x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რელიგია და მეცნიერება - ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს.

image



წმიდა ილია მართლის სიტყვებით, იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანს აქვს გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება. ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს. მარტო ცოდნა რწმენის გარეშე ხშირად გამხდარა ამპარტავნების მიზეზი. რწმენაც საღმრთო ცოდნის გარეშე არაერთგზის გამხდარა ფანატიზმის მიზეზი. ძალზე საჭიროა მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლა, მაგრამ ყველაფერს საფუძვლად მაცხოვნებელი რწმენა უნდა ედოს.



რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე დაადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა „ხელახლა დაკავშირება“, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს „(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას“. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის „რელიგია“ არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი. მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.



მეცნიერება — ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად. ამავე დროს მეცნიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმას წარმოადგენს (სამყაროს მეცნიერული სურათი).







რელიგია და მეცნიერული ფაქტები


მორწმუნეთათვის ბიბლია საღმრთო წიგნია, ხოლო ურწმუნოთათვის? პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ათეისტები ბიბლიას მხოლოდ იმ მიზნით კითხულობდნენ, რომ ღმერთის არარსებობა დაემტკიცებინათ, სახარებას კი იმისთვის, რომ ქრისტეს არსებობა უარეყოთ. ასე გრძელდებოდა ჩვენს სამშობლოში სამოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. უღმერთობა მეცნიერებად ითვლებოდა - სტუდენტები აბარებდნენ გამოცდებს „მეცნიერულ ათეიზმში“ (მეცნიერულ უღმერთობაში!). დამტკიცებულად ითვლებოდა, რომ მეცნიერება და რელიგია შეუთავსებადია, რომ მორწმუნენი სნეულნი არიან, რომელთაც მკურნალობა ესაჭიროებათ, ხშირად იძულებითაც. მათი ისინი ერთი ბიბლიური ეპითეტის მიხედვით „ბნელეთის მოციქულებს“ უწოდებდნენ.
გავიდა დრო და ეს ფსევდომეცნიერება - ათეიზმი დაემხო. აღმოჩნდა, რომ ბიბლიაში მოიპოვება ისეთი დებულებები, რომლებიც მეცნიერებამ მხოლოდ დღეს, ჩვენს საუკუნეში აღმოაჩინა. და ბუნებრივია, არსებობს სხვებიც, რომელთა სიღრმესა და სიბრძნეს ჩვენი მეცნავი გონება ჯერაც ვერ ჩასწვდომია - მეცნიერებას ჯერაც ვერ მიუღწევია (და ვერც ვერასდროს მისწვდება, როგორც გარშემოწერილი გარშემოუწერელს) ბიბლიის სიმაღლეებისთვის. ამასთან უნდა შევნიშნოთ, რომ უფლისაგან ბიბლია იმისათვის კი არ გვებოძა, რომ ფიზიკაში, ქიმიასა და მათემატიკაში განვისწავლოთ, არამედ ღმერთის არსებული სულის სრულყოფისათვის ჩვენში, ცოდვათაგან ხსნისათვის, საუკუნო ცხოვრებისა და ნეტარებისათვის.
რაც შეეხება საკითხს სამყაროს შექმნის შესახებ, აქ თანამედროვე მეცნიერება მხოლოდ იმას ამტკიცებს, რაც თავის დროზე წმიდანებს უფლისაგან ემცნოთ.

ვინ თქვა პირველად, რომ სამყარო უფორმო მატერიისაგან შეიქმნა
დაახლოებით ორასი წლის წინ მეცნიერებმა გაიგეს, რომ თურმე სამყარო უფორმო, ამორფული მატერიისაგან შეიქმნა. ბიბლიაში კი ამის შესახებ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდეა ნათქვამი. წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ, რომ ღმერთის სრულყოფილმა ხელმა „უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა“ (თ. XI, 18). ნივთიერების სწორედ ასეთ მდგომარეობას - უსახოს ანუ სახის არმქონეს ეწოდება ამორფული ანუ უფორმო მატერია.

ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწას უფსკრული აკრავს
ჩვენ ვიცით, რომ დედამიწას კოსმოსი აკრავს, უკეთ, კოსმოსური უფსკრული. თუმცა მუდამ ასე როდი ფიქრობდნენ. წარმართები თვლიდნენ, რომ გარს გვატყია ეთერი და ბროლის გარსები, რომლებზეც მყარადაა მიმაგრებული ციური სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები, ვარსკვლავები.
კოსმოსური უფსკრულის შესახებ საუბრობდნენ წმინდა მამები, როცა ისინი სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიის პირველ მუხლებს განმარტავდნენ.
წმ. ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (IV ს.) წერს: „უფსკრული აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან“ („უქუსთა დღეთა“). გამოთქმა: „აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან“ მოწმობს, რომ ჩვენი პლანეტა მრგვალია, სფეროსებრი. ამასვე ამბობდა წმ. იოანე ოქროპირი. წმ. კირილე იერუსალიმელი კი, რომელიც ასევე IV საუკუნეში ცხოვრობდა, ერთ-ერთ თავის ქადაგებაში - „სწავლანი კათაკმეველთათვის“ გვამცნობს: „დედამიწა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ცათა შორის ერთი წერტილივით ჰკიდია“. დაუკვირდით, რაოდენ ზუსტი ასტრონომიული ხედვაა, ხედვა, რომელიც მეცნიერებს ათასი წლის შემდეგ გაუჩნდათ, როცა მათ ტელესკოპი გამოიგონეს.


რას ამბობენ გამოჩენილი მეცნიერები რელიგიის შესახებ

უოტსონი:
„ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“ -

კოში: „მე ქრისტიანი ვარ, ანუ მწამს, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი, ისევე როგორც ეს სწამთ ტიხო დე ბრაჰეს, კოპერნიკს, დეკარტს, ნიუტონს, ფერმას, ლაიბნიცს, პასკალს, გრიმალდის, ეილერსა და სხვებს, როგორც გასული საუკუნეების ყველა დიდ ასტრონომს, ფიზიკოსსა და მათემატიკოსს... ყველაფერ ამაში (სარწმუნოებრივ მოძღვრებაში) ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც თავგზას ამიბნევდა (როგორც მეცნიერს). პირიქით, ნაბოძები რომ არ მქონდეს ეს წმინდა სარწმუნოება, რომ არ მცოდნოდა, რა მელის მომავალში ან რაზე უნდა ვამყარებდე იმედს, ჩემი მერყევი და მშფოთვარე სული ხან ერთ საგანს მიაწყდებოდა (მიეხეთქებოდა), ხან მეორეს...“


გალილეო გალილეი:
„ბუნებრივ მოვლენებში (მოქმედებებში) ჩვენ ვხედავთ უფალ ღმერთს და იგი ამ დროს ისეთივე აღმაფრთოვანებელია, როგორიც ღვთიურ წერილში“. მასვე ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „წმიდა წერილი არასოდეს სცოდავს და არასოდეს ცდება. შეუძლებელია, წმ. წერილი როდესმე ცდებოდეს, ვინაიდან ბევრ ადგილას იგი არა მარტო უშვებს, არამედ მოითხოვს კიდეც განმარტებას, რადგან პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოცმულ აზრში უფრო ღრმა რამ იმალება“.


გოეთე: „ვისაც მომავალი სიცოცხლის არ სწამს, ამ ცხოვრებაშიც მკვდარია.“


0
601
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
601
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0