x
"მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ..."- გიგი უგულავა და ლელა კილაძე დაშორდნენ
15 იანვარი, 9:20

image
ქართველი პოლიტიკოსი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა მეუღლეს, ლელა კილაძეს დაშორდა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს:

"მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა- მოთქმა.
მოკლედ, მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ.
ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს."


აი, რას უწერენ ამ პოსტთან დაკავსირებით მისი "ფეისბუქის" მეგობრები:


" საერთოდ, პოლიტპატიმრებს ცოლები არ ეყრებიან ხოლმე, მხოლოდ ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ასეა მიღებული მთელს მსოფლიოში. პატიმარს მეუღლე გვერდში უდგას და ამხნევებს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ(სულ რამოდენიმე თვე დარჩა), ნებისმიერ საქციელს გავიგებდი, ეხლა ვერა."

"ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს.
ვისაც საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია ის ერევა სხვის ცხოვრებაში რაც ჩემი აზრით მაგარი უზნეობაა."

"ბატონო გიგი, სიმართლე გითხრათ, მეწყინა. მაგრამ, თქვენი პირადი ცხოვრება, თქვენი საქმეა. საერთო შვილი გყავთ და მის ბედზე ზრუნვა ორივეს, თანაბრად, გევალებათ. ისე, მალე დიდ გამარჯვებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!"

"ვწუხვარ ესეთი ძნელი და მძიმე გამოცდა რომ შეგხვდა ცხოვრებაში, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, ეს თვითონაც იცი გიგი. ღმერთმა ნუგეში და გაძლება მოგცეს კარგო ადამიანო."

"ანუ მართალია სააგენტოების მიერ გავრცელებული ამბავი?!... გამიკვირდა.... ძალიან..... ყველაზე კარგი დრო სულაც არ არის შერჩეული ამისთვის.... სამწუხაროა.... სხვა დროს არც კი დავაკომენტარებდი, იმიტომ რომ არ მაინტერესებს ცოლობა-ქმრობის ამბები არავისი..... მაგრამ ეს ძალიან მეწყინა.... ცუდი დროა ურთიერთობების გასარკვევად..."

დედაქალაქის ყოფილი მერე, როგორც მოგეხსენებათ პატიმრობაში იმყოფება. ხმები მეუღლესთან დაშორების შესახებ უკვე კარგახანია რაც ვრცელდებოდა, თუმცა არ დასტურდებოდა.

გიგი უგულავა და ლელა კილაძე 6 წელი იყვნენ ქორწინებაში, მათ ყავთ საერთო შვილი, ალექსანდრე.imageimageimageimage

696
1-ს მოსწონს
1-ს არა
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
საოცრად ლამაზი პეიზაჟები – კარლ უორნერისაოცრად ლამაზი პეიზაჟები – კარლ უორნერი
ავსტრალიელი ფოტოგრაფი, კარლ უორნერი ამჟამად ლონდონში მუშაობს. მას ირგვ...
ცნობილები მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე (40 ფოტო)ცნობილები მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე (40 ფოტო)
უცხოელი სელებრითები არ დაიჯერებთ და ჩვეულებრივი ადამიანები არია...
ნახეთ თუ რას განსაზღვრავს თქვენი ძილის პოზანახეთ თუ რას განსაზღვრავს თქვენი ძილის პოზა
ყველა წყვილს აქვს თავისი განსაკუთრებული და საყვარელი ძილის პოზა, თ...
ქალებმა „ჩართეს“ ლოგიკა და მოხერხებულობა და... უბედურებაც დაიწყოქალებმა „ჩართეს“ ლოგიკა და მოხერხებულობა და... უბედურებაც დაიწყო
ქალური ლოგიკა. რაშია საქმე? და რატომ გახდა ის ...
ბრედის და ანჯელინას კრახამდე:ბრედ პიტის ქალებიბრედის და ანჯელინას კრახამდე:ბრედ პიტის ქალები
სანამ დასავალურ ტაბლოიდებს სალაყბო თემა გამოუჩდათ ჰოლივუდის ყველ...
ანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი შორდებიან.მიზეზი მარიონ კოტიარია?ანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი შორდებიან.მიზეზი მარიონ კოტიარია?
დასავლეთის პრესა გავსებულია ახალი ინფორმაციით.ჰოლი...
აღმოსავლური სიბრძნე ქალის შესახებაღმოსავლური სიბრძნე ქალის შესახებ
... დაიბადა ქვეყანაზედ პირველი კაცი, რომელსაც დაერქვა სახელად ადამი. ადამმა ...
ფოტოები ნინი ონიანის ქორწილიდან.ფოტოები ნინი ონიანის ქორწილიდან.
ნინი ონიანი ქართულ ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და სკანდალური ...