x
image
მანჩო 777
ამერიკულმა თოქ-შოუმ საქართველოსა და ზაზა ფაჩულიას დაცინვისათვის ბოდიში მოუხადა
ამერიკულმა სპორტულმა გადაცემამ Starters უღირსად დასცინა საქართველოს, ჩვენს მოქალაქეებს, პრეზიდენტს, ჩვენს სახელოვან კალათბურთელს ზაზა ფაჩულიას და ყველა იმ ადამიანს - ვინც მხარს უჭერს მას.


image


ერთ-ერთ გადაცემაში წამყვანებმა All Star-ის მატჩში მონაწილეობისთვის მიმდინარე ხმის მიცემის შუალედურ შედეგებზე ისაუბრეს, რომლის თანახმადაც ზაზა ფაჩულია მე-8 ადგილზე იმყოფება და დემარკუს ქაზინს, დუაიტ ჰოვარდს და მის თანაგუნდელ დირკ ნოვიცკისაც უსწრებს.


წამყვანებმა გაკვირვება გამოთქვეს იმის შესახებ, რომ ფაჩულია, რომელიც 13 წელია NBA-ს ცენტრია, All Star-თან ახლოს არასოდეს ყოფილა.



"-ჩვენ არ გვინდა ზაზა All Star-ში დემარკუს ქაზინსზე წინ. ეს სიგიჟეა, ეს დემარკუს ქაზინსია, ლიგაში საუკეთესო. არ ვიცი, როგორ მოხვდა ფაჩულია მასზე წინ" - თქვა გადაცემის მსვლელობისას ერთ-ერთმა წამყვანმა.

"-მას საქართველო უჭერს მხარს. საერთოდ რამდენია საქართველოს მოსახლეობა?" - იხუმრეს წამყვანებმა.
გადაცემას გულშემატკივრების აღშფოთება და უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც Starters-ის წამყვანებმა ბოდიში მოიხადეს:


"წინა ჯერზე განვიხილეთ, როგორ არის საერთოდ შესაძლებელი, რომ 30 წლის ზაზა ფაჩულია, რომელიც არასდროს ახლოსაც კი არ ყოფილა "ოლ სტარში" მოსახვედრად, ახლა ასე მაღლა არის გამოკითხვის შედეგებში. უფრო მაღლაც კი, ვიდრე დემარკუს კაზინი, დუეინ ჰოვარდი და დირკ ნოვიცკი. ეს უმაღლესი ლიგაა, როგორ მოხდა ეს? ვინ გააკეთა ეს? საქართველომ? რამდენია მათი მოსახლეობის რაოდენობა? ოღონდ შტატის კი არა, ქვეყანა საქართველოსი? როგორც ჩანს, ჩვენმა შეფასებებმა ძალიან გააბრაზა ქართველები. ჩვენი გვერდი აივსო კომენტარებით მათი მხრიდან და ათასობით ხმა კიდევ დაემატა ზაზას.
მაგრამ ზაზას საქართველოში ყველა უჭერს ხმას: ეს არის ქართული შოუ "ნიჭიერი" და თქვენ ხედავთ, ზაზას სახელი სცენაზე ჩანს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა იგივე; ასევე, სამხედროებიც ერთად უჭერენ მას მხარს.
ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვებოდიშებინა - რაღაც მხრივ და შევკრიბეთ მთელი მისი კარიერის ხუთი საუკეთესო მომენტი".


გადაცემის წამყვანებმა მაყურებელს NBA-ში ზაზა ფაჩულიას თამაშის ხუთი საუკეთესო მომენტი შესთავაზეს.





თუმცა, ბოდიშის მოხდის მიუხედავად, ზაზა ფაჩულიასადმი საქართველოს პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრისა და გადაცემა "ნიჭიერის" მიერ გამოხატულ მხარდაჭერაზე კვლავ იხუმრეს.

2
258
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
258
  
2016, 15 იანვარი, 15:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 15 იანვარი, 11:20
დეგენერატები
0 1 2