x
ვარსკვლავები საკუთარი ბიზნეს-იმპერიებით
15 იანვარი, 10:58

კარგად მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს შოუბიზნესი. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქენი. ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობადები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური-ს" სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ. გარდა პროფესიისა, რომლის მეშვეობით დიდი ჰონორარის ხარჯზე მილიარდებს აგროვებენ, არიან ვარსკვლავები, რომელთაც მხოლოდ ეს ჰონორარი არ აკმაყოფილებთ და საკუთარი ბიზნეს-იმპერიები ააშენეს.

image



1. ყველასათვის საყვარელმა და ულამაზესმა მსახიობმა Jessica Alba-მ 2012 წელს დააარსა ეკოლოგიურად ორგანული კოსმეტიკური კომპანია <The Honest Company>, რომლის წარმოებასაც დღემდე ეწევა.

imageimage



2. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი Gisele Byundhen დაკავებულია ბიზნესის გამრავლების საკითხით და ორგანიზებული აქვს საკუთარი კოსმეტიკის ფირმა <Sejaa Pure Skincare>.

imageimage



3. 90-ნი წლების, ყველასათვის საყვარელი, საბავშვო კომედიური ჟანრის ფილმების მსახიობი ტყუპი დები Mary-Kate და Ashley Olsen-ები, ასევე ერთობლივად ზრუნავენ საკუთარი ჰონორარის გაზრდაზე და აი, დღეს უკვე რამოდენიმე ბრენდული ტანისამოსის ფირმის The Row, Elizabeth and James, Olsenboye და Stylemint-ის მფლობელები არიან.

imageimage



4. ყველაზე ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი Oprah Uinfri, ასევე სატელევიზიო კომპანიების ტელემაგნატი, დღეს მფლობელია ტელევიზიისა Harpo Productions, Inc, რომელიც ჯერ ისევ, 1986 წელს დაარსდა და მისი ამჟამინდელი ღირებულება 3 მილიარდი $-ია.

imageimage



5. Justin Timberleyk. ყველასათვის კარგად ცნობილი მომღერლისა და მსახიობის ძირითადი საშემოსავლო წყარო ინვესტიციები და სხვა სფეროებია. ასევე აქვს ტანსაცმლის ბრენდული- საკუთარი ფირმა: <William Rast>-ი და მეუღლესთან, Jessica Biel-თან ერთად არის აქციონერი ყველაზე ცნობილი საკალათბურთო კლუბისა Memphis Grizzlies.

imageimageimage




6. Jessica Simpson. მომღერლის, ტანსაცმელების საკუთარი ხაზის შემოსავალი, წელიწადში უკვე 1 მილიარდი $-ია.

imageimage




7. Dr. Dre. ცნობილმა რეპერმა ყურსასმენების სერია გამოუშვა სახელწოდებით <Beats By Dre>, რომელიც წარმატებით შეასყიდა ბრენდულ ფირმას Apple-ს.

imageimage



8. Jay-Zi. ასევე ცნობილი რეპერი და მომღერალი ბიონსეს რჩეული, მფლობელია წარმატებული ხმის ჩამწერი კომპანიისა, ტანსაცმელების ხაზის, სპორტული კლუბების ქსელისა და საკალათბურთო კლუბ "Brooklyn Nets"-ის.

imageimage



9. Kanye West. ასევე ცნობილ რეპერსა და "პლეი ბოის" სკანდალური და სექსუალური მოდელის, კიმ კარდაშიანის მეუღლეს აქვს საკუთარი ხაზი ფეხსაცმელებისა და ტანსაცმლის. ის ასევე მეწილეა სპორტული ფირმა <Adidas>-ის ფეხსაცმელების განყოფილებაში და იმდენად წარმატებულია მისთვის ეს სფერო, რომ ერთ-ერთი ტესტირების დროს, ნიუ-იორკში, ახალი ტირაჟიდან, 10 წუთში 9000 წყვილი გაიყიდა.

imageimage



10. Ashton Kutcher. მომხიბვლელ და წარმატებულ მსახიობს, ასევე საკმაოდ წარმატებული, მაღალტექნოლოგიური საინვესტიციო ფონდი აქვს.

imageimage



11. ცნობილი მომღერალი Celine Dion-ი და მისი მეუღლე Rene Angelil-ი დამფუძნებლები არიან კომპანიისა, რომელიც მართავს ცნობილი რესტორნების <golf club> და <night club>-ის მთავარ ქსელს. გარდა ამისა კი სელინს აქვს საკუთარი კოსმეტკური ფირმა- საკუთარი სახელის სახელწოდებით.

imageimage




12. Fergie. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და ყოფილი, პოპულარული ჯგუფის The Black Eyed Peas-ის სოლისტი, შოუ-ბიზნესის შემდეგ მაშინვე გადაერთო ბიზნეს-პროექტებში და რამოდენიმე მათგანში ჩადო ინვესტიცია. ასევე, ალკოჰოლის ბრენდულ სასმელში, რომელიც აწარმოებს არაყს.

imageimage



13. Gwen Stefani. ასევე ყოფილი მომღერალთა ჯგუფის- No doubt-ის სოლისტი შოუ-ბიზნესის შემდეგ ჩაერთო საკუთარი ტანსაცმელების წარმოებაში. ის დღეს ტანსაცმელების ბრენდული ფირმის <L.A.M.B.> -ის მფლობელია.

imageimage



14. Drew Barrymore. წარმატებული მსახიობი და ფილმი "ჩარლის ანგელოზები"-ს ერთ-ერთი ანგელოზი, დამფუძნებელია ფილმების ფირმის <Flower Films>, რომელიც ფილმების წარმატებას უზრუნველყოფს. 2014 წელს დრიუმ ასევე დააარსა კოსმეტიკის საკუთარი ფირმა <Flower Beauty>.

imageimage




15. Sandra Bullok. წარმატებულმა მსახიობმა 2006 წელს, ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში დააარსა რესტორანი. ცოტა მოგვიანებით, იგივე ქალაქში გახსნა მრავალფუნქციური დაწესებულება, რომელიც ერთდორულად წარმოადგენდა საკონდიტროს, რესტორანს, ყვავილების მაღაზიას და ფირმას, რომელიც ეწეოდა სადღესასწაულო ორგანიზაციებს.

imageimage



16. Arnold Schwarzenegger. ტერმინატორის ლეგენდამ, გასული წლების ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა მსახიობმა, სამშენებლო ბიზნესებიდან შემოსავლები ჩადო ბოდიბილდინგისა და ფიტნეს კომპანიებში, დამატებითი შემოსავლებით კი გახსნა საკუთარი ფიტნეს ცენტრი და ფილმების კომპანია.

imageimage



17. Kim Kardashian. "პლეი ბოის" ვარსკვლავი და სკანდალური მოდელი, მეტად უცნაური ბიზნესითაა დაკავებული. საქმეში ჩართული ყავს საკუთარი ქალიშვილი Choe Dazzle როგორც პირადი სტილისტი და თვეში 40$-ად ის გაუწევს მომხმარებელს პირად კონსულტაციას- შეურჩევს ერთ წყვილ ფეხსაცმელს. ახლა მისი კომპანია შეფასებულია 250 მილიონ $-ად.

imageimageimage




18. Madonna. ცნობილ პოპ-მომღერალს ეკუთვნის ყველაზე წარმატებული ოთხი ბრენდული ფირმა. (სამწუხაროდ წყაროში არ არის ცნობილი ამ ბრენდთა სახელები)

imageimage



452
14-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
15 იანვარი, 16:36
გეთანხმები ფიქრი
15 იანვარი, 16:26
ამასაც ნიჭი და იღბალი უნდა. სხვა დანარჩენები რასაც შოულობენ, ნარკოტიკებში, ქალებში და გართობაში ხარჯავენ.
15 იანვარი, 11:07
ეეეჰ მერე მე რა?
0 1 3
როგორია ვარსკვლავების ნაძვის ხეებიროგორია ვარსკვლავების ნაძვის ხეები
მართYალია ახალი წელი უკვე დამთავრდა , მაგრამ კვლავ აქტუალურია ვის როგორი ნა...
ცნობილი ადამიანები, რომლებიც ერთიდაიმავე წელს არიან დაბადებულებიცნობილი ადამიანები, რომლებიც ერთიდაიმავე წელს არიან დაბადებულები
როდესაც ჩვენ ვათვალიერებთ ჩვენი საყვარელი მსახ...
შორენა ბეგაშვილის შვილი - ევა (ფოტოები)შორენა ბეგაშვილის შვილი - ევა (ფოტოები)
შორენა ბეგაშვილი ქართულმა საზოგადოებამ, "ფლეიბოიში" საკმაოდ თამამი სურ...
Emmy-2016-ის რჩეული კაბებიEmmy-2016-ის რჩეული კაბები
ჩაცმა-დახურვის საკითხი დღეს, ვფიქრობ რომ თითქმის უმეტესობას სხვა ყველაფერზე მეტად ა...
როგორ დაიკლო მარიტა როხვაძემ 3 თვეში 17 კილოროგორ დაიკლო მარიტა როხვაძემ 3 თვეში 17 კილო
2011 წლის ჯეოსტარი მარიტა როხვაძე აქტიურად განაგრძობს მუსიკალურ მო...
ქეთა თოფურია: "არც ნინის უყვარდა ირაკლი და არც ირაკლის - ნინი"ქეთა თოფურია: "არც ნინის უყვარდა ირაკლი და არც ირაკლის - ნინი"
ქეთა თოფურიამ ზაფხულის ცხელი დღეები ნიცაში გაატა...
გიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულს დაშორდაგიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულს დაშორდა
გიორგი ვარდოსანიძე წლების განმავლობაში მსახიობ თამთა შალამბერიძეზე იყო შ...