x
როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ – მეცნიერთა 5 რჩევა
15 იანვარი, 10:01

image


ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და ებრძვიან ამ საშინელ დაავადებას, ალბათ ყველაფერს გაიღებენ, ეს ავადმყოფობა რომ დაამარცხონ.


კარგი ამბავი ამაში ის არის, რომ ყველა ზომა რეციდივის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც სიმსივნით დაავადებულნი იღებენ წარმატებული მკურნალობის შემდეგ, ასევე ეფექტურია ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც. ასე ამბობს ექიმი დუაით მაქქეი, ონკოლოგიური დაავადებების კვლევისა და მკურნალობის და ჯანსაღი კვების სერტიფიცირებული სპეციალისტი.


მაქქეი გირჩევთ გაითვალისწინოთ მარტივი წესები. საჭიროა არა მხოლოდ წაიკითხოთ, არამედ საკუთარ თავს სიტყვა მისცესთ, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოიყენებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ექიმია და ყოველდღიურად უწევს თავის პაციენტებთან ერთად ამ პრობლემასთან გამკლავება, დუაით მაქქეი ამტკიცებს, რომ მისი რჩევები ნამდვილად ეფექტურად მოქმედებს არა მხოლოდ მის პაციენტებზე, არამედ მათზე ვინც ამას გაითვალისწინებს.


1. თავიდან აიცილეთ სტრესი

image
ქრონიკული სტრესი თრგუნავს იმუნური სისტემის მუშაობას და ხელს უწყობს ინფექციების განვითარებას, ეს კი – სიმსივნის კერის საფუძველია. უნდა იპოვოთ სტრესისგან თავის დაღწევის სასიამოვნო საშუალება, იქნება ეს იოგა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, მედიტაცია ან ისეთი აქტივობა რაც თქვენში დადებით ემოციებს იწვევს. საიდუმლო ზუსტად სიამოვნების მიღებაში მდგომარეობს: თუ არ გსიამოვნებთ ამის კეთება, მალევე თავს მიანებებთ.


2. მოერიდეთ ობს

image

"მიკოტოქსინები და აფლატოქსინები, რომელსაც ობი შეიცავს, მეცნიერულ სამყაროში ყველაზე ცნობილი კარცეროგენებია, " – ამბობს ექიმი მაქქეი. თუ სახლში მილს გასდის, ან მსგავსი პრობლემა გაქვთ აბაზანასა თუ სარდაფში, კედლები გისველდებათ და ობის სუნს გრძნობთ, არ დააყოვნოთ, გამოიძახეთ ექსპერტი, რომელიც თქვენს სახლს შეამოწმებს და დაადგენს რამდენად სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.


3. ოფლი მოიდინეთ

image


ნებრასკას უნივერსიტეტის (აშშ) კვლევების თანახმად, სპორტულ დარბაზში სიარული ეხმარება სიმსივნის თავიდან აცილებასა და მის დამარცხებაში. მეცნიერებმა შეისწავლეს 16 ონკოპაციენტი, რომლებმაც თავი დააღწიეს ამ დაავადებას, სამთვიანი ვარჯიშის კურსამდე და მის შემდეგ. მათ შეადარეს ჯანმრთელი იმუნური უჯრედების რაოდენობა, რომელსაც უნარი აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს სიმსივნეს, იმ ჯრედებს, რომელსაც არ გააჩნია მსგავსი მოქმედების საშუალება. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი უმრავლესობაში იყო ვარჯიშამდე, მაშინ როდესაც 3 თვის შემდეგ "ცუდი" უჯრედების რაოდენობა 15%-ით შემცირდა.

4. დახმარების ხელი გაუწოდეთ

image

არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ როდესაც უანგარო დახმარებას უწევთ სხვას (მაგალითად, მოხალისე ხართ), ამით თქვენი იმუნური სისტემის ფუნქციონირებას ამაღლებთ. "ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მუდმივად იყოთ დაკავებულნი იმით, რაც სიამოვნებას განიჭებთ, ამბობს მაქქეი. – და ამ შემთხვევაში არაფერია იმაზე უფრო შესაფერისი, ვიდრე უანგაროდ დაეხმაროთ ადამიანებს."

5. მიიღეთ ვიტამინები

image

ალბათ დაიღალეთ ამის მოსმენით, მაგრამ ვიტამინი D ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის მთლიანობაში – და ამასთან, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი ადამიანი მას საკმარისი რაოდენობით არ იღებს. სიტუაციის გამოსწორება შეიძლება სუფთა ჰაერზე სეირნობით – საკმარისია 10 წუთი დღისით. თუმცა, რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მზე უფრო სუსტდება, ამიტომ D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება მოგიწევთ, მაგალითად, ცხიმიანი თევზის.



1235
11-ს მოსწონს
27
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
   ქართული კლავიატურა
10 ივნისი, 16:51
დიდი მადლობა :)
მართლაც საინტერესოა!
15 იანვარი, 19:32
დიდი მადლობ, დავით! გაიხარე!
15 იანვარი, 18:59
კარგი სტატია როგორც ყველანი. მოვიწონე.
15 იანვარი, 10:17
დიდი მადლობა ნანუშკი
15 იანვარი, 10:10
საინტერესო და სასარგებლო :) გავაზიარე
0 1 6
17 საშინელი მოვლენა, რომლებიც რეალობას წარმოადგენს!17 საშინელი მოვლენა, რომლებიც რეალობას წარმოადგენს!
საშინელი რეალობა ეს სტატია ასეც შეგვიძლია რომ დავასათაუროთ....
გინახავთ ნინო კუზანოვა საცურაო კოსტუმში როგორ გამოიყურება?გინახავთ ნინო კუზანოვა საცურაო კოსტუმში როგორ გამოიყურება?
ნინო ნადირაძე-კუზანოვა ცნობილი პლასტიკური ქირურგიის ...
რატომ ხატავდნენ იუდა ისკარიოტელს ჟღალი თმის ფერითრატომ ხატავდნენ იუდა ისკარიოტელს ჟღალი თმის ფერით
კარგად თუ მოვიძიებთ ახალ აღთქმაში თუ რა ფერის თმა ...
იაპონიის ეკონომიკური სასწაულიიაპონიის ეკონომიკური სასწაული
იაპონიის ეკონომიკური სასწაული იაპონიასთან დაკავშირებული ეს სიტყვათა წყობა ყველას...
საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებსაინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ
1. ოთახის ბუზი 14 დღე ცოცხლობს. 2. სირაქლემას ცხენზე სწრაფად შეუძლია სი...
როგორ ერთობა ვანო მერაბიშვილის ცოლი (+მათი სიყვარულის ისტორია)როგორ ერთობა ვანო მერაბიშვილის ცოლი (+მათი სიყვარულის ისტორია)
ყოფილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ნ...