x
რონალდუს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს (ფოტოები)
16 იანვარი, 18:54

როგორც ყველას მოგეხსენებათ ირინა შეიკი და კრიშტიანუ რონალდო, ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, დაშორდნენ. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა და რუსმა მოდელმა შეხვედრა 2010 წელს Armani-ის ერთობლივი სარეკლამო კამპანიის შემდეგ დაიწყეს. ახლა კი მადრიდის რეალის ფეხბურთელს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს. კრიშტიანუ რონალდუს კოლუმბიელ მოდელს, ნატალი რიკონს უკავშირებენ.

კრიშტიანუ რონალდუს ახალი მეგობარი გოგონა ყავს, ულამაზესი კოლუმბიელი მოდელი ნატალი რიკონი. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საშობაო არდადეგები მაიამიში გაატარა, სადაც ის კოლუმბიელ მოდელ ნატალი რინკონთან ერთად შენიშნეს. ოქროს ბურთის დაჯილდოვების შემდეგ კი მადრიდის რეალის ლეგენდარულ „შვიდიანის“ დიდი ფსიქოლოგიური წნეხის გადატანა მოუხდა, რომელიც ნატალი რინკონთან ერთად მშვენივრად მოახერხა. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, სერიოზულია თუ არა კოლუმბიელი მოდელისა და მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავის ურთიერთობა.








image

















image
















image
























მცირე ბიოგრაფია რონალდუზე:

მთლიანი სახელია - კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ. დაიბადა 1985 წლის 5 თებერვალს. პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში ასპარეზობს. რონალდუ ასევე პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრი და კაპიტანია. მოგებული აქვს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ (2007-08, 2013-14) და ოქროს ბურთი 3-ჯერ (2008, 2013, 2014). კრისტიანო რონალდო დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დინის ავეირუს ოჯახში. მისი მეტსახელი „რონალდუ“, უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი იყო. კრიშტიანუს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები — ელმა და ლილიანა კატია. რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.
2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.
2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში კამერას შეაფურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვეს. ევრო 2012-ზე რონალდო კვლავ ნაკრების კაპიტანია. ამ ტურზნირზე მან სამი გოლის გატანა მოახერხა.



ტიტულები - საკლუბო:

პრემიერ-ლიგის გამარჯვებული (3): 2006-07, 2007-08, 2008-09
ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული (1): 2003-04
ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული (1): 2005-06
ინგლისის სუპერთასის გამარჯვებული (1): 2007
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2): 2007-08, 2013-14
ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (1): 2008
ესპანეთის საფეხბურთო თასის გამარჯვებული (2): 2010-11, 2013-14
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული (1): 2011-2012


546
4-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ყველაზე მიმზიდველი მოდელები და მათი ფოტოებიყველაზე მიმზიდველი მოდელები და მათი ფოტოები
ყველაზე მიმზიდველი მოდელები და მათი ფოტოები სტატია უნდა დავიწყ...
ვარსკვლავთა შვილები, რომლებიც სილამაზით ვერ დაიკვეხნიანვარსკვლავთა შვილები, რომლებიც სილამაზით ვერ დაიკვეხნიან
დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო - კი არის ნ...
მამაკაცების უსაყვარლესი სპორტი, .ქალების MMA!მამაკაცების უსაყვარლესი სპორტი, .ქალების MMA!
MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნება - ბრძოლა წესების გარეშე სათავეს ...
მოცურავეებმა თითები დაკარგეს ტრამპლინიდან გადახტომისასმოცურავეებმა თითები დაკარგეს ტრამპლინიდან გადახტომისას
ესტონეთის ქალაქ ტარტუში სპორტულ შეჯიბრებაზე მოცურავეებმა...
რა შეიძინა რონალდუმ ევრო-2016-ზე გამარჯვების შემდეგრა შეიძინა რონალდუმ ევრო-2016-ზე გამარჯვების შემდეგ
პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და მადრიდის "რეალ...
“რეალმა” გასაშვები მოთამაშეების გვარები დაასახელა“რეალმა” გასაშვები მოთამაშეების გვარები დაასახელა
მადრიდის რეალმა იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომლებსაც ...
2002 წლიდან დღემდე - ნესტა ყველაზე ძვირად გაიყიდა2002 წლიდან დღემდე - ნესტა ყველაზე ძვირად გაიყიდა
იტალიურმა "მილანმა" "რომას" 24 წლის ნახევარმცველის ანდრეა ბერ...
ფიფას პრობლემა 2018 წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატიაფიფას პრობლემა 2018 წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატია
ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ციურიხში მიმდინარე კონგრე...
ტევესის საგა დასრულდა: დაბრუნება 11 წლის შემდეგტევესის საგა დასრულდა: დაბრუნება 11 წლის შემდეგ
ტურინის "იუვენტუსისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმ...
“რეალმა” “ბარსას” მისალოც წერილში ფული გადაახდევინა“რეალმა” “ბარსას” მისალოც წერილში ფული გადაახდევინა
ესპანური სპორტის ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონამ მადრიდ...
ლიონელ მესის 21 თვით პატიმრობა მიუსაჯეს! თუმცა...ლიონელ მესის 21 თვით პატიმრობა მიუსაჯეს! თუმცა...
უკვე დიდი ხანია, რაც ჭორები დადიოდა ლიონელ მესის საგადასახა...