x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ამხელა თანამდებობის კაცს უნდა გრცხვენოდეს ელისო კილაძის ჩიტობა!"-ვინ არის ლადო სადღობელაშვილის წერილის ადრესატი.
image
ლადო სადღობელაშვილის სკანდალურმა პოსტმა სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველამ ჩათვალა, რომ სტატუსი კახი კალაძის მისამართით იყო დაწერილი:

"SOS SOS SOS !!!
სინათლე ჩვენს ფანჯრებში!!! სანამ შუქი მოსულა, მანამ ტელეფონიდან ვწერ ამ სტატუსს. მოგმართავ შენ ხელისუფლების მაღალჩინოსანო, ნუ გგონია, რომ შენი კარგად შენიღბული მზაკრობები არ ვიცი. მე ელისო კალაძესთან საქმე არ მაქვს, რადგან შემსრულებელი ჩემი ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს, შენ კი დამკვეთო კარგად მომისმინე - ნუ გგონია რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შენი ბრძოლა წარმატებით დასრულდა და მომავალი შენია, ნურც ის გგონია, რომ თეთრ ცხენზე ხარ და მაგ ცხენიდან ვერავინ ჩამოგაგდებს. ბოლო ორი წელია ირაკლის პირში უცინოდი და ზურგს უკან სამარეს უთხრიდი... ეს შენს ზნეობაზე მეტყველებს, მაგრამ შენისთანებთან ზნეობაზე საუბარი იგივეა რაც ქბ. კილაძეს მეგობრობაზე ესაუბრო.
ეხლა კარგად მომისმინე ყველაფერი ვიცი, ისიც ვიცი ორი წლის განმავლობაში რა ინფორნაციებს აწვდიდი ირაკლის და სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ შენგან დაქირავებულ ვითომ ჟურნალისტებს, ეს არ იკმარე და ბიძინა ივანიშვილზე დაიწყე ცილისწამებლური ინფორმაციების მიწოდება. ეხლა ჩემი და სხვა პატრიოტების განადგურება დაუკვეთე. მინდა დაგარწმუნო, რომ მე და ახალგაზრდები ნიღაბს ჩამოგხსნით, გაგაშიშვლებთ და ქართულ საზოგადოებას გამოპრანჭული მაჩოს მაგივრად პატარა "ცახესი" შერჩება ხელში, რომლის არაკაცური და მზაკვრული ქმედებები ყველასთვის ცნობილი გახდება და თვითონ ბიძინა ივანიშვილი მოგთხოვს პასუხს იმაზე, რომ ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მთელი შენი დიდი ფინანსური რესურსი მიმართული იყო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პოსტიდან ჩამოშორებაზე და ბიძინა ივანიშვილის უერთგულესი თანამებრძოლების ჩამოშორებაზე. შენ, ეი "მ

ეგობარო", ისეთი ვულკანი გააღვიძე, რომელსაც ვეღარ ჩააქრობ და გარწმუნებ, რომ მალე თავად კილაძე და მისი მსგავსები დაგასახელებენ შენ. ეს ჟურნალია - მძაფრსიუჟეტიანი ფილმი მალე დაიწყება...
p.s. ისე ამხელა თანამდებობის კაცს უნდა გრცხვენოდეს ელისო კილაძის ჩიტობა - adios!"

ლადო სადღობელაშვილმა ამის შემდეგ კიდევ ერთი სტატუსი დაწერა, სადაც იგი სააგენტოებს და იმ პოლიტიკოსებს მიმართავს, რომელთაც მის მაგივრად დაასკვნეს, თუ ვის მიუძღვნა მან წინა პოსტი:


"ერთი რამ მაინტერესებს, რატომ გამოაქვს ზოგიერთ სააგენტოს და მარგინალ პოლიტიკოს ჩემს მაგივრად დასკვნები თუ ვის მივუძღვენი გუშინდელი პოსტი. საინტერესოა ვის აწყობს ჩემი და კალაძის დაპირისპირება?! რატომ კალაძე და არა რესპები?
ps. სანამ ჩემს მაგივრად რამეს დაწერდეთ დამირეკეთ და შემეკითხეთ."

imageimage

0
682
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
682
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0