებელი სიმპტომები

imageბიპოლარული აშლილობა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც მანიაკალური დეპრესია, გავლენას ახდენს 100-დან 1 ადამიანზე.
ბიპოლარული აშლილობის ყველაზე აშკარა და მკვეთრი სიმპტომია განწყობის ცვალებადობა. ეს არის მდგომარეობა უკიდურესი ემოციებით.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს მოზღვავებული ენერგია და მხიარული განწყობილება. ეს პერიოდი შესაძლოა მოიცავდეს სამ კვირას ან რამდენიმე თვესაც კი. სხვა პერიოდში თავს იჩენს დეპრესია.

ზოგ შემთხვევაში ეს მდგომარეობები შესაძლოა შერეულიც იყოს.

ეს ორი მდგომარეობა იმაზე მკვეთრად არის გამოხატული, ვიდრე განიცდის ადამიანთა უმრავლესობა. ეს იმაზე მეტია ვიდრე დილას ენერგიით სავსე იყოს ადამიანი და შუა დღეს ოდნავ დაღლილი.

ძლიერი ეპიზოდების დროს, შესაძლოა, პიროვნებამ დაკარგოს ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავების უნარი.

აშლილობა ხშირად იჩენს თავს მოზარდობის ბოლო წლებში, ან ოცდაათ წლამდე, თუმცა ორმოცი წლის შემდგომ იშვიათია.

თანაბრად ვლინდება კაცებსა და ქალებში.


მანიაკალური ფაზის პერიოდში ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე მახასიათებელი ქვემოთ ჩამოთვლილი თხუთმეტი სიმპტომიდან:

1.ეიფორიულობა: ძალიან მხიარული ან ხალისიანი განწყობილება

2.მოუსვენრობა

3.აგრესიული ქცევა

4.უკიდურესად გაღიზიანებული განწყობილება

5.ძალიან სწრაფი საუბარი

6.სარისკო მოქმედებების განხორციელება

7.აწეული სექსუალური ლტოლვა

8.აზრები, ფიქრები, რომლებიც ძალიან სწრაფად მოედინებიან

9.კონცენტრაციის დაბალი დონე

10.მოზღვავებული ენერგია

11.დიდი თანხის დახარჯვა არასაჭირო ნივთებზე

12. ძილის საჭიროების დაქვეითება, შემცირება

13.საკუთარი თავის მნიშვნელოვნების გრძნობა

14.საღი აზრის, კრიტიკის არ ქონა/გაუარესება

15.ალკოჰოლისა და წამლების ბოროტად გამოყენება


დეპრესიის ფაზა შესაძლოა მოიცავდეს ჩამოთვლილი თორმეტიდან ერთ ან მეტ სიმპტომს:

1. ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა

2.უიმედობის განცდა

3.მადის ცვლილება

4.სიცარიელის შეგრძნება

5.გადაჭარბებული დანაშაულის გრძნობა

6.სუიციდური აზრები

7.საკუთარი თავის უსარგებლოდ აღქმა

8.ქრონიკული დაღლილობა

9.გულმავიწყობა

10.უძილობა ან გადაჭარბებული ძილი

11.წონის მომატება, ან დაკლება

12.კონცენტრაციის პრობლემები


ბიპოლარული აშლილობა სხვადასხვა ტიპებად კატეგორიზდება, იმის მიხედვით, თუ როგორია პერიოდი მანიაკალურ და დეპრესიულ ფაზებს შორის.

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა იყოს უფრო ძლიერი მანიაკალური ფაზა და შედარებით ხანმოკლე დეპრესიული ეპიზოდი, სხვა ადამიანებს კი მძიმე დეპრესიული ფაზები და ხანმოკლე მანიაკალური ეპიზოდები ჰქონდეთ.

ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა უფრო სწრაფად მონაცვლეობდეს ორ მდგომარეობას შორის.

უკიდურესი მდგომარეობისას, ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს შესაძლოა ილუზიები და ჰალუცინაციებიც აღენიშნებოდეთ.

მანიაკალურ ფაზაში ეს შესაძლოა გამოიხატოს რწმენაში, რომ თავად არის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება დედამიწის ირგვლივ. დეპრესიულ ფაზაში კი საპირისპიროდ- წინ წამოიწევს რწმენა, რომ ყველაზე ცუდი ადამიანია.


მსგავსად სხვა ბევრი ფსიქიკური აშლილობისა, ბიპოლარული აშლილობის გამომწვევი მიზეზებიც ჯერ-ჯერობით არ არის კარგად შესწავლილი.

თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ეს არის გენეტიკური და გარემო პირობების კომბინაციის გავლენის შედეგი.

მკურნალობა წარიმართება ფსიქოთერაპიით და სხვადასხვა მედიკამენტოზური საშუალებით.

ფსიქოთერაპია შესაძლოა მოიცავდეს განწყობილების მონიტორინგის სტრატეგიებს, ზოგად დაძლევის სტრატეგიებსა და ყოველდღიური რუტინის მნიშვნელობაზე ხაზგასმას.


რაც შეეხება მედიკამენტებს, ხშირად გამოიყენება განწყობილების სტაბილიზატორები, ანტიდეპრესანტები და ანტიკონვულსანტები.

ის ადამიანები, რომლებიც მკურნალობენ, მეტი ალბათობით შეძლებენ სიმპტომებთან გამკლავებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, პაციენტთა 98%-ში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო ორი წლის შემდეგ. თუმცა, იმავე კვლევამ აჩვენა, რომ 40%-ში შემდგომი წლების განმავლობაში კვლავ გამოვლინდა სიმპტომები.







0
212
2-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ირინა მჭედლიძე
ირინა მჭედლიძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0