x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61746
  • ვიდეო:311215
  • სურათი:412166
2008 წლის ომის ნამდვილი სახე - ომის გმირების შემზარავი ისტორიები

image






რუსეთ-საქართველოს ომი — ასევე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციასშორის, ოსებსა და აფხაზებთან ერთად.
ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.[25][26][27] რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით[28] და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.[29]
ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, [30] თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა.[31]შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა).[32][33][34] რამდენიმე ინციდენტი ორივე კონფლიქტური ზონაში კვლავაც ხდებოდა ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ. 2009 წლის მდგომარეობით ომში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია.
პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტისკენ თითქმის ერთხმად მოწოდებისა და ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტის თავიდან არიდების გარდა, საერთაშორისო რეაქცია, რომელსაც ევროკავშირი და აშშ დომინირებდა, ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო არცნობილი ტერიტორიები კი სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.




---------------------------------------




2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაინვალიდებული 30 წლის გიორგი ციცქიშვილის დედა, მზია ციცქიშვილი საკუთარი შვილის და ოჯახის ტრაგედიაზე ყვება.

მისი თქმით, ომის შემდეგ მის თვალზე ცრემლი არ შემშრალა, რადგან 30 წლის შვილი, ომმა ინვალიდად უქცია, ახლა წამლის ფულიც არ აქვს და სახელმწიფო კი არც ეხმარება.

"მე ვითხოვ იმას, რაც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს კანონით ეკუთვნის, ხოლო ამის მოთხოვნას და იმ ზიანზე საუბარს, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ მოგვაყენა, აქამდე აზრი არ ქონდა", - წერს ციცქიშვილის დედა.გთავაზობთ ისტორიას რომელიც მზია ციცქიშვილმა "ასავალ-დასავალს" უამბო:




"უმუშევრობამ და გაჭირვებამ აიძულა ჩვენი სოფლის 30 ბიჭი კონტრაქტით წასულიყო ჯარში, მათ შორის იყო ჩემი შვილიც. 2008 წლის ომი რომ დაიწყო, ეგრევე გააქანეს საბრძოლველად. ტანკისტი იყო, ვაზიანში მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. მართალია, სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ დაინვალიდდა, დახეიბრდა და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გახდა. ცალი ყური მოგლეჯილი აქვს, შემდეგ მენინგიტი განუვითარდა, ყბა გევრდზე მოექცა და ძალიან ნერვიული გახდა. აფეთქების დროს თურმე ტანკში ხტებოდა, თავსახური დაეცა და ყური მოაგლიჯა.


ხმა გავრცელდა გორში დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების სიები გამოაკრესო და ცოცხალ-მკვდარი წავედი საპოვნელად. გიორგი ცოცხლების სიაში რომ ვერ ვნახე მორგში მივედი, ვიკითხე ვინმე ტანკისტი ხომ არ გყავთთქო, მითხრეს ერთი ტანკისტი მოიყვანეს და ნახეთო, პროზექტურაში სანიტარმა გადახადა ზეწარი გვამს, რომელიც ჩემი შვილი არ აღმოჩნდა, თუმცა ტირილი მაინც ამივარდა. დავინახე მთასავით ბიჭი, ერთიანად სისხლით მოსვრილი და გალურჯებული, ეტყობა სიკვდილის წინ მიწას ფხოჭნიდა, სულ მიწით ჰქონდა ფრჩხილები ამოვსებული.


ჩვენი სოფლიდან წასული ბიჭებიდან, ყევლაზე გვიან ჩემი შვილი მოვიდა, გაუბედურებული, ყურმოგლეჯილი, ყბა მონგრეული, ერთი თვალი დაზიანებული აქვს, ცალი ყურიდან არ ესმის, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, დაავადმყოფებული და აგრესიული.


ომი რომ დამთავრდა ბორჯომის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა, რის გამოც იარაღის ჩაბარება ერთი დღით დაგვაგვიანდა. ამის გამო ცინკური პასუხი მოვიღეთ- ერთი დღით ადრე რომ მოგეტანათ იარაღი დახმარება დაგენიშნებოდათო, ამ დროის მანძილზე სახელმწიფო კაპიკითაც არ დგვხმარებია. მივმართე პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს, ხაშურის გამგებელს, თუმცა ყურადღება არავინ მოგვაქცია.


ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ჩემი მეუღლის ხელფასია, რომელიც 70 ლარს შეადგენს.


იმ ავადსახსენებლი ომის შემდეგ ჩემი შვილი დედას აღარ მეძახის, მიზეზი აქამდე არ ვიცოდი, ავად რომ გავხდი და სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა ვთხოვე დედა დამიძახე, იქნებ ვკვდები და ეს ერთხელ გამაგონე ეგ სიტყვა ან ის მაინც მითხარი რატო აღარ მეძახითქო. ჩემმა შვილმა მითხრა, ერთი კახელი ძმაკაცი მყავდა, ისიც ტანკისტი და ომში ნაღმზე აფეთქდაო, არტერია გადაეჭრა და სისხლისგან იცლებოდა, ამ დროს სროლა ატყდაო და ყველა გამოვიქეცითო, უცბად მომესმა : გია მიშველე არ დამტოვოო...მაგ დროს ისე ვიყავით, ყველა ჩვენს თავზე ვფიქრობდით და მეც გამოვიქეციო, გზაში დამეწია მისი სიტყვები " სახლში რომ მიხვალ და დედაშენს დედას დაუძახებ, დედაჩემი არ გაგახსენდებაო? რა პასუხს გასცემო...."


მრავალი დედა გაამწარა ამ ომმა. ყველა შვილმკვდარ და შვილდაინვალიდებულ დედას ვთხოვ, ამოიღეთ ხმა, არ შეარჩინოთ სააკაშვილის ხელისუფლებას თქვენი ობოლი შვილიშვილების ლუკმა, თქვენი ოჯახის განადგურება და შეურაცხყოფა.


დამნაშავე ჩინოვნიკებმა, რომლებიც თავქუდმოგლეჯილნი გარბიან საზღვარგარეთ, პასუხი უნდა აგონ ყველაფრისთვის, იმ მიზანმიმართული ქმედებისა და დაუდევრობისათვის, რომელსაც აგვისტოს ომი მოჰყვა და ჩვენი უდანაშაულო შვილების სისხლი დაიღვარა.


როგორ გძინავთ ღამე როცა არ იცით თქვენი შვილის საფლავი სადააა, მოაშორეთ და გადაყარეთ ამათი ფარისევლური მწუხარებით გადმოცემული ორდენები, თქვენი შვილები მაგ ორდენების გარეშეც გმირები არიან! და თქვენ გმირთა გამზრდელი დედები! დღეს მაინც ამოიღეთ ხმა".


---------------------------------------------------




image
გიორგი ანწუხელიძემ 23 წლის ასაკში გმირულად შესწირა თავი სამშობლოს. დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა. თუმცა მაინც არ გატყდა... თავისი საქციელით მტერიც გააკვირვა; გააკვირვა და იმდენად გააბრაზა, რომ ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემაში ამოხადეს სული...

აქ მთავრდება ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე და იწყება სახალხო გმირის ისტორია. გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.

გიორგი ანწუხელიძესთან ერთად ძმათა სასაფლაოზე, ქართული დროშის ქვეშ, კიდევ 32 ჯარისკაცი განისვენებს. სიცოცხლის დასრულების თარიღი აქ ყველას ერთი აქვს - 2008 წლის აგვისტო. აქ ყველა გმირია, სამშობლოსთვის თავდადებული გმირი.


------------------------------------------------





0
375
7-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0