x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61746
  • ვიდეო:311215
  • სურათი:412166
ხატია სიჭინავას ასრულებული ოცნება: "ვხედავდი როგორ ინგრეოდა და ორად იხლიჩებოდა ჩემი ბავშვური სამყარო"

image
ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: "პატარა რომ ვიყავი, სულ ვოცნებობდი ისეთი ოჯახი შემექმნა, რომელშიც სიყვარულში ერთმანეთს შევეჯიბრებოდით მე და ჩემი ქმარი. რომ ყოველი დღე სიყვარულით და სითბოთი დაიწყებოდა. რადგან ჩემი მშობლების გზა გაიყარა, ვოცნებობდი, რომ ის მეპოვა, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება ხელჩაკიდებული ვივლიდი. ვინაიდან პატარას მესმოდა და ვხედავდი როგორ ინგრეოდა და ორად იხლიჩებოდა ჩემი ბავშვური სამყარო, ვოცნებობდი ჩემს შვილებს სიმშვიდეში და სიყვარულში ეცხოვრათ. .. მინდოდა იმ ასეულში თუ ათასეულში მოვხვედრილიყავი სადაც ორი ნახევარი ერთმანეთს პოულობს... ეტყობა იმდენს ვოცნებობდი, რომ ჩემი ოცნებები ცას წვდებოდა.. და მოგვიანებით ღმერთმა ინება და ჩემდაუნებურად მოვხვდი იმ ათასეულში. და დღეს მე ის ოჯახი მაქვს, მთელი ბავშვობა რომ ვოცნებობდი. დიახ მეგობრებო, ოცნებები ხდება! გჯეროდეთ ამის ! ყველას გისურვებთ ერთი განსაკუთრებული ოცნების ახდენას."image

შეგახსენებთ რომ, ხატია სიჭინავა სპორტსმენის, რამაზ ნოზაძის მეორე ნახევარია. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს და სამომავლოდ ვაჟის გაჩენასაც გეგმავენ. დაქორწინების შემდგომ ხატიას ძირითადი საქმიანობა ოჯახია. მას საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს, სილამაზის სალონი. "დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. 30 წლის ვიყავი და ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ის ასაკია, როდესაც უკვე მზად ხარ დედობისთვის. მანამდე ალბათ ჯერ კიდევ არ გაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა რასაც დედობა ჰქვია. უბრალოდ, პირველ შვილზე ძალიან დაფეთებული ვიყავი, ყველაფრის მეშინოდა. მეორე შვილზე უფრო დავიხვეწე და მესამეს უკვე სრულიად მზადყოფნაში შევხვდი"-განაცხადა ხატიამ.

ვუსურვოთ ოჯახს ჯანმრთელობა და ბედნიერება.image

0
352
3-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0