x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მეორე მსოფლიო ომის ნამდვილი სახე - მეორე მსოფლიო ომის ფოტოგრაფია

image




მეორე მსოფლიო ომი - ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.
აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმითპოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისისვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირიდა იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.
მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა დაჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა)ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში - ეთიოპიასადა სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში ( სურინამის დაპყრობა ), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია)და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია ტაბარინი).
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვისამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიცგენოციდშიც კი გადაიზარდა.

----------------------------------------------


მილიონობით ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, რომლის შედეგები უამრავმა მხატვარმა ასახა, ხშირად საკუთარი გამოცდილების მიხედვით. მეორე მსოფლიო ომმა ყველა სფეროს წარმომადგენელზე იქონია გავლენა, მათ შორის ხელოვნებაზეც. ეს ომი ბევრი ხელოვანის პირადი უბედურების მიზეზად იქცა, ამის კარგი მაგალიტია მარკ შაგალი, რომლის ცოლიც 1944 წელს დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგაც მრავალი ადამიანი მაინც ვერ ივიწყებდა, ომის საშინელებებს, რაც ამ პერიოდის მხატრობაშიც აისახა. შვეიცარიელი მხატვარი ალბერტო ჯაკომეტი, ეულად მდგარი, ჩონჩხად ქცეული ადამიანების ამსახველ სურატებს და მათ ქანდაკებებს ქმნიდნენ. მათ ის ''საკუთარი ხედვის გამოხატულებას უწოდებდა'' ჯაკომეტის სიფრიფანა, ეული, ფიგურები ომის შემდგომი პერიოდის გაურკვეველ ყოფას გამოხატავდნენ.


ნაცისტები თავიდან ცდილობდნენ ებრაელები გაეძევებინათ ქვეყნიდან, მაგრამ მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ. ევროპელი ებრაელებისათვის, ჰაიმ ვეიცმანის (ისრაელის I პრეზიდენტი) ცნობილი გამონათქვამით, "მსოფლიო გაიყო ორად: ადგილად, სადაც მათ არ შეეძლოთ ცხოვრება და ადგილად, სადაც არ შეეძლოთ მოხვედრა." დევნილებს ზურგი შეაქციეს სხვა ქვეყნებმა. საერთაშორისო კონფერენცია დევნილების შესახებ ევიანში (საფრანგეთი) მოწვეული 1938 წლის ივლისში, აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ, დასრულდა სრული დამარცხებით. დომინიკანური რესპუბლიკის გარდა, 32 მონაწილე ქვეყნებიდან არც ერთმა არ მისცა მცირეოდენი შანსიც კი გერმანიიდან და ავსტრიიდან დევნილ ებრაელებს. ამასთან, დიდი ბრიტანეთი ზღუდავდა ემიგრანტების დინებას მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პალესტინაში.

"ნიურნბერგის კანონმა" 1935 წლის 15 სექტემბრიდან წერტილი დაუსვა გერმანიაში ებრაელების თანასწორუფლებიანობას და ამიერიდან მათ რასობრივი ტერმინებით განასხვავებდა.ანტისემიტურმა ისტერიამ გერმანიაში მიიყვანა 1938 წლის ებრაელთა სინაგოგებისა და მაღაზიების მასობრივ გაჩანაგებამდე, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც "ბროლის ღამე" (მინის ნამხსვრევთა გამო, რომლითაც იყო მიმოფენილი გერმანული ქალაქები). 1933-1939 წლებში გერმანიიდან და ავსტრიიდან 330 ათასი ებრაელი გაიქცა. დაახლოებით 110-100 ებრაელი დევნილები გერმანიიდან და ავსტრიიდან მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ, მაგრამ იდევნებოდნენ უკვე ომის პერიოდში.



1939 წლის დასაწყისში ჰიტლერმა "4 წლიანი გეგმის შემსრულებელს" გერმან გერინგს დაავალა მოემზადებინა გეგმა ებრაელების გერმანიიდან განსადევნად. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის არამარტო გაიზარდა მათი რიცხვი (გერმანიისთვის პოლონეთის მიერთების შემდეგ), არამედ გაართულა კიდეც ლეგალური ემიგრაცია.
ომის დასაწყისისთვის, ნაცისტებმა დაიპყრეს ის რეგიონები, რომელიც ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული ებრაელებით - პოლონეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსია. ებრაელები დიდ დაუნდობლობას და სისასტიკეს იჩენდნენ ებრაელების მიმართ. 30_იან 40_ იან წლებში ნაცისტებმა ჰიტლერის მეთაურობით ექვსი მილიონი ებრაელი გაჟლიტეს ამ მოვლენას ჰოლოკოსტი ეწოდა. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ჰოლოკოსტი, როგორც მოვლენა არ არსებობდა იმ სახით, როგორადაც მას საერთაშორისოდ მიღებული ისტორიოგრაფია აღწერს. "გაეროს" გენერალური ასამბლეა 2005 წლის 21 ნოემბრის რეზოლუციით უარყოფს ნებისმიერ მთლიან ან სანახევროდ უარყოფილ ჰოლოკოსტს, როგორც მოვლენას. 2007 წლის 26იანვარს კი, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის წინა დღით, "გაეროს" გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული ფაქტის გასამართლება. დოკუმენტს დაეთანხმა 103 ქვეყანა 192 გენასამბლეის წევრთაგან.
მსოფლიოს შემორჩა ერთი ებრაელი გოგონას ანა ფრანკის დღიური, სადაც კარგად არის გადმოცემული თუ როგორი სისასტიკიდ ეპყრობოდნენ გერმანელები ებრაელებს.


1941 წლის 22 ივნისიდან, როცა ჩემთან პოლკოვნიკი ტიხონოვი მოვიდა და მითხრა ის საშინელი სიტყვები "началась война" ისე რომ ჩემს შვილებს ვერც კი დავემშვიდობე, ხელში იარაღი მიჭირავს. 5 წელია ტყვიების ზუზუნს ვუსმნე და მკვდრების მეტს ვერაფერს ვხედავ. 5 წელია ჩემი ოჯახი არ მინახავს.წელს, ალბათ, ნიკუშა სკოლაშიც შევიდა. როცა ერთი წამით ხმა გაჩერდება თავი სამოთხეში მგონია. გაცვეთილი ფორმა მაცვია და ვიყინები.
როცა უკვე ყველაფერი დამთავრდა და ომი მოვიგეთ, ერთი გაუბედურებული მედალი მომცეს, მაგრამ სულ რო ოქრო-ვერცხლის ყოფელიყო, ახლა ჩემთვის მთავარი შვილების ნახვა იყო, მუდამ ტალახში რომ თამაშობენ, ჩემი ცოლის, თონეში პურს რომ აკრავს, დაა დედაჩემის, სულ რომ მსაყვედურობს . ორი დღე ვიმგზავრეთ, ბოლოს ჩავედით ჩემს სიმონეთში. შორიდანვე შევნიშნე ჩემი ცოლი, რეგისტრაცია გავიარე და მასთან მივვარდი, ჩავეხუტე და აგარ ვუშვებდი. ცოლმა მითხრა: მალე წამოდი ბავშვები გელოდებიანო. მერე ჩემს ძველ მოტოციკლზე შემოვჯექი და ჩქარა ძალიან ჩქარა.მივდიოდით. ასე მეგონა, ყველაფერი დამთავრდა, სახლში ვარ-მეთქი. რა ვიცოდი, თუ ვიღაც მხეცი დაგცეტაკებოდა.დაგვეტაკა და ისე ძლიერად რომ წამართვა ის, რისთვისაც ამდენს გავუძელი. წაართვა დედა ჩემს შვილებს. და მომიკლა გული. ის გული, რომელიც მისთვის ცოცხლობდა ის გული, რომელმაც ომი გადაიტანა რომ ის ენახა .


-----------------------------------------


ბერლინის სინაგოგა, 1938


image
























ნაცისტების შეკრება ნიურბერგში, 1935

image








ესპანეთის სამოქალაქო ომი, 1936-1939


image























ჰიტლერი და მუსოლინი, 1939

image














გერმანელები პრაღაში 1939

image













ფრანგები საკონცენტრაციო ბანაკში


image



















გერმანელები პარიზში


image




0
407
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0