x
image
ციცი
Mediator image
"მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ..."- გიგი უგულავა და ლელა კილაძე დაშორდნენ
image
ქართველი პოლიტიკოსი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა მეუღლეს, ლელა კილაძეს დაშორდა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს:

"მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა- მოთქმა.
მოკლედ, მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ.
ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს."


აი, რას უწერენ ამ პოსტთან დაკავსირებით მისი "ფეისბუქის" მეგობრები:


" საერთოდ, პოლიტპატიმრებს ცოლები არ ეყრებიან ხოლმე, მხოლოდ ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ასეა მიღებული მთელს მსოფლიოში. პატიმარს მეუღლე გვერდში უდგას და ამხნევებს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ(სულ რამოდენიმე თვე დარჩა), ნებისმიერ საქციელს გავიგებდი, ეხლა ვერა."


"ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს.
ვისაც საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია ის ერევა სხვის ცხოვრებაში რაც ჩემი აზრით მაგარი უზნეობაა."

"ბატონო გიგი, სიმართლე გითხრათ, მეწყინა. მაგრამ, თქვენი პირადი ცხოვრება, თქვენი საქმეა. საერთო შვილი გყავთ და მის ბედზე ზრუნვა ორივეს, თანაბრად, გევალებათ. ისე, მალე დიდ გამარჯვებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!"

"ვწუხვარ ესეთი ძნელი და მძიმე გამოცდა რომ შეგხვდა ცხოვრებაში, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, ეს თვითონაც იცი გიგი. ღმერთმა ნუგეში და გაძლება მოგცეს კარგო ადამიანო."

"ანუ მართალია სააგენტოების მიერ გავრცელებული ამბავი?!... გამიკვირდა.... ძალიან..... ყველაზე კარგი დრო სულაც არ არის შერჩეული ამისთვის.... სამწუხაროა.... სხვა დროს არც კი დავაკომენტარებდი, იმიტომ რომ არ მაინტერესებს ცოლობა-ქმრობის ამბები არავისი..... მაგრამ ეს ძალიან მეწყინა.... ცუდი დროა ურთიერთობების გასარკვევად..."

დედაქალაქის ყოფილი მერე, როგორც მოგეხსენებათ პატიმრობაში იმყოფება. ხმები მეუღლესთან დაშორების შესახებ უკვე კარგახანია რაც ვრცელდებოდა, თუმცა არ დასტურდებოდა.

გიგი უგულავა და ლელა კილაძე 6 წელი იყვნენ ქორწინებაში, მათ ყავთ საერთო შვილი, ალექსანდრე.imageimageimageimage

0
711
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
711
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0