x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დრო გაფრინდება იცოდე-გიორგი ქადაგიძე(ქუჩის მდაბიო პოეტი)
დრო გაფრინდება იცოდე-გიორგი ქადაგიძე, გიორგი ქადაგიძეს ნახატი და ლექსი



დრო გაფრინდება იცოდე
წუთები დღეებს მისდევენ, წამები ყოველ წამს
საქმეს ხვალისთვის გადავდებ, კიდევ ვიცოცხლებ მწამს
მაგრამ ვინ იცის იქნებ ხვალ, ან გათენდება ან არა
იქნებ სათქმელსაც ვერ ვიტყვი, ვრჩები ცოდვების ამარა


დრო ეს ხომ დიდი განძია, რომელსაც ვფლანგავთ უგნურნი
მას ვერ აჩერებს ვერავინ, მის წინაშე ვართ უძლუნი
ერთფეროვნება გართობა, ყოველდღე როლის თამაში
დროის გაფანტვა, გაცვეთა, რა აზრი არის ამაში


ნუ ეცდები დროის მოკვლას, ის მოვა და მოგკლავს თავად
დროის ფასი, რომ ვიცოდეთ არ დავხარჟჯავთ ჩვენ მასე ამად
ზოგი ვერ ხვდება დროება, რეალობა თუ მითია
სიკვდილიც კარს მოგვადგება, ცხოვრება ფარდობითია



ხელს ვაფათურებ, ვბრუნდები, ვქექავ გულდასმით ჩემს წარსულს
და უცებ გაოგნებული, ვითვლი უამრავ წელს გასულს
ჩემს თავში ფიქრები რბიან, როდის გავიდა ეს წლები
კი, მაგრამ... გუშინ არ იყო? ბავშვი ვიყავი... ვერ ვხდები


აფასეთ ყოველი წუთი, ის აღარ განმეორდება
ტკბილ მოგონებად დარჩება, და ჩვენ აწმყოსაც შორდება
დღევანდელ დღეზე კარგი დრო, აღარასოდეს გექნება
იცხოვრე, როგორც ბოლო დღეს, გქონდეს მცირედი შეგნება


ნუ ეძებ მიზეზს შეცვლისთვოს მერე იქნება გვიანი
დაკარგულ წუთებს შეჰყურებს თვალები ეს ნაღვლიანი
როცა სახეზე შრეები ჩნდება, მაშინ დარჩები ეული
როცა ზიზღნარევ თვალებით სიკვდილი მოდის წყეული


მაშინ გექნება ღვთის შიში, სულით დაიწყებ გოდებას
როცა რაიმე გვჭირდება, მაშინვე რად გვაგონდება?!
დროის დაკარგვას ინანებ, რამდენთან გრჩება სათქმელი
დროის დაცინვას ინანებ, რომ ვერ დაანთე სანთელი


მაგრამ დრო მიქრის, ეჟვნებით, ეტლით მორევში ტრიალებს
დრო მკურნალია იცოდე, ის დაგავიწყებს იარებს
მას შენატრიან ყოველნი, ოცნებით სულშიც ძვრებიან
მაგრამ ვინ ზრუნავს ამ დროზე, ამიტომ უმალ კვდებიან.


გიორგი ქადაგიძე(ქუჩის მდაბიო პოეტი)

0
86
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გოგილაშვილი
ნათია გოგილაშვილი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0