x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61782
  • ვიდეო:311308
  • სურათი:412198
10 სუპერსაზარელი პროექტი,რომელიც ნამდვილად არსებობდა.

სუპერბოროტი ადამიანები უკვე დიდი ხანია გახდნენ ნაწილი პოპურალური კულტურისა.თითქოს ფილმებში გადმოცემული მათი გეგმები დამონების, დაშინების და მსოფლიო ს განადგურების შესახებ, არარეალურია.მაგრამ, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, სინამდვილეში არსებობდნენ თურმე მსგავსი პროექტები.


image



ბირთვული იარაღის დასამზადებლად ბირთვული მასალებით და ნახაზებით ვაჭრობის საიდუმლო სისტემა შექმნა პაკისტანელმა მეცნიერმა აბდულა კადირ ხანამ.ამსტერდამში ლაბორატორიაში გაეცნო რა ბირთვული იარაღის შექმნის ტექნოლოგიას, დააარსა თავისი იატაკქვეშა ქსელი და ოცდაათი წელი იმუშავა წარმატებულად.(პარალელურად ოფიციალურად ხელმძღვანელობდა პაკისტანის ბირთვულ პროგრამას).დააპატიმრეს 2004 წელს.


image


1980 წელს სპილენძის მსოფლიო ბაზარზე კონტროლის გეგმა მოიფიქრა იაპონელმა ტრეიდერმა იასუო ხამანაკემ.საბირჟო მაქინაციების წყალობით, აყალბებდა რა კოლეგების ხელმოწერებს, შეძლო ფასებზე კონტროლი და მსოფლიო ვაჭრობის 5% ჩაიგდო ხელში.თუმცა გლობალურ კონტროლს მან ვერ მიაღწია -რამდენიმე წელში დაიჭირეს თაღლითობისთვის.


image


პროექტი ''ეკსკალიბუსი'' მუშავდებოდა აშშ-ში ცივი ომის დროს.ის გულისხმობდა ატომური ენერგიით წარმოებული უძლიერესი ლაზერის გამოყენებას საბჭოთა ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად.იარაღი აღმოჩნდა უაღრესად არასტაბილური, მის აფეთქებას უდიდესი მსხვერპლის მოტანა შეეძლო.პროექტი შეაჩერეს 1982 წელს.


image


''ცეცხლოვანი საჰაერო ბუშტები'' თავდაპირველად იაპონიამ შექმნა მეორე მსოფლიო ომის დროს და წარმოადგენდა აეროსტატებს ფუგასური ბომბებით.აშშ დაინტერესდა ამ პროექტით და შედეგად დაამუშავეს გიგანტური ბურთი E-77, რომელსაც გადაჰქონდა ბიოლოგიური აგენტები საბჭოთა კავშირსა და ჩინეთში მოსავლის გასანადგურებლად.პროგრამა შეაჩერეს 1962 წელს.


image



ციმბირული წყლული.არსებობს თეორია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს უინსტონ ჩერჩილი გეგმავდა გერმანიის ქალაქებზე ჩამოეგდო ამაზრზენი ბიოლოგიური იარაღი-ჯილეხის ბაცილა, ციმბირული წყლული.ომი მანამდე დამთავრდა, სანამ გეგმის განხორციელების რეალურობა გაირკვა.


image



პროექტი ''აზორანი''- აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ფართო მასშტაბიანი საიდუმლო ოპერაციაა ჩაძირული საბჭოთა წყალქვეშა ნავის K-129 ის ამოსაყვანად .ოპერაცია ჩატარდა 1974 წელს.მიზანი - მოეპოვებინათ ბალისტიკური რაკეტები და სამხედრო ტექნოლოგიები.ოპერაცია წარმატებული იყო მხოლოდ ნაწილობრივ-მოხერხდა მხოლოდ ნავის ცხვირის ნაწილის ამოღება.


image



1988 წელს ირან-ერაყის ომის დამთავრებისას სადამ ჰუსეინს ჰქონდა იდეა შეექმნა სუპერ იარაღი.ამ მიზნით მან დაიქირავა კანადელი ინჟინერი ჟერალდ ბულა, რომელმაც წარმოადგინა პროექტი ''ბაბილონი''.ეს იყო ქვემეხი, რომელსაც შეეძლო ესროლა ათასობით კილომეტრზე და თვით თანამგზავრებიც კი გაეშვა ორბიტაზე.ორი წლის შემდეგ ჟერალდი მოკლეს.პროექტი ჩაიშალა.


image


გერმანელი დივერსანტი ოტო სკორცენი ცნობილი იყო იმით, რომ მესამე რეიხის დაშლის შემდეგ შექმნა საიდუმლო, იატაკქვეშა ორგანიზაციები.ერთ-ერთი დანიშნულება იყო ეს ესის ყოფილი წევრების რეაბილიტაცია.მეორე- ნეოფაშისტების გაერთიანება კომუნიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.


image

პროექტი ''მისტი'' მრავალი წელი მუშავდებოდა აშშ-ში აბსოლიტურად უხილავი შპიონი-თანამგზავრების შესაქმნელად.მაგრამ, 2007 წელს პროექტი დახურეს.გაირკვა, რომ თეორიულად უხილავი თანამგზავრის აღმოჩენა, უბრალო მოყვარულ ასტრონომებსაც შეეძლოთ.


image


ვირუსების გავრცელება.2012 წელს ედუარდ სნოუდენმა გამოაქვეყნა დოკუმენტური მასალები იმის თაობაზე, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მიზანიმართულად ავრცელებდა კომპიუტერულ ვირუსებს ციფრული გავლენის გაფართოების და ინფორმაციის მოპარვის მიზნით.


ამ პროექტების გაცნობისას სურვილი გიჩნდება ბუნკერში დაიმალო სამუდამოდ.

0
740
8-ს მოსწონს
1-ს არა
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0