x
რეალური და ძალზე სახალისო ისტორია, რომელიც ჩემს მეზობელს შეემთხვა და თავად მომიყვა სტუმრობისას
15 იანვარი, 15:19

image სოფელში მეზობელი გვყავს ბატონი ბონდო (სახელი ნამდვილია და ეს სახალისო ისტორიაც მისი ნებართვით დავწერე), ასაკის მიუხედავად (78 წლისაა) ძალზე მხნედ გამოიყურება, ძალზე გამოცდილი მონადირეა და ამასთან ერთად ძალზე ენაკვიმატიცაა, თან ნარდის უკონკურენტო მოთამაშე მთელ სოფელში.
ისტორია რომელზეც მინდა მოგითხროთ ბატონ ბონდოს საბჭოთა წყობის დროს შეემთხვა და შობა დღეს სტუმრობისას მოგვიყვა, მეც მისი ნებართვით თქვენ "მოგახსენებთ".
80–იანი წლებია და კოლმეურნეობიდან ოჯახში წარმომადგენელი გამოგზავნეს ბატონ ბონდოსთან, გთხოვთ კოლმეურნეობის გამგეობაში მობრძანდეთ ხვალ დღის 12–საათზე მეუღლესთან ერთადო. ბატონმა ბონდომ კოლმეურნეობის გამგეობის წარმომადგენელი სახლში შეიპატიჟა და კარგადაც გამოათრო. მეორე დღეს კი მეუღლესთან სოფლის ცენტრში კოლმეურნეობის გამგეობას ეწვია, სადაც რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლებიც იყვნენ. როგორც გაირკვა ბატონი ბონდოს მეუღლისათვის, როგორც მრავალშვილიანი დედისათვის მედალი უნდა გადაეცათ (ბატონი ბონდო ხუთი შვილის მამა გახლავთ). მედალთან ერთად სიგელი და ფასიანი საჩუქრებიც გადასცეს.
წყვილმა მადლობა მოახსენა ყველას სათითაოდ და სახლში დაბრუნდა, სახლში კი წყვილს მეზობლები დახვდნენ, აბა რისთვის დაგიძახეს, რა ხდებაო?
ბატონმა ბონდომაც მეზობლებს მეუღლისათვის სახელმწიფოს მიერ მიცემული მედალი უჩვენა და "ეშმაკური" აზრიც მოუვიდა თავში, რასაც ეგრევე რეალიზება გაუკეთა–აიღო და მედალი შარვლის "უბეზე" დაიკიდა, ჩემი ცოლის დამსახურება კი არა ეს მედალი ჩემი და ამ "ადგილის" დამსახურებააო. ბატონი ბონდოს ქმედებაზე და სიტყვებზე ყველა სათითაოდ ახარხარდა.
ბატონმა ბონდომ მეზობლები წესისამებრ სახლში შეიპატიჟა და კარგადაც მოილხინეს.
სტუმრების წასვლის მერე კი უკვე საკმაოდ ნასვამი ტახტზე წამოწვა და ჩაეძინა.
სწორედ აქედან იწყება სახალისო ვითარება, სოფლის გამგეობას თბილისიდან სტუმრები ეწვია კოლმეურნეობის დასათვალიერებლად და გამორჩეული კოლმეურნეების გასაცნობად, გამგეობამაც პირდაპირ ბატონი ბონდოს ოჯახში "გამოაქანა" სტუმრები. მოვიდნენ სტუმრები ბატონ ბონდოსთან და მის ჭიშკართან გაჩერდნენ. ოჯახის დიასახლისმა სტუმრები დაინახა, კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომ მოუძღოდა წინ და მეუღლე გამოაღვიძა: ბონდო ადექი დროზე, კოლმეურნეობის თავმჯდომარეა მოსული სტუმრებთან ერთადო. წამოდგა ბატონი ბონდოც, ხელ–პირი სწრაფად დაიბანა და სტუმრებთან შესახვედრად ეზოში გავიდა.
გავიდა და რას ხედავს, კოლმეურნეობის თავმჯდომარეს თვალები შუბლზე აქვს "ასული", არც რაიონული საბჭოს წარმომადგენელია უკეთეს დღეში, ხოლო თბილისიდან ჩამოსულ სტუმარს პირი ისე აქვს "დაღებული" გეგონება წყლიდან ნაპირზე ამოგდებული თევზიაო. მიზეზი კი შემდეგში იყო, ბატონ ბონდოს დავიწყებოდა მედლის მოხსნა შარვლის "უბიდან" და მედალი ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე აღმა–დაღმა ქანაობდა.
მოკლედ იქ სიტუაცია შეიქმნა, როგორც იტყვიან "დედა შვილს ხელში არ აიყვანდა". სიტუაციას ალღო ისევ კოლმეურნეობის თავმჯდომარემ აუღო და ბატონ ბონდოს მიმართა: ამხანაგო ბონდო გეთქვა შე კაცო და იმ "ერთი ადგილისათვის" რაიმე ცალკე მედალს მოგცემდითო, სტუმრებმაც რომ გაიგეს რაში იყო საქმე ბევრი იცინეს, ყველაფერი კი ისევ ბატონი ბონდოს სახლში მოლხენით დასრულდა.

497
19-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
0 1 1
გასროლილი ტყვია ხელით დაიჭირა.გასროლილი ტყვია ხელით დაიჭირა.
პირველი მსოფლიო ომის დროს, ერთ-ერთი ფრანგი მფრინავი მორიგ საბრძოლო დავალებას ას...
კარგად დააკვირდით ფოტოებს! სად იმალება სნაიპერი?კარგად დააკვირდით ფოტოებს! სად იმალება სნაიპერი?
სნაიპერი მაღალმომზადებული მებრძოლი, რომელიც სამიზნეს ესვრის ...
იცით, თუ არა, რომ მეკობრეები...იცით, თუ არა, რომ მეკობრეები...
მეკობრეები, სინამდვილეში, ისეთები სულაც არ იყვნენ, როგორებიც სტივენსონის გან...
ვანგას წინასწარმეტყველება უახლოესი 30 წლის მანძილზევანგას წინასწარმეტყველება უახლოესი 30 წლის მანძილზე
2018 მსოფლიოს მართვის ცენტრი, ამერიკიდან და ევროპიდან, ჩ...
როგორია ვარსკვლავების ნაძვის ხეებიროგორია ვარსკვლავების ნაძვის ხეები
მართYალია ახალი წელი უკვე დამთავრდა , მაგრამ კვლავ აქტუალურია ვის როგორი ნა...
საინტერესო ფაქტები ომების შესახებსაინტერესო ფაქტები ომების შესახებ
1- პირველმა ბომბამ, რომელიც ბერლინში ჩამოვარდა მეორე მსოფლიო ომის დროს მოკლა...
ყველაზე სასტიკი ნაცისტური დანაშაული, რომელიც შეგძრავთ +16ყველაზე სასტიკი ნაცისტური დანაშაული, რომელიც შეგძრავთ +16
გამარჯვება ყოველთვის ბრძოლის შედეგად ხდება, ბრძოლა ო...
ქალმა მუმია შობა- შოკისმომგვრელი ამბავი მედიცინის ისტორიაშიქალმა მუმია შობა- შოკისმომგვრელი ამბავი მედიცინის ისტორიაში
კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარე...