x
image
alex999
Mediator image
ახალი ამბები მსოფლიოდან! რა ხდებოდა 14 იანვარს მსოფლიო მასშტაბით?
14 იანვარს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა განვითარდა მსოფლიო

მასშტაბით. ამ სტატიაში რამოდენიმე სიახლეს ერთდროულად გადმოგცემთ...


1. FACEBOOK-ის გვერდების ადმინების დაკავება!


"არაბული გაზაფხულის" მოახლოვებსთან ერთად ეგვიპტის უშიშროების სამსახურმა


FACEBOOK-ის 47 გვერდის ადმინისტრატორი დააკავა. ეგვიპტის შინაგან საქმეთა

სამინისტროს სპიკერმა, ებუ ბეკირ ადელ კერიმმა, ერთ-ერთ ტელევიზიაში

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:


"ამ გვერდების ადმინისტრატორებს სურდათ მუსლიმი ძმების აჯანყება 25

იანვართან დაკავშირებით. 25 იანვარს არის "არაბული გაზაფხულის" წლისთავი.

მოსალოდნელი საპროტესტო აქციებისგან თავის ასარიდებლად 47-ვე გვერდის

ადმინისტრატორი დროებით დავაკავეთ."


image



2. ჩრდილოეთ კორეაზე უარი განაცხადეს!


მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, ჩრდილოეთ კორეას გაგზავნილი მოწვევა

მოუხსნა. მოწვევა გაიგზავნა 2015 წელში, მაგრამ როგორც ჩანს მსოფლიო ეკონომიკურ

ფორუმს ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის სურვილი აღარ აქვს. ამის

მიზეზად სახელდება წყალბადის ბომბის გამოცდა, რომელიც გასული კვირის ბოლოს

ჩრდილოეთ კორეაში განხორციელდა პრეზიდენტის ბრძანებით.


image


3. კიდევ 2 ქვეყანა შეთანხმდა ტერორიზმის წინააღმდეგ!


ჩინეთის და ბულგარეთის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ტერორიზმის წინააღმდეგ

გაერთიანებაზე და მათ წინააღმდეგ შეთანხმებულ ბრძოლაზე.


image


4. საფრანგეთი აგრძელებს "ისლამური სახელმწიფოს" დაბომბვას!


ფრანგები საჰაერო იერიშებს აგრძელებენ, ამჯერად მათ დამომბეს ქალაქი მუსული,

რომელიც ტერორისტების კონტროლშია. მოგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის

წინ აშშ-ს ლიდერობით მოხერხდა ერაყის ქალაქ რამადის გათავისუფლება

ტერორისტებისგან, იგივე იგეგმება მუსულში. სპეც-ოპერაციები ჯერ-ჯერობით

წარმატებით მიმდინარეობს, ვნახოთ რა მოხდება უახლოეს მომავალში.


image


5. უკრაინაში ღორის გრიპის ალერტი!


უახლესი ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ღორის გრიპით უკვე 25 ადამიანი

გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსი შესაძლოა უახლოეს

მომავალში მთელს რეგიონში გავრცელდეს.


image


6. ალ ჯაზირა იხურება!


კატარის დაფუძნებული ალ ჯაზირას სატელევიზიო ჯგუფი აპრილის ბოლოს

დაიხურება. El Cezire Amerika, რომელიც უკვე 2.5 წელიწადია წარმატებით

მუშაობს აშშ-ში, მოულოდნელი გადაწყვეტილებით დაიხურება.

ალ ჯაზირას აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სატელევიზიო ჯგუფის

სპორტულ არხებს იგივე არ შეეხებათ.


image


7. მიწისძვრა იაპონიაში!


იაპონიის ჩრდილოეთით 6.7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიური

სააგენტოს განცხადებით მიწისძვრა მოხდა ჰოკაიდოს შტატის სამხრეთით, ურაკავას

ტერიტორიასთან.


image


8. აფეთქება ინდონეზიაში - თურქეთის საელჩოსთან!


ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, თურქეთის საელჩოსთან ზედიზედ რამოდენიმე

აფეთქება განხორციელდა. ამ აფეთქებების შედეგად, 7 მოქალაქე დაიღუპა.


image


9. ლოტოს ისტორიის ყველაზე დიდი თანხა გათამაშდა!


აშშ-ს ლოტოს ისტორიის ყველაზე დიდი თანხა გათამშდა, საპრიზო ფონდით 1.5

მილიარდი დოლარი. Powerball- ის იღბლიანი მოთამაშე ქალაქ ჩინო-ჰილზში

ცხოვრობს, ლატარიის გამარჯვებულმა ბილეთიც ჩინო-ჰილზში შეიძინა.


image


10. ბარაკ ობამა იორდანიის მეფეს შეხვდა!


აშშ-ს ლიდერი ბარაკ ობამა იორდანიაში ჩავიდა მეფე აბდულაჰთან შესახვედრად.

ობამას და იორდანიის მეფეს შორის შეხვედრა დახურულ

სივრცეში შედგა.












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი







0
165
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0