x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რეალური და ძალზე სახალისო ისტორია, რომელიც ჩემს მეზობელს შეემთხვა და თავად მომიყვა სტუმრობისას

image სოფელში მეზობელი გვყავს ბატონი ბონდო (სახელი ნამდვილია და ეს სახალისო ისტორიაც მისი ნებართვით დავწერე), ასაკის მიუხედავად (78 წლისაა) ძალზე მხნედ გამოიყურება, ძალზე გამოცდილი მონადირეა და ამასთან ერთად ძალზე ენაკვიმატიცაა, თან ნარდის უკონკურენტო მოთამაშე მთელ სოფელში.
ისტორია რომელზეც მინდა მოგითხროთ ბატონ ბონდოს საბჭოთა წყობის დროს შეემთხვა და შობა დღეს სტუმრობისას მოგვიყვა, მეც მისი ნებართვით თქვენ "მოგახსენებთ".
80–იანი წლებია და კოლმეურნეობიდან ოჯახში წარმომადგენელი გამოგზავნეს ბატონ ბონდოსთან, გთხოვთ კოლმეურნეობის გამგეობაში მობრძანდეთ ხვალ დღის 12–საათზე მეუღლესთან ერთადო. ბატონმა ბონდომ კოლმეურნეობის გამგეობის წარმომადგენელი სახლში შეიპატიჟა და კარგადაც გამოათრო. მეორე დღეს კი მეუღლესთან სოფლის ცენტრში კოლმეურნეობის გამგეობას ეწვია, სადაც რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლებიც იყვნენ. როგორც გაირკვა ბატონი ბონდოს მეუღლისათვის, როგორც მრავალშვილიანი დედისათვის მედალი უნდა გადაეცათ (ბატონი ბონდო ხუთი შვილის მამა გახლავთ). მედალთან ერთად სიგელი და ფასიანი საჩუქრებიც გადასცეს.
წყვილმა მადლობა მოახსენა ყველას სათითაოდ და სახლში დაბრუნდა, სახლში კი წყვილს მეზობლები დახვდნენ, აბა რისთვის დაგიძახეს, რა ხდებაო?
ბატონმა ბონდომაც მეზობლებს მეუღლისათვის სახელმწიფოს მიერ მიცემული მედალი უჩვენა და "ეშმაკური" აზრიც მოუვიდა თავში, რასაც ეგრევე რეალიზება გაუკეთა–აიღო და მედალი შარვლის "უბეზე" დაიკიდა, ჩემი ცოლის დამსახურება კი არა ეს მედალი ჩემი და ამ "ადგილის" დამსახურებააო. ბატონი ბონდოს ქმედებაზე და სიტყვებზე ყველა სათითაოდ ახარხარდა.
ბატონმა ბონდომ მეზობლები წესისამებრ სახლში შეიპატიჟა და კარგადაც მოილხინეს.
სტუმრების წასვლის მერე კი უკვე საკმაოდ ნასვამი ტახტზე წამოწვა და ჩაეძინა.
სწორედ აქედან იწყება სახალისო ვითარება, სოფლის გამგეობას თბილისიდან სტუმრები ეწვია კოლმეურნეობის დასათვალიერებლად და გამორჩეული კოლმეურნეების გასაცნობად, გამგეობამაც პირდაპირ ბატონი ბონდოს ოჯახში "გამოაქანა" სტუმრები. მოვიდნენ სტუმრები ბატონ ბონდოსთან და მის ჭიშკართან გაჩერდნენ. ოჯახის დიასახლისმა სტუმრები დაინახა, კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომ მოუძღოდა წინ და მეუღლე გამოაღვიძა: ბონდო ადექი დროზე, კოლმეურნეობის თავმჯდომარეა მოსული სტუმრებთან ერთადო. წამოდგა ბატონი ბონდოც, ხელ–პირი სწრაფად დაიბანა და სტუმრებთან შესახვედრად ეზოში გავიდა.
გავიდა და რას ხედავს, კოლმეურნეობის თავმჯდომარეს თვალები შუბლზე აქვს "ასული", არც რაიონული საბჭოს წარმომადგენელია უკეთეს დღეში, ხოლო თბილისიდან ჩამოსულ სტუმარს პირი ისე აქვს "დაღებული" გეგონება წყლიდან ნაპირზე ამოგდებული თევზიაო. მიზეზი კი შემდეგში იყო, ბატონ ბონდოს დავიწყებოდა მედლის მოხსნა შარვლის "უბიდან" და მედალი ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე აღმა–დაღმა ქანაობდა.
მოკლედ იქ სიტუაცია შეიქმნა, როგორც იტყვიან "დედა შვილს ხელში არ აიყვანდა". სიტუაციას ალღო ისევ კოლმეურნეობის თავმჯდომარემ აუღო და ბატონ ბონდოს მიმართა: ამხანაგო ბონდო გეთქვა შე კაცო და იმ "ერთი ადგილისათვის" რაიმე ცალკე მედალს მოგცემდითო, სტუმრებმაც რომ გაიგეს რაში იყო საქმე ბევრი იცინეს, ყველაფერი კი ისევ ბატონი ბონდოს სახლში მოლხენით დასრულდა.

1
517
19-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
517
  
2016, 15 იანვარი, 18:54
:D
0 1 1