x
მეტი
  • 28.10.2016
  • სტატია:61690
  • ვიდეო:311063
  • სურათი:412065
გოგოების კოცნა - ახალი სკანდალური ტენდენცია ქართულ შოუ-ბიზნესში

სოციალურ ქსელში და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა ფოტოები, რომლებზეც ცნობილი ქართველი სახეები დაქალებთან "ლესბო" კოცნით არიან დაკავებული. ზოგიერთი ფოტო გარკვეული პროტესტის ნიშნად არის გადაღებული, როგორიც, მაგალითად თინა მახარაძისა და ვინმე ქეთი აზაროვას კოცნის ამსახველი სურათი, რომელიც მსახიობმა 17 მაისის - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის მხარდასაჭერად გადაიღო.


image


რამდენიმე თვის წინ „ფეისბუქზე“ რუსთაველის თეატრის მსახიობების ია სუხიტაშვილისა და მანანა აბრამიშვილის ფოტო გამოჩნდა, სადაც მეგობრები ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან. ჟურნალისტმა, რომელმაც ია სუხიტაშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა, მისგან პასუხად მხოლოდ ლანძღვა-გინება მიიღო, თუმცა მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ლესბოსური მიდრეკილებები არ აქვს და ეს უბრალოდ "მაიმუნობა" იყო.

image

დაქალთან ლესბო კოცნისას გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში, ქართველმა მოდელმა მარიამ სანოგომაც გამოაქვეყნა.


image


აქვე გავიხსენოთ ნინი ონიანისა და ნათია წიწილაშვილის პროვოკაციული კოცნა.


image


შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს არც პარლამენტარი მარიამ საჯაია ჩამორჩა და სოციალურ ქსელში შემდეგი ფოტო განათავსა წარწერით: "რამე პრობლემაა თუ გოგოს ვაკოცე?"


image
დაბოლოს, ვერა ბრეჟნევასა და იოლკას (ლიზა ივანცივი) პროვოკაციული ფოტო ძველი თბილისის ფონზე. მართლია, ქართველების არ არიან, მაგრამ, როგორც ჩანს, თბილისის ფონი მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა...


image


298
9-ს მოსწონს
1-ს არა
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0