x
უნგრული ნამცხვარი ,,ჟერბო"
15 იანვარი, 16:22

imageimageინგრედიენტები:


რძე – 0, 5 ლ.
შაქარი – 1 ჩ. კ.
სწრაფად მოქმედი მშრალი საფუარი – 2 გრ.
ფქვილი – 50 გრ. + შესაზელად რაც საჭირო იქნება
მარგარინი – 250 გრ.
შაქრის პუდრი – 100 გრ.
კვერცხი – 1 ცალი
არაჟანი – 100 გრ.
შაქრიანი ვანილი – 1, 5 გრ.
მარილი – მწიკვი


დაფქული ნიგოზი – 250 გრ.
შაქრის პუდრი – 200 გრ.
გარგრის ჯემი – 300 გრ.
შოკოლადის ფილა – 200 გრ.

კარაქი – 50 -100 გრ.


მომზადება:


1. თბილ რძეში ჩაყარეთ 1 ჩ. კ. შაქარი და საფუარი > თბილ ადგილზე გააჩერეთ, რომ ამოვიდეს > მსხვილ სახეხზე გახეხეთ მარგარინი ფქვილთან ერთად > დაამატეთ 100 გრ. შაქრის პუდრი, საფუარიანი რძე, კვერცხი, ვანილინი, მარილი და არაჟანი > მოზილეთ ცომი, თუ საჭირო იქნება, დაამატეთ ფქვილი > გაყავით ცომი 4 ნაწილად, გააკეთეთ გუნდები, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 30 წთ.

2. საცხობ ფირფიტას წაუსვით კარაქი და მოაფიფქეთ ფქვილი > ნიგვზის ფხვნილი შეურიეთ შაქრის პუდრას > ცომის ერთი გუნდა გააბრტყელეთ 5 მმ-ის სისქეზე და გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე > გადაუსვით ჯემის მესამედი და ზემოდან მოაყარეთ პუდრიანი ნიგოზი > იგივე გაიმეორეთ II და III ფენებთან დაკავშირებით > ბოლოს ფადააფარეთ IV ფენა და ზემოდან დაჩხვლიტეთ ჩანგლით.

image

image

image

3. გამოაცხეთ 180С °, წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 35 - 40 წთ. > გააგრილეთ ნამცხვარი.

image

image

image

4. შოკოლადის ფილა დაამტვრიეთ, შოკოლადიანი თასი მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე და სულ ურიეთ > შოკოლადი რომ გადნება, დაამატეთ 50 გრ. კარაქი, თუ მასა სქელი იქნება, კიდევ 50 გრ. დაამატეთ > როდესაც შოკოლადი და კარაქი გადნება და ერთმანეთს შეერევა, გადაასხით ნამცხვარს თავზე > ზემოდან კარგად გადაასწორეთ > გვერდები ჩამოაჭერით (მოასწორეთ) და როდესაც მინანქარი გაშრება, დაჭერით მართკუთხედებად.

image

imageimage




337
7-ს მოსწონს
37
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ტორტი ,,სამეფო  ნაპოლეონი"ტორტი ,,სამეფო ნაპოლეონი"
ინგრედიენტები: ცომისთვის: კვერცხის გული 8 ცალი შაქარი 1 ჭიქა არაჟანი ...
სნიკერსი - რეცეპტი და მომზადების წესისნიკერსი - რეცეპტი და მომზადების წესი
2კვერცხი , 1.5 ჭ შაქარი გავაკეთოთ კარგი გოგლი-მოგლი შევურიოთ 3 ს.კ. კაკა...
ტორტი ,,პიზის კოშკი"ტორტი ,,პიზის კოშკი"
(აქ მოცემულია მასალა, 25 ფენიანი ტორტისთვის. თქვენ შეგიძლიათ პროცენტულად შეამციროთ, გაყო...
ტორტი "დობოში" - უნგრული კულინარიის შედევრი! (დეტალური რეცეპტი)ტორტი "დობოში" - უნგრული კულინარიის შედევრი! (დეტალური რეცეპტი)
"დობოში" ტრადიციული უნგრული ტორტია, რომელიც 6 ...
უგემრიელესი ტორტი “აფშერონი"უგემრიელესი ტორტი “აფშერონი"
მასალა ცომისთვის: კვერცხი - 5 ც. შაქარი - 200 გრ. ნიგოზი - 100 გრ. ფქვილი - 100...
როგორ მოვიქცეთ,წვნიანი თუ ძალიან დაგვიმარილდა?როგორ მოვიქცეთ,წვნიანი თუ ძალიან დაგვიმარილდა?
ყველაზე გამოცდილ დიასახლისსაც კი შეიძლება სადილში ზედმეტი მარილი...
როგორ გავხადოთ ყავა გემრიელიროგორ გავხადოთ ყავა გემრიელი
ყოველდღიურად მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს ყავას როგორც სტიმულატორს, რათა...
"ტროპიკანკა" - საზაფხულო ტორტი, რომელმაც ინტერნეტი "დაიპყრო""ტროპიკანკა" - საზაფხულო ტორტი, რომელმაც ინტერნეტი "დაიპყრო"
"ტროპიკანკა" - ეს არც თუ ისე ახალი ტორტი დღეს განს...
როგორ გამოაცხოთ ტორტის ბისკვიტი გაზქურაზე(ზემოდან)როგორ გამოაცხოთ ტორტის ბისკვიტი გაზქურაზე(ზემოდან)
როგორ გამოაცხოთ ბისკვიტი გაზქურაზე ზემოდან? ძალიან მარტივი...
ტარტი ტატენი: შეცდომა, რომელიც უგემრიელეს ნამცხვრად იქცატარტი ტატენი: შეცდომა, რომელიც უგემრიელეს ნამცხვრად იქცა
იყო და არა იყო რა... XIX საუკუნის ბოლოს, საფრა...