x
მეტი
  • 28.10.2016
  • სტატია:61695
  • ვიდეო:311079
  • სურათი:412069
"რელიგია და ცრურწმენა"

image


არსებობს ცრურწმენის ორი სახე. პირველი დაკავშირებულია სხვადასხვა კულტურებში ოდითგან არსებულ რელიგიურ რწმენასთან, მეორე – ჩვენი პატარ-პატარა ინდივიდუალური ცრურწმენებია. თითოეულ ჩვენგანს ხომ გვაქვს ჩვენს ყოველდღიურ ქცევებთან მჭიდროდ დაკავშირებული პირადი რიტუალები, რომლებსაც ხშირად უბრალო ჩვევებად მივიჩნევთ. როგორც წესი, ცრუმორწმუნეები უფროსი ასაკის წარმომადგენლები უფრო არიან. ახალგაზრდები უფრო სკეპტიკურად უყურებენ ამ ყველაფერს და ცდილობენ მათი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმერი ასაკის ადამიანებში გამოერევიან ისეთები, რომლებიც ფანატიკოსებად შეიძლება ჩაითვალონ და ყველანაირი ცრურწმენის სჯერათ და ისეთებიც, რომლებიც საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ მათ.



არასწორია, თითქოს რაიმე მნიშვნელობა ქონდეს რამდენ სანთელს აანთებ (კენტს თუ ლუწს), როდის ჩააქრობ, იქ დატოვებ თუ სახლში წაიღებ, როგორ ჩააქრობ (სულის შებერვით, თუ ხელით); თითქოს რაიმე მნიშვნელობა ქონდეს ადგილს ეკლესიაში. ბევრი ადამიანი იმდენად ეჩვევა ეკლესიაში გარკვეულ ადგილას დგომას, რომ ვერ წარმოუდგენია სხვა ადგილას როგორ უნდა დადგეს; თითქოს მღვდელი, ან სხვა ტაძრის რომელიმე მსახური ცვლის ბედისწერას კარგი ან ცუდი მიმართულებით.


რიცხვი „13“ აბსოლუტურად ჩვულებრივი რიცხვია. საერთოდ, ნებისმიერი საგნისა და მოვლენისათვის მისტიური მნიშვნელობის მინიჭება და შიშის გამომწვევ ობიექტად ქცევა მათ კერპად გადაქცევას იწვევს. ასეთი საგნებისა და მოვლენების უკან ბოროტი სული დგება (არა თავისთავად, არამედ იმათთვის, რომელთაც მათ მიმართ ამგვარი განცდა აქვთ). ამიტომ მათი და მათ შორის რიცხვი „13“-ის მოშიში, ნებით თუ უნებლიეთ „13“-ის გამკერპებელი, ანუ ეშმაკის მოშიში და თაყვანისმცემელი ხდება. ქრისტიანი, რომელიც ღვთის მონა და მეგობარია, არავის ემონება და ყოველგვარი ცრურწმენებისა და პირობითობებისაგან თავისუფალია.



ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვატარებთ ცრურწმენებით, და თითქოს ამაზე ნაფიქრიც არ გვაქვს, არსებობს ე.წ. “საზოგადოებაში დამკვიდრებული” და პირადად “დაცდილი” რისიმე რწმენა
ყველაზე ხშირად ვიყენებთ ამ ფრაზას: “რაც გიწერია, არ აგცდება”, თითქოს ყველაფერი წინასწარ გაქვს განსაზღვრული “ბედისწერით”. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: “თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, _ ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმებს, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, – მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველი აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში… რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისწერისა?.. როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? თუკი ცუდს და კარგს ბედისწერა აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედისწერა აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი... ბედისწერა რომ არსებობდეს არავინ იქნება კარგი და ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს სიკეთისთვის? რისთვის ვაამებთ? ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისაგან, რომელმაც უბიძგა მას. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედისგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედისწერაზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ – გარყვნილი, არავინ – ანგარებისმოყვარე, არავინ – სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ”.


--------------------------------------------


ჩვენს ცხოვრებაში დროთა განმავლობაში ზოგიერთი ფაქტისა და პიროვნების მიმართ განსხვავებული განწყობა, უარყოფითი დამოკიდებულება ყალიბდება, რაც შემდეგში ცრურწმენის სახეს იღებს და ხშირად ადამიანები მთლიანად მასზე დამოკიდებულებიც ხდებიან. რა არის ცრურწმენა და როგორია ამ საკითხზე ეკლესიის დამოკიდებულება, ამის შესახებ საუბრობს ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):


– თვითონ სიტყვა „ცრურწმენა“ მიუთითებს იმაზე, რომ ის მაინც რწმენაა, თუმცა, არასწორის, არაჭეშმარიტის, არარეალურის, არა იმის, რისიც ადამიანს უნდა სწამდეს. ადამიანს უნდა თუ არ უნდა, ის, რელიგიური არსებაა და შეხება აქვს ისეთ მაღალ ღირებულებებთან, როგორიც არის სარწმუნოება, ის აბსოლუტი, რასაც ჰქვია ღმერთი, მისი შემეცნება. როგორი იქნება ადამიანის რწმენა – სწორი თუ არასწორი, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. როგორც ვიცით, ადამისა და ევას მდგომარეობა სამოთხისეული იყო და თავისთავად, სწორი. მათ რეალურად ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ღმერთი განეჭვრიტათ. ჩვენ კი ღმერთი ვიცით გადმოცემით, წმიდა წერილით, ვიცით, რომ ეს სწორი, ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, მაგრამ, ჩვენ უფალთან გვაქვს პიროვნული, სულიერი ურთიერთობა. რამდენადაც სულიერია ადამიანი, უფრო მეტად არის უფალთან დაახლოებული. ამ მისტიკურ კავშირს, ალბათ, ყველა მორწმუნე განიცდის და, როგორ განიცდის, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სულიერების არის თვითონ. რაც შეეხება ზედაპირულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ უფალს, არც ვიცით, როგორია, მაგრამ, პირველ ადამიანებს მასთან არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკური, ხილული ურთიერთობაც ჰქონდათ, რეალურად აღიქვამდნენ ღვთის მყოფობას და, აქედან გამომდინარე, ჰქონდათ სწორი შემეცნება უფლისა და მისი მყოფობის წესებისა და კანონების შესახებ. მაგრამ, პირველმა ადამიანებმა დაარღვიეს მორალური და ზნეობრივი კანონები, გადავიდნენ ღვთის ცნებიდან და გაწყდა ის უხილავი კავშირი, რომელიც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებობდა და არასდროს არ უნდა გაწყვეტილიყო.


-----------------------------------------



"AMBEBI.GE"-სთან საუბრისას, ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ამბობს, რომ რელიგიური ცრურწმენები მრევლში რჯულზე უმტკიცესად არის გამჯდარი და ხშირად ამ ჩვევებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეებს.


" ეკლესიაში დღეს ძალიან ბევრი ცრურწმენაა დაბუდებული. ძალიან ბევრი თანამედროვე მართმადიდებელი ქრისტიანი ცრუ ტრადიციებს და ჩვევებს აღასრულებს. რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ, რომელი ფეხით უნდა შევიდეთ ტაძარში, რომეს დღეს უკეთესია ეკლესიაში შესვლა, წირვაზე წასვლის წინ თავი უნდა დავიბანოთ თუ არა, ზეთისცხების მერე პირის დაბანა შეიძლება თუ არა და ა.შ. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ხშირად არის ამ საკითხებში ჩაციკლული და ფიქრობს, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვაა, არ ეპატიება.
სამწუხაროდ, მთავარი დავიწყებული აქვთ და ყურადღებას მეორეხარისხოვანს აქცევენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. მამა - პაპათა გადმოცემები უფრო სწამთ და უფრო იცავენ, ვიდრეს ის, რომ ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს, მიმტევებელი, უბრალო, მოსიყვარულე, ხშირად უნდა თქვას აღსარება და მოძღვრის ლოცვა-კურთხევა უნდა აღასრულოს. ეკლესიაში დღეს ძალიან ბევრი ცრურწმენაა დაბუდებული. ძალიან ბევრი თანამედროვე მართმადიდებელი ქრისტიანი ცრუ ტრადიციებს და ჩვევებს აღასრულებს. რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ, რომელი ფეხით უნდა შევიდეთ ტაძარში, რომეს დღეს უკეთესია ეკლესიაში შესვლა, წირვაზე წასვლის წინ თავი უნდა დავიბანოთ თუ არა, ზეთისცხების მერე პირის დაბანა შეიძლება თუ არა და ა.შ. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ხშირად არის ამ საკითხებში ჩაციკლული და ფიქრობს, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვაა, არ ეპატიება.
სამწუხაროდ, მთავარი დავიწყებული აქვთ და ყურადღებას მეორეხარისხოვანს აქცევენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. მამა - პაპათა გადმოცემები უფრო სწამთ და უფრო იცავენ, ვიდრეს ის, რომ ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს, მიმტევებელი, უბრალო, მოსიყვარულე, ხშირად უნდა თქვას აღსარება და მოძღვრის ლოცვა-კურთხევა უნდა აღასრულოს."

140
5-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0