x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რაღაც არაამქვეყნიური-გიორგი ქადაგიძე(ლექსი თვალებზე)

რაღაც არაამქვეყნიური-გიორგი ქადაგიძე, ლექსი თვალებზე, გიორგი ქადაგიძის ლექსები


“რაღაც არაამქვეყნიური''


ო, როგორ მხიბლავს შენი თვალები
ცრემლით ნაბანი და ნამთვრალები,
მიყვარს მზერაში სინაზე ფერთა
და შენს თვალებში გრძნობების შერთვა


მათში ელვარებს სხივი დაისის,
როგორც მთის თეთრი ედელვაისი
შენს თვალებზე, რომ ცრემლი ბრწყინდება
მათი ყურება მე არ მწყინდება



უბრალოება შენ ისე გხატავს,
რომ შეშურდება სუყველა მხატვარს
შენს გულუბრყვილო და ბავშვურ მზერას
გული ვერ უძლებს, აჩერებს ძგერას


მაგ შენს ბროლებში მთვარე კიაფობს
თვალები შენზე ურცხვად მიამბობს,
წამწამთა რხევის ნაზი ბგერებით
და სხივთა კრთობით, რომ მეფერები


შენი თვალების ყურება მათრობს
ეგ თბილი მზერა სიყვარულს მათოვს,
ამ სილამაზეს ვერ აღვწერ ლექსად,
ამნაირ თვალებს ვერ ნახავთ ვერსად !




ლექსი/ნახატი: გიორგი ქადაგიძე(ქუჩის მდაბიო პოეტი)

2
874
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია გოგილაშვილი
ნათია გოგილაშვილი
874
  
2016, 23 იანვარი, 20:36
მხოლოდ მე ვიცი ვის ეძღვნება ^^ ,შენ ნამდვილად არ გიცნობ
2016, 15 იანვარი, 11:22
ეს ლექსი მე მეძღვნება
0 1 2