x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61795
  • ვიდეო:311333
  • სურათი:412199
“მაიმუნები მარსზე: კაცობრიობის გიგანტური ნახტომია უკან”

image


“მაიმუნები მარსზე: კაცობრიობის გიგანტური ნახტომია უკან”







სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტის მაიმუნსაშენის მაიმუნები, შესაძლოა, კოსმოსში გაუშვან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ამ ამბავს, რა თქმა უნდა, აჟიოტაჟის გარეშე არ ჩაუვლია.


ბენტლი რუსეთის საელჩოს წინ შიშველი დაწვა. მას სახე მაიმუნის მსგავსად ჰქონდა შეღებილი, თავზე კოსმონავტის შლემი ეხურა. ბენტლის გარშემო ხელოვნური სისხლი იყო დაღვრილი. პორნოვარსკვლავ ინტიმურ ადგილს პლაკატი უფარავდა რომელზეც ეწერა: “მაიმუნები მარსზე: კაცობრიობის გიგანტური ნახტომია უკან”.



პირველად მაიმუნი ასტრონავტები აშშ-ში 50-იან წლებში გაჩნდნენ. ახლა კი უკვე როსკოსმოსი აპირებს მათი მარსზე გაგზავნას. პრიმატების მომზადება კოსმოსში ფრენისათვსი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს. უფრო ადრე საბჭოთა კოსმონავტიკა ამისათვის ძაღლებს იყენებდა, მაგრამ შემდეგ ამერიკელთა გამოცდილება გაითვალისწინეს. პირველად მაიმუნები რუსებმა კოსმოსური აპარატ "ბიონით" გაგზავნეს.
ახლა მაიმუნების წინაშე ახალი ამოცანა დგას. მათ როსკოსმოსის დავალებით მედიკო-ბიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტი ამზადებს. მაიმუნებს არა მარტო დიდი ფიზიკური დატვირთებისთვის ამზადებენ, არამედ მარტივი დავალებების, მათ შორის კომპიუტერზეც შესრულებაშიც წვრთნიან.


სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტის მაიმუნსაშენის მაიმუნები, შესაძლოა, კოსმოსში გაუშვან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მაიმუნები შესაძლოა, ექპსერიმენტულ პროექტში "მარსი-500" ჩართონ, რომელსაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო-ბიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტი როსკოსმოსის ეგიდით ახორციელებს.

--------------------------------

ბრიტანელი პორნოვარსკვლავი სამანტა ბენტლი ლონდონში, რუსეთის საელჩოს წინ გაშიშვლდა . მან ამით მაიმუნების კოსმოსში გაშვების მიმართ პროტესტი გამოხატა, - ამის შესახებ არაკომერციული ორგანიზაცია PETA იტყობინება.

აქტივისტები როსკოსმოსის პროგრამის წინააღმდეგ გამოდიან. ცნობილი გახდა, რომ 2017 წელს კომოსში გასაფრენად ოთხი პრიმატის მომზადება უკვე დასრულდა.
“თუ ეს ექსპერიმენტი განხორციელდება, რუსეთი ე.წ. კოსმიური შეჯიბრების ბნელ პერიოდს დაუბრუნდება”, - აცხადებს PETA-ს წარმომადგენელი, ელიზა ალენი.


“რომ გავაცნობიერე, თუ რამხელა ტანჯვა იქნება მაიმუნებისთვის, თუ მათ კოსმოსში გაგზავნიან, მე მოვალე ვიყავი მემოქმედა”, - განმარტა ბენტლიმ.

----------------------------------

1957 წელის 4 ოქტომბერი, პირველი ძაღლი, რომელიც დედამიწიდან კოსმოსში გაუშვეს იყო ლაიკა, გმირი ცხოველი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. მის დაბრუნებას მეცნიერები არც გეგმავდნენ, ლაიკა გაშვებიდან 5-6 საათში დაიღუპა, იმაზე ადრე, ვიდრე ამას საბჭოთა მეცნიერები ვარაუდობდნენ. შემდეგ მას ბელკა და სტრელკა მიჰყვნენ, მეორე კოსმონავტი ცხოველები კოსმოსურ სივრცეში, ეს 1960 წლის 19 აგვისტოს მოხდა. ისინი სათანადოდ იყვნენ მომზადებულნი, 25 საათი იფრინეს და დედამიწის ირგვლივ 17 ბრუნი გააკეთეს. ბელკა და სტრელკა, ლაიკასაგან განსხვავებით, საკმაოდ იღბლიანები აღმოჩდნენ, მათ წარმატებით იფრინეს და დედამიწას მშვიდობიანად დაუბრუნდნენ.

----------------------------------



P.s სტატია დამზადებულია "http://www.zooclub.ge/"-ის მიხედვით.

0
169
6-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0