x
image
Lerato
დიეტა გემრიელი საკვებით – 15 დღეში დაიკლებთ 10 კილოგრამს

image

image


ეს საერთოდ არ არის რთული, მთავარია – გადაწყვეტილება მიიღოთ და შეცვალოთ კვებასთან დაკავშირებული ჩვევები. როდესაც ადამიანი ფიქრობს მანამდე სანამ რამეს შეჭამს, ის გადის ცნობიერების ახალ დონეზე. რაც უფრო ჯანსაღია თქვენი საკვები, მით უფრო ჯანმრთელია თქვენი სხეული და ფსიქიკა! ფსიქოლოგების მტკიცებით, ის ადამიანი ვინც თუნდაც 1-2 კილოგრამით იკლებს წონაში, უფრო თავდაჯერებული ხდება, ვიდრე ის ვინც საწყლად უყურებს საკუთარ გამოსახულებას სარკეში, გახდომაზე ოცნებობს და ამისთვის არაფერს აკეთებს.


დიეტა, რომელსაც სტატიაში გთავაზობთ ნამდვილად ეფექტურია. პრაქტიკულად ის ეფუძნება ნახშირწყლების გამორიცხვას, თუმცა ამასთან ის დაბალანსებულია. კვების ასეთი რეჟიმი სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ და არ მოსწონთ საკუთარი კანის მდგომარეობა. მხოლოდ ორი კვირა დაგჭირდებათ გახდომისთვის – იქნებით უფრო ჯანმრთელნი და უფრო ენერგიულად იგრძნობთ თავს! საოცარია, მაგრამ ამისთვის ყოველ დღე საკმაოდ გემრიელი პროდუქტები უნდა მიირთვათ...


ორშაბათი


საუზმე: 1 ფორთოხალი (დასაშვებია ასევე გრეიფრუტი, ატამი, ანანასი და მსგავსი სახის ხილი, ბანანის გარდა), 2 ორცხობილა (შვრიის), ყავა ან ჩაი უშაქროდ.


სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი.


ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 2 პომიდორი, 500 გრ. ბოსტნეულის სალათა (დასაშვებია – უბრალოდ კიტრი მიირთვათ), 2 ორცხობილა.


რამდენადაც შენიშნეთ, დიეტა გთავაზობთ საკმაოდ მსუყე ვახშამს. მაგრამ ასეთი კვების

დროს აუცილებელი პირობაა ბევრი სითხის მიღება ყოველდღიურად, უმჯობესია წყალი ან მწვანე ჩაი. მაქსიმალურად შეამცირეთ მარილის მიღება. შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ მცენარეული სანელებლებით, გამოიყენეთ წიწაკა და კვლიავი (ძირა) სალათების, თევზის, ხორცის და ბოსტნეულის კერძების მოსამზადებლად.


სამშაბათი



საუზმე: ორშაბათის საუზმის ანალოგიური.


სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, 2 ორცხობილა.


ვახშამი: 120 გრ. ხორცი (უმჯობესია – ძროხის), 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.


ოთხშაბათი


საუზმე: ორშაბათის საუზმის ანალოგიური.


სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, ბოსტნეულის სალათა.


ვახშამი: 120 გრ. ხორცი, 1 ფორთოხალი, 1 ორცხობილა, ჩაი ან ყავა.



ხუთშაბათი


საუზმე: ორშაბათის საუზმის ანალოგიური.

სადილი:
120 გრ. უცხიმო ყველი ან ხაჭო 0%, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.


ვახშამი: 120 გრ. ხორცი, 2 პომიდორი, 1 ვაშლი, 1 ორცხობილა.


პარასკევი


საუზმე: ორშაბათის საუზმის ანალოგიური.

სადილი:
200 გრ. ორთქლზე მომზადებული თევზი, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.


ვახშამი: 500 გრ. მოხარშული ან მოთუშული ბოსტნეული (სტაფილო, ხახვი, კომბოსტო, კარტოფილი, პარკოსნები), 1 მოხარშული კვერცხი, 1 პომიდორი.


რაც შეეხება შაბათ-კვირას, აქ თქვენ სიურპრიზი გელოდებათ! მიირთვით ის რაც გსურთ, მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი და დაკონსერვებული პროდუქტი, არ გამოიყენოთ მარილი. 15 დღეში საგრძნობლად დაიკლებთ წონაში. დიეტა ნახშირწყლების მაქსიმალური შეზღუდვით ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა. როდესაც თქვენთვის სასურველ შედეგს მიაღწევთ, იმ მიზნით რომ დაკარგული კილოგრამები უკან არ დაგიბრუმდეთ, კვირაში ერთხელ ( მაგალითად, ორშაბათობით) დაიცავით ქვემოთ მოცემული დიეტა:



საუზმე: 2 ჭიქა წყალი ლიმონის წვენით


სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ორცხობილა, 1 პომიდორი, 1 ვაშლი.


ვახშამი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ორცხობილა, 1 პომიდორი.



ეს დიეტა დიდ შვებას წარმოადგენს მათთვის, ვინც დიდი ხანია გახდომაზე ოცნებობს. ის 100%-ით მუშაობს, თუ ყველაფერს სწორედ გააკეთებთ, ამიტომაც 10-13 კილოგრამის დაკლება 2 კვირაში – ნამდვილად რეალურია.



0
4442
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
4442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0