x
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!-გიორგი ქადაგიძე (ლექსი თოვლზე და სიყვარულზე)
14 იანვარი, 18:17


სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!-გიორგი ქადაგიძე, ლექსი თოვლზე


“სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!''


ზეცა აფარებს მიწას თეთრ საბანს
ფიფქებით ქათქათა პერანგებს ქსოვს,
თოვლი ბილიკებს ცოდვისგან დაბანს
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!



ჭაღარა მთების მშურს ისე ძლიერ
პირველი ფიფქი, რომ დაათოვს
მზე სირცხვილისგან შეიცვლის იერს
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!



ჩუმად შევცქერი ფიფქების ცეკვას

როგორ ნატიფად არხევენ რტოს

ო, როგორ მინდა კვლავ ჩემი გერქვას
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!



გარეთ ვზივარ და მათოვს ფიფქები
დამზრალი გული სიყვარულს მთხოვს,
სხეულს კი ათბობს შენზე ფიქრები
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!



ცა ხეებს აცმევს ქორწილის კაბებს
მე, რომ ჩაგაცვა თუ მეტყვი ხოს?

ფიფქებს ვუყვები მე შენზე ამბებს
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!



მე ყოველ დილით ვეალერსები
შენი სულივით ამ სპეტაკ თოვლს,
ცხოვრებამ ჩაჭრა ჩემი რელსები
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!



ხან მიკოცნიან ღაწვებს ფიფქები
გული კი შენს თავს არავის თმობს
გადაწყდა! დღესვე შენთან ვიქნები
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!



მთის ქარაფიდან გადავვარდები
ფიფქებად მოვალ შენ, რომ დაგათოვს
და შენც მაშინვე შეგიყვარდები,
ჩემი სურნელი ისე დაგათრობს



ციდან მოვალ და დაგითოვ ტუჩებს
დამზრალ ბაგეზე დავდნები მყისვე
და ყოველ ზამთარს მოგირთავ ქუჩებს,
რომ შეგახსენო მიყვარხარ ისევ...


გიორგი ქადაგიძე(ქუჩის მდაბიო პოეტი)

99
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ნათია გოგილაშვილი
ნათია გოგილაშვილი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
სოციალური ქსელის დედოფლები (40 ფოტო)სოციალური ქსელის დედოფლები (40 ფოტო)
დღეს გლობალური ქსელის ინტერნეტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა. ინტე...
კოკო შანელის 20 ოქროს ციტატა.კოკო შანელის 20 ოქროს ციტატა.
1. ქალებს წერტილი G სიტყვა SHOPPING-ის ბოლოში აქვთ. 2. რაც უფრო ცუდადაა ქალის ...
პირიქითი სამყარო, რომელიც შეგაძრწუნებთპირიქითი სამყარო, რომელიც შეგაძრწუნებთ
წარმოიდგინეთ თავი პარალელურ სამყაროში, სადაც ცხოველები იქნებიან დომინან...
48 ფოტო, სადაც საფიქრალია თუ რა მოხდება 1 წამის შემდეგ....48 ფოტო, სადაც საფიქრალია თუ რა მოხდება 1 წამის შემდეგ....
1. როდესაც მძღოლს ძალიან ეჩქარება.... 2...
რას აკეთებენ ქალები, როდესაც სახლში მარტო რჩებიან?!რას აკეთებენ ქალები, როდესაც სახლში მარტო რჩებიან?!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ფართომასშტაბიან კვლევის ...
აზერბაიჯანის გათამამებული, მდიდარი ახალგაზრდებიაზერბაიჯანის გათამამებული, მდიდარი ახალგაზრდები
აზერბაიჯანი არის პატარა ქვეყანა, მაგრამ როგორც საქართველო ისიც...
სოც- ქსელების მარგალიტებისოც- ქსელების მარგალიტები
სოციალურ ქსელებში გვხვდება ძალიან ბევრი სახალისო სურათი. ამ სტატიაში რამოდენიმეს წა...