x
"ღმერთი მოკვდა" - ფრიდრიხ ნიცშე და მისი გენიალური გამონათქვამები
15 იანვარი, 13:25

image




დიახ, ნუ ეძებთ ღმერთს ნურც ცაში, ნურც მიწიერ სამოთხეში, ის საკუთარ თავში ეძებეთ.
ჩვენ ვეძებთ ღმერთს საკუთარ თავში და თუ ვპოულობთ, მას ჩვენი უზნეობით, გაუნათლებლობით ვკლავთ. აი, ამას გვეუბნება ნიცშე.

თავდაპირველად გავიცნოთ ადამიანი, რომელზეც ეს სტატია იქნა დაწერილი.

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი. ის წერდა კრიტიკულ წერილებს რელიგიაზე, სიკვდილზე, თანამედროვე კულტურაზე და მეცნიერებაზე მეტაფორებისა და აფორიზმების გამოყენებით. ნიცშე დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს, პატარა ქალაქ როკენში, საქსონიის პრუსიულ მხარეში. სახელი მას პრუსიის მეფის - ფრიდრიხ უილიამ IV-ის საპატივსაცემლოდ დაარქვეს, რომელიც ამ დღეს 49 წლის ხდებოდა. მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე (1813-1849) იყო ლუთერანი მღვდელი და ყოფილი მასწავლებელი, ხოლო დედას - ფრანცისკა ოელერს (1826-1897) ყავდა კიდევ ორი შვილი: გოგონა - ელისაბედი და ბიჭი - ლუდვიგი. ნიცშეს მამა გარდაიცვალა ტვინის დაავადებით 1849 წელს, ხოლო ერთი წლის შემდეგ - 1850 წელს გარდაიცვალა მისი ძმა. ოჯახი გადასახლდა ნაუმბურგში, სადაც ცხოვრობდა ბებიასთან და მამის ორ გაუთხოვარ დასთან ერთად. ბებიის სიკვდილის შემდეგ 1856 წელს, ოჯახი დაუბრუნდა სახლს. ნიცშე იყო ადამიანი რომელმაც გადატრიალება მოახდინა მსოფლიოს მსოფლმხედველობაში.
თუნდაც მარტივი ავიღოთ ზეკაცის მოდელი, რომელიც მთლიანად მოერგო ევროპასა და ამერიკას. ნიცშე იყო პროტესტი! საზოგადოების პროტესტი.

ღმერთის სიკვდილის თემას ნიცშეს ფილოსოფიაში შემოაქვს ღრმა ტრაგიკული მოტივები, იდეალური სამყარო დაინგრა - ეს ნიშნავს იმას რომ კაცობრიობას გამოეცალა საყრდენი, ადამიანი რჩება ორიენტირების გარეშე, ის რჩება თავისი თავის ანაბარა, ადამიანმა აღარ იცის თუ რისთვის ცხოვრობს, საით მიდის, არ იცის რით გაამართლოს თავისი მოქმედება და აზროვნება, მას ეუფლება მარტოობის, უპერსპექტივობის, უიმედობის გრძნობა, მრავალი საუკუნის განამვლობაში კაცობრიობა ღმერთს იყო მინდობილი, მას ესმოდა სიკეთის, ჭეშმარიტებისა და მშვენიერის აზრი, მისი არსებობა განათებული იყო ღვთაების შუქით, ის მისდევდა იდეალური სამყაროს იმპერატივებს, ამით ენიჭებოდა მის სიცოცხლეს ღირსება და კეთილშობილება, მან იცოდა რისთვის ცხოვრობა და რისი იმედი უნდა ქონოდა, ღმერთი მოკვდა, ღმერთის არსებობით გამართლებული ღირებულებები, რომელთაც ადამიანი აქამდე ათაყვანებოდა, კარგავენ თავის ფასს, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ კართან მომდგარია "ყველა სტუმართაგან ყველაზე შემზარავი" - ნიჰილიზმი. ნიჰილიზმის აღმოცენება ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი ღირებულებები უფასურდებიან, მიზანი დაკარგულია, აღარ არის პასუხი კითხვაზე, "რატომ" ნიჰილიზმი, ნიცშეს მიხედვით, არის "არას" თქმა ყველაფერზე, რაც ძველად აზრს აძლევდა სამყაროს და ადამიანის სიცოცხლერს. ნიჰილიზმში, მაგალითად, ვლინდება იმედის გაცრუება, ოპტიმიზმით სავსე შეხედულებათა მიმართ, რომლებიც ქადაგებდნენ, რომ სამყაროს ქმნადობაში ხორციელდება მაღალი მიზანი, რომ სამყაროსეული პროცესი არის მოძრაობა უმაღლესი ზნეობრივი კანონის რეალიზაციის სიყვარულის ზრდის, საყოველთაო ბედნეირებასთან მიახლოვების გზით: ნიჰილიზმის ფორმაში ევროპა საბოლოოდ ეთხოვება საზოგადოების პროგრესის ძველ რწმენას, რომლის თანახმად უმაღლესი სიკეთე თუ ბედნიერება ფატალური აუცილებლობით იკვალავს გზას კაცობრიობის ისტორიაში. ნიცშე თვითონვე უწოდებს თავს “ანტიქრუსტესა და ანტიმორალისტს”. ფრიდრიხ ნიცშე 1889 წელს სულიერად დაავადდა.




"ღმერთი მოკვდა"

"მაინც მაჯობე, ნაზარეველო!" - ეს იყო ნიცშეს უკანასკნელი სიტყვები.


" ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია."


" არ არსებობს არავითარი წარსული, რომლისთვისაც ღირდეს წუხილი. არსებობს მხოლოდ მუდამ-აწმყო, რომელიც იქმნება წარსულის გაფართოებული ელემენტებისაგან, და ამიტომაც ნამდვილი წუხილი უნდა იყოს პროდუქტიული, რათა შევქმნათ რაღაც ახალი და უკეთესი."

" მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანისცემა სურს."

" სამოთხეში ვერცერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება."

" ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი - ყველაზე სახიფათო სათამაშო."


" ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად."


" პირველად იყო აბსურდი და აბსურდი იყო ღმერთში, აბსურდი იყო თავად ღმერთი."

" საკმარისია ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს."

" არის ადამიანი ღმერთის უხეში შეცდომა თუ თავად ღმერთია ადამიანთა შეცდომათაგანი?"

" მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა."

'სრულყოფილი ქალი ბევრად უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე სრულყოფილი კაცი, მაგრამ ამავდროულად ძალზედ იშვიათი."

”ნუ იქმ სიკეთეს, რადგან სიკეთე დასასრულის დასაწყისია”.


" “ნუთუ არაფერი გესმით? _ ყვირის გიჟი _ რა, აღარ ხმაურობენ მესაფლავენი, რომლებიც ღმერთს მარხავენ? თქვენ რა, არ გცემთ გახრწნილი ღვთაების სუნი? _ ღმერთები იხრწნებიან! ღმერთი მოკვდა! რჩება მკვდარი! და მოვკალით ის ჩვენ, მკვლელებმა, მკვლელთა შორის! სად ვიპოვით ხსნას? რით დავიმშვიდებთ თავს? ყველაზე წმინდა და მძლავრი, რაც იყო აქამდე სამყაროში, ჩვენი დანით იწრიტება სისხლისაგან”. -
ამონარიდი წიგნიდან ”მხიარული მეცნიერება”.


------------------------------------



ღმერთი როგორც სამყაროს არსებობის პირველწყარო, სიცოცხლის მომცემი, ცხოვრების მიზანი და შედეგი არ არსებობს. ღმერთის რწმენა, მისი სიყვარული, რომელიც საუკუნეების მანძილზე კაცობრიობას ასულდგმულებდა, ილუზიაა, სიყალბეა. სამყარო ღმერთის გარეშეა. ღმერთი აღარ არსებობს თანამედროვე ადამიანისთვის – ” ღმერთი მოკვდა”.
“ღმერთის სიკვდილის” აღიარებით ნებისმიერი პიროვნებისთვის უფასურდება ყველა ის ღირებულება, რასაც ძალა ჰქონდა
ღმერთან მიმართებაში ყოფნისას. ღმერთი აძლევდა საზრისს ადამიანის ცხოვრებას. იგი იყო მანუგეშებელი პასუხი ადამიანის ცხოვრების მთავარი კითხვებისა: საიდან? საით? იგი იყო საზომი, რომლითაც გაირჩეოდა კეთილი და ბოროტი, ჭეშმარიტება და სიმცდარე, მშვენიერება და სიმახინჯე. ღმერთით გასაგები იყო ადამიანის დაბადების, ამქვეყნიური ცხოვრების და გარდაცვალების აზრი, მისი სული უკვდავება. უღმერთოდ კი ადამიანი დაინახება სულ სხვა განზომილებაში. აშკარავდება მისი მიწიერი ბუნება, მისი წარმავლობა. ადამიანის “სული” უფრო მალე კვდება, ვიდრე ადამიანის სხეული, “ღმერთის სიკვდილის” აღიარებით ადმაინი რჩება მარტო, თავისი თავის ანაბარა. იგი მხოლოდ თვითონ განაგებს და პასუხს აგებს საკუთარ სიცოცხლეზე: მაგრამ იგი ხდება თავისუფალი, რადგან ღმერთი არ არსებობს, ამიტომ “არაფერი არ არის ჭეშმარიტი, ყველაფერი დასაშვებია”.




187
6-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე
ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი, დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს სოფელ რიუკენში, ლუცენის ახლოს. ადრეულ ასაკში სულ რაღაც 24 წლის ნიცშე გახდა ბაზელის უნივერსიტეტის კლასი...
"სატანის  ბიბლია"-ლეგენდა  და  რეალობა"სატანის ბიბლია"-ლეგენდა და რეალობა
ეგრეთწოდებული "სატანის ბიბლია" შეიქმნა მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების მი...
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთჯერად იცვლება თანხის მოთხოვნისა ...
კაცმა ორი კაცი, კაცო ?!კაცმა ორი კაცი, კაცო ?!
ორი კაცის გაუპატიურების ბლადებით დააკავეს ინგლისის პარლამენტის ვიცე სპიკერი ნაიჯელ ევან...