x
საოცრად ლამაზი პეიზაჟები – კარლ უორნერი
15 იანვარი, 10:08

image


ავსტრალიელი ფოტოგრაფი, კარლ უორნერი ამჟამად ლონდონში მუშაობს. მას ირგვლივმყოფები ცოტა უცნაურ ადამიანად მიიჩნევენ: ხელოვანს შეუძლია დიდ ხნის მანძილზე იდგეს და ათვალიეროს ხილი და ბოსტნეული სუპერმარკეტში. მის მიერ შექმნილი პეიზაჟები იმდენად ლამაზი და ფანტასტიურია და ამასთან, რეალურიც, რომ მაშინვე ვერ შენიშნავთ, რომ ნამდვილი არ არის. კარლი ამისთვის სხვადასხვა მასალას იყენებს, თუმცა, ძირითადად საკვებზე ახდენს ფოკუსირებას. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორი წარმოსახვისა და კრეატიულობის უნარს უნდა ფლობდეს ადამიანი, რომ ეს სილამაზე შექმნას.


კარლ უორნერს, რომელმაც რამდენიმე ათწლეული იმუშავა ფოტოგრაფად, შეუძლია ნებისმიერი რამ გადააქციოს პეიზაჟად. ერთხელ როდესაც ბაზარში იმყოფებოდა, სოკო შენიშნა, რომელიც ხეს მიამსგავსა უცხო სამყაროდან.


image


მან გადაწყვიტა წაეღო ის სტუდიაში, შემდეგ კი ბრინჯისა და ლობიოს გამოყენებით შეიქმნა უორნერის პირველი პეიზაჟი საკვებით.


image


ფოტოგრაფი ამბობს, რომ მისი ფოტოები ბავშვებს ჯანსაღად კვების სურვილს უჩენს. "ჩემი ნამუშევრებით ბავშვებს ვეუბნები, რომ დაფიქრდნენ იმაზე თუ რას ჭამენ. ისინი

უყურებენ ჩიფსებსა და კეტჩუპს და ფიქრობენ –"რა გემრიელია!" თუმცა, საკმარისია აჩვენოთ მათ, მაგალითად სტაცური, რომ მაშინვე სახის მანჭვას იწყებენ."

კიტრის ხიდი

image


უორნერი თავისი ნამუშევრის შექმნას შემდეგნაირად იწყებს: თავდაპირველად საკუთარი იდეები ფურცელზე გადააქვს. შემდეგ ყიდულობს ყველა საჭირო პროდუქტს და 2-3 დღის მანძილზე აწყობს ქინძისთავებისა და სუპერ წებოს დახმარებით. ბოლოს, ის სურათს უღებს ძირითად ობიექტს და ასევე უკანა ფონს, ამის მერე კარლი ქმნის ერთიან ფოტოსურათს სპეციალურ პროგრამაში.


მორიელი ჩილის წიწაკისგან

image


კარლ უორნერი ამბობს, რომ მისი ნამუშევრები დიდების მეხსიერებაში "ბავშურ წარმოსახვას" იწვევს. თუმცა, ამან უარყოფითი რეაქციებიც გამოიწვია იმ ადამიანებისგან, რომლებიც მას საჭმლის ტყუილად გაფუჭებაში ადანაშაულებდნენ, მაშინ როდესაც მსოფლიოში ამდენი ბავშვი შიმშილობს.

ყვითელი ოაზისი

image


როგორც ფოტოგრაფი ხსნის, დიეტოლოგები და საქველმოქმედო ორგანიზაციები მის სურათებს ადამიანების დასახმარებლად იყენებენ – " მე არ ვთვლი ამას პროდუქტების ტყუილად გაფუჭებას."


სიმინდის სანთელი

image
თეთრი ციხე-სიმაგრე


image
პარიზის ბულვარი

image


შოკოლადის ექსპრესი

image


გოგრის სამოთხე

image


შობა. გამოიყენება შობის ტრადიციული პროდუქტები: შოკოლადი, ორცხობილა, ვაფლი, სხვადასხვა თხილი... ღრუბლები შექმნილია ქოქოსისა და ნუშის ორცხობილისგან, თოვლი – შაქრის პუდრითა და ვანილით.


image


სოკოს პეიზაჟი

image


ნივრის სოფელი

image


პეიზაჟი თევზისგან

image


მარჯნის კუნძული. სურათის შესაქმნელად გამოიყენეს ქოქოსი, ანანასი, მარაკუია, მანგო, ნესვი, ლაიმი, ლიმონი და სხვა ეგზოტიკური ხილი.

image


ტროპიკული მზის ჩასვლა. სურათის შესაქმნელად მხატვარმა გამოიყენა შებოლილი ორაგული, კარტოფილი, ოხრახუში, ლობიო. ქვიშა – მარილისგანაა; მიწა, კლდეები და კენჭები კი – პურისგან.

image


სანელებლების მდინარე. პეიზაჟი შექმნილია დარიჩინის ღეროების, ყვითელი ლობიოს, ლოტოსისი თესლის, ატრიას, მაკარონის, გოგრისა და სავოის კომბოსტოსგან.

image


პატარა სახლი მთებში
image


ხილ-ბოსტნეულის ბაზარი

image


სირთულით ასეთი პეიზაჟების შექმნა საკვებისგან, არ ჩამოუვარდება ზეთით სურათის დახატვას. ერთი ასეთი ფოტოსურათის გაკეთებას რამდენიმე დღე ჭირდება. თავდაპირველად ესკიზების მიხედვით პროდუქტებს აგროვებენ. შემდეგ 2-3 დღე პეიზაჟის აწყობასა და სურათების გადაღებას უნდა. ამასთან, რადგან პროდუქტები მალე ფუჭდება, თითოეულ სცენას ნაწილ-ნაწილ იღებენ. კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება სურათების რეტუშსა და ცალკეული ელემენტების დაკავშირებას. შედეგად იქმნება დიდებული ილუზია.

imageimage


სარეკლამო ფოტოგრაფიით კარლ უორნერი 25 წელზე მეტხანს. კონკრეტულად პეიზაჟებით კი – 10 წელი. ამ უკანასკნელმა მსოფლიო ცნობადობა 2008

წელს მოუტანა. ინტერნეტის წყალობით მის მიერ შექმნილი ფოტოსურათები დიდი სისწრაფითა და წარმატებით გავრცელდა. იმ დროიდან მოყოლებული უორნერს უამრავი

კომპანია და სააგენტო მიმართავს, რომელთაც სურვილი აქვთ თავიანთი პროდუქტის რეკლამასა და შეფუთვას ისეთივე ცოცხალი იერი ჰქონდეს, როგორიც მის მადის აღმძვრელ პეიზაჟებს აქვს.

imageimage


საბოლოო ჯამში ნამდვილად უჩვეულო ხელოვნების შედვრი იქმნება, რომელიც არ შეიძლება შესაფერისად არ დავაფასოთ. ამასთან, სულაც არ არის გასაკვირი, რომ კარლ უორნერის პოპულარობა დღეს ძალიან დიდია და ბევრი კომპანია ოცნებობს მასთან თანამშრომლობაზე.

სახლი ტყეში

image


ბაზარი სოფელში

image


ულამაზესი ჩანჩქერი

image


მდინარე საოცარი პეიზაჟით

image
გემი კომბოსტოს ტალღებზე

image


საჰაერო ბუშტები სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულისგან

image


ულამაზესი ყურე

image


ოხრახუშის კუნძული

image


კამფეტის კოტეჯი

image




442
10-ს მოსწონს
5
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
   ქართული კლავიატურა
15 იანვარი, 17:30
ისე მომეწონა გაზიარება მინდოდა, მაგრამ გაზიარებულიაო და არაო.
ფანტასტიურია
15 იანვარი, 17:06
ნამდვილად, რა სილამაზეა! მოფიქრება არ უნდა :)
15 იანვარი, 15:24
მაგარია
0 1 3
მსოფლიოს ყველაზე....ყველაზე....მსოფლიოს ყველაზე....ყველაზე....
როგორც სტატიის სათაურს კითხულობთ, მერწმუნეთ რომ სტატიაც ასევე ძალიან საინტერ...
ქართველი ვარსკვლავების საყვარელი ფერიქართველი ვარსკვლავების საყვარელი ფერი
2016 წელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით ცეცხლოვანი მაიმუნის წელია. ამ წლის ტ...
მეეზოვე თუ გმირი?მეეზოვე თუ გმირი?
ალბათ მარტო მე არ ვარ ის გამონაკლისი რომელიც ყოველ დილით მაღვიძარას მინიმუმ სამჯერ მაინც წევს...
ქუჩის რუსული იუმორი.ქუჩის რუსული იუმორი.
ყველასთვის დიდიხანია ცნობილია, რომ რუსებს განსაკუთრებული იუმორის გრძნობა აქვთ.რუსეთის გზებ...
მეორე მსოფლიო ომის ფოტოები, ფაშისტური ალბომიდან!მეორე მსოფლიო ომის ფოტოები, ფაშისტური ალბომიდან!
წარმოგიდგენთ ფაშიტური გერმანიის ალბომიდან მეორე მსოფლიო ომის ...
დაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურადაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურა
სურვილი და იმედი ცხოვრებაში ერთ-ერთი ორი აუცილებელი...
მსოფლიოს 5 საიდუმლოებებით მოცული სასაფლაო!მსოფლიოს 5 საიდუმლოებებით მოცული სასაფლაო!
ცოტა არ იყოს დამბურძგლავი თემაა, მაგრამ ალბათ ზოგიერთ თქვენთაგანს დ...
აი რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპებისაი რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპების
ზოგჯერ ძალიან გაუცნობიერებლად ინსტიქტების დონეზე ვცდილობთ მოვექცეთ სტერ...