x
მეტი
  • 28.10.2016
  • სტატია:61690
  • ვიდეო:311063
  • სურათი:412065
როგორ გავიკეთოთ თმები მარტივი და ლამაზი ვარცხნილობა ქალბატონებმა

არასდროს იცი, რა მოხდება დღეს, ამიტომაც როცა იღვიძებ, სახლიდან პურის საყიდლად გადიხარ, თუ ქორწილში ხარ მეჯვარე, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. ქალი ყოველთვის ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს და არ აქვს მნიშვნელობა, პმს გაქვს, ცუდ ხასიათზე ხარ, 10 წელია, რაც გათხოვდი თუ უბრალოდ, ყველაფერი გეზარება.


image




დრო არავის გვაყრია თავზე, ამიტომაც გვჭირდება ქალური მოხერხებულობა, რომლითაც ამ დავალებას უნდა მოვუდგეთ. ზოგადად, არაფერია რთული, როცა იცი რა და როგორ უნდა გააკეთო. ამ პოსტში შემოგთავაზებთ ვარცხნილობებს, რომლებსაც სულ რამდენიმე წუთი და ძალიან ცოტა ენერგია ესაჭიროება, მაგრამ სამაგიეროდ შენ გამოიყურები ლამაზად ყველგან: წინსაფრით ქურასთან, თუ საღამოს რომანტიკულ პაემანზე, თანაც სალონში ვიზიტებისა და ფულის გადაყრის გარეშე.



გვაქვს რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, რომლებშიც აუცილებლად იპოვი სასურველს. რაც შეეხება ვიდეოებს, სამწუხაროდ ქართული ტუტორიალები არ მოგვეპოვება, თუმცა ეს ნამდვილად არ შეგიშლის ხელს.



მგონი, ნაწნავი ყველა დროის ყველაზე ფართო თემაა.


imageimageimage

ცხენის კუდზე უკვე გვაქვს კარგი სტატია ვიდეო – ტუტორიალებით, თუმცა ამ ვიდეოების ნახვასაც გირჩევდი; მე პირადად, რამდენიმე მათგანს ხშირად გამოყენებული ქალბატონების მიერ დაწნული თმები. ჰო, კიდევ ერთი: ხშირი პრობლემაა პატარა ბუწუწოები, რომლებსაც ვერაფრით ამაგრებ და მზესავით შარავანდედი გადგას თავზე. ამას ძველი კბილის ჯაგრისი და თმის ლაქი მოგიგვარებს. დაასხი მცირე ოდენობით ლაქი ჯაგრისს და გადაისვი შეკრულ თმაზე.



შედარებით ექსტრავაგანტური ხერხია, რომელიც ნამდვილად არ უხდება ყველას, თუმცა საზღვაო სეზონზეც გამოდგება და რაღაც-რაღაცეებსაც დამალავს. ასევე შეგიძლია, წვრილი შარფი ნაწნავში ჩაიწნა, ნამდვილად მშვენიერი გამოდის.



image
image

image


image



ერთ – ერთ პოსტში გასწავლიდით, როგორ გავიკეთოთ თმით ბაფთა. თუმცა ხვეულა საკმაოდ ფართო თემა აღმოჩნდა და მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. ქვემოთ მოცემული ხერხებიდან რამდენიმე ვიცოდით, რამდენიმე კი ნამდვილად აღმოჩენა გახდა ჩვენთვის.


imageimageimageimageimageimage
ბევრი გოგოსგან გამიგია, რომ ვერაფერს უხერხებენ თმას, რადგან მოკლეა. ნურას უკაცრავად, გოგონებო, ეს ფაქტი სულაც არ გაძლევთ სიზარმაცის უფლებას!








260
5-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:emty
emty
   ქართული კლავიატურა
18 იანვარი, 11:08
სახლიდან პურის საყიდლად გადიხარ, თუ ქორწილში ხარ მეჯვარე, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. ქალი ყოველთვის ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს და არ აქვს მნიშვნელობა, პმს გაქვს, ცუდ ხასიათზე ხარ, 10 წელია, რაც გათხოვდი თუ უბრალოდ, ყველაფერი გეზარება.
ეს სრული ჭეშმარიტებააა
0 1 1