x
დრო გაფრინდება იცოდე-გიორგი ქადაგიძე(ქუჩის მდაბიო პოეტი)
14 იანვარი, 17:37

დრო გაფრინდება იცოდე-გიორგი ქადაგიძე, გიორგი ქადაგიძეს ნახატი და ლექსი



დრო გაფრინდება იცოდე
წუთები დღეებს მისდევენ, წამები ყოველ წამს
საქმეს ხვალისთვის გადავდებ, კიდევ ვიცოცხლებ მწამს
მაგრამ ვინ იცის იქნებ ხვალ, ან გათენდება ან არა
იქნებ სათქმელსაც ვერ ვიტყვი, ვრჩები ცოდვების ამარა


დრო ეს ხომ დიდი განძია, რომელსაც ვფლანგავთ უგნურნი
მას ვერ აჩერებს ვერავინ, მის წინაშე ვართ უძლუნი
ერთფეროვნება გართობა, ყოველდღე როლის თამაში
დროის გაფანტვა, გაცვეთა, რა აზრი არის ამაში


ნუ ეცდები დროის მოკვლას, ის მოვა და მოგკლავს თავად
დროის ფასი, რომ ვიცოდეთ არ დავხარჟჯავთ ჩვენ მასე ამად
ზოგი ვერ ხვდება დროება, რეალობა თუ მითია
სიკვდილიც კარს მოგვადგება, ცხოვრება ფარდობითია


ხელს ვაფათურებ, ვბრუნდები, ვქექავ გულდასმით ჩემს წარსულს
და უცებ გაოგნებული, ვითვლი უამრავ წელს გასულს
ჩემს თავში ფიქრები რბიან, როდის გავიდა ეს წლები
კი, მაგრამ... გუშინ არ იყო? ბავშვი ვიყავი... ვერ ვხდები


აფასეთ ყოველი წუთი, ის აღარ განმეორდება
ტკბილ მოგონებად დარჩება, და ჩვენ აწმყოსაც შორდება
დღევანდელ დღეზე კარგი დრო, აღარასოდეს გექნება
იცხოვრე, როგორც ბოლო დღეს, გქონდეს მცირედი შეგნება


ნუ ეძებ მიზეზს შეცვლისთვოს მერე იქნება გვიანი
დაკარგულ წუთებს შეჰყურებს თვალები ეს ნაღვლიანი
როცა სახეზე შრეები ჩნდება, მაშინ დარჩები ეული
როცა ზიზღნარევ თვალებით სიკვდილი მოდის წყეული


მაშინ გექნება ღვთის შიში, სულით დაიწყებ გოდებას
როცა რაიმე გვჭირდება, მაშინვე რად გვაგონდება?!
დროის დაკარგვას ინანებ, რამდენთან გრჩება სათქმელი
დროის დაცინვას ინანებ, რომ ვერ დაანთე სანთელი


მაგრამ დრო მიქრის, ეჟვნებით, ეტლით მორევში ტრიალებს
დრო მკურნალია იცოდე, ის დაგავიწყებს იარებს
მას შენატრიან ყოველნი, ოცნებით სულშიც ძვრებიან
მაგრამ ვინ ზრუნავს ამ დროზე, ამიტომ უმალ კვდებიან.


გიორგი ქადაგიძე(ქუჩის მდაბიო პოეტი)

69
შეფასება არ არის
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ნათია გოგილაშვილი
ნათია გოგილაშვილი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
მანათობელი კაბამანათობელი კაბა
ზოგჯერ როდესაც ყურადღების ცენტრში ყოფნა გსურს სულაც არ არის საჭირო გქონდეს ბევრი ფული და დახარჯ...
სტრიპტიზს დროულად არ დაანებეს თავი და აი რა დაემართათ ( + 18 )სტრიპტიზს დროულად არ დაანებეს თავი და აი რა დაემართათ ( + 18 )
ამ ახალგაზრდებს თავისი ცხოვრება სტრიპტიზის გარეშ...
მე და ჩემი აიფონიმე და ჩემი აიფონი
ჩემი რეაქცია როდესაც დაბადების დღეს მაჩუქეს აიფონ ექვსი ჩემი რეაქცია როდესაც ჩე...
ადამიანები,რომლებმაც კაზინოში  მილიონები მოიგესადამიანები,რომლებმაც კაზინოში მილიონები მოიგეს
1) ავსტრალიელმა მილიარდელმა კერი პარკერმა, რომელიც იმ მომენტშ...
როგორ ერთობიან ოლიგარქების შვილები ზაფხულის თვეებში?!როგორ ერთობიან ოლიგარქების შვილები ზაფხულის თვეებში?!
როგორც იცით, ინსტაგრამზე არის ექსკლუზივი გვერდები, სადა...
25 ფოტო, რომელიც დახმარების ხასიათზე მოგიყვანთ!!! (სახალისო)25 ფოტო, რომელიც დახმარების ხასიათზე მოგიყვანთ!!! (სახალისო)
როგორც კეთილშობილი ადამიანები, ყველას გვიყვარს ერ...
კოკო შანელის 20 ოქროს ციტატა.კოკო შანელის 20 ოქროს ციტატა.
1. ქალებს წერტილი G სიტყვა SHOPPING-ის ბოლოში აქვთ. 2. რაც უფრო ცუდადაა ქალის ...
სოც- ქსელების "საუკეთესო მარგალიტები"!!!სოც- ქსელების "საუკეთესო მარგალიტები"!!!
ინტერნეტსივრცეში, ძირითადად სოციალურ ქსელებში გვხვდება ისეთი ფოტოები,...
პირიქითი სამყარო, რომელიც შეგაძრწუნებთპირიქითი სამყარო, რომელიც შეგაძრწუნებთ
წარმოიდგინეთ თავი პარალელურ სამყაროში, სადაც ცხოველები იქნებიან დომინან...
რას აკეთებენ ქალები, როდესაც სახლში მარტო რჩებიან?!რას აკეთებენ ქალები, როდესაც სახლში მარტო რჩებიან?!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ფართომასშტაბიან კვლევის ...