x
ქართული "მოდად ქცეული" ათეიზმი - რა არის ათეიზმი?
13 იანვარი, 20:19

image



ათეიზმი - მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას. ათეისტებს ზოგადად არელიგიურებად მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი რელიგია, როგორიცაა ბუდიზმი, ათეისტურად ხასიათდება. ათეისტის ქართული შესატყვისია ურწმუნო (და არა უღვთო, ვინაიდან ეს უკანასკნელი უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის შეხედულებებს.) მატერიალისტური ათეიზმი არ ცნობს ზებუნებრივ მოვლენებს და მათ ამსახველ ნაწერებსა თუ მონათხრობს, ამბებს მათ შესახებ უნდობლობას უცხადებს და უგულებელჰყოფს, შესაბამისად, იგი უარყოფს ნებისმიერი ღვთაებისა თუ ღმერთისარსებობას. ათეისტური შეხედულება რაციონალიზმს ეყრდნობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თითოეული ათეისტის განათლებასა და კულტურიდან გამომდინარე ათეიზმის განსხვავებული ფორმები არსებობს. აუცილებელია ათეიზმის გამიჯვნა აგნოსტიციზმისაგან, რამეთუ ეს უკანასკნელი არ უარყოფს ზებუნებრივის არსებობას, აგნოსტიციზმის თანახმად, მისი შეცნობა უბრალოდ აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს.
ათეიზმის მკაფიო განსაზღვრება დაბრკოლებულია იმის გამო, რომ ზოგჯერ იგი ერთდროულად აღნიშნავს რწმენის არქონასა და სარწმუნოების გააზრებულ და რეალურ უარყოფას. ამ ხარვეზის შესავსებად მრავალნაირი განსაზღვრება იქნება მოწოდებული, რომელთა უმრავლესობაც ათეიზმს განსაზღვრავს როგორც ამა თუ იმ ღვთაების რწმენის არქონას.
გარდა ამისა, ღვთაებრიობის მრავალგვარ განსაზღვრებას ერთგვარი განუსაზღვრელობა შემოაქვს ათეიზმის ცნებაში. ათეიზმის მიერ უკუგდებული მოვლენები შეიძლება იწყებოდეს ღმერთის გაპიროვნებული გამოსახულების (როგორც მაგალითად ქრისტიანობაში) უარყოფიდან ყოველგვარი სულიერი, ზებუნებრივი და ტრანსცენდენტალური რეალობის (მაგ. ბუდიზმსა და ინდუიზმში) უარყოფამდე.

====================


აი რას წერს ცნობილი ბლოგერი გურამ შეროზია “მოდად ქცეულ” ათეიზმზე:


image











ბოლო პერიოდში შენიშნავდით აქტიურ, აგრესიულ პროპაგანდას, რომელიც მიმართულია ქართული ეკლესიის დაკნინებისკენ, რაც თითქოს ერთგვარ მოდურ ტენდენციად იქცა:
– თითქოს „ახალი ქართველების“ დიდი ნაწილი ჩასაფრებული ვართ და ბედნიერად ვავრცელებთ მთვრალი, ჯიპიანი მამაოების, ან მათი ბილწსიტყვაობის ვიდეოებს – უხამსი კომენტარებით, ანუ აქ პრობლემა არის არა პრობლემის ხაზგასმა, არამედ ამის ხელზე დახვევა და სრულიად ქართულ ეკლესიაზე გავრცობა!
– ვიგონებთ ხატებზე უნიჭო პაროდიებს/ხუმრობებს და ვტოვებთ შეურაცხმყოფელ კომენტარებს;
– ყველაზე უარესი – მოვიხსენიებთ ბილწსიტყვაობით პატრიარქს და ერთგვარ სიცხვილადაც მიგვაჩნია მისი პატივისცემა, როცა კარგად ვიცით ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ…
საერთო ჯამში, ვგმობთ „ფანატიკოს მართლმადიდებლებს“, მათ მიერ გამოთქმულ დოგმებს, რომლებსაც ბევრ რამეში შეიძლება მეც არ ვეთანხმებოდე, „ტაბურეტკამომარჯვებული მღვდლებით“ დაწყებული და „ქალის ქმრისადმი მონური მორჩილებით“ დამთავრებული, არც ეკლესიაში ხშირად სიარულით გამოვირჩევი და მარხვასაც არ ვიცავ – მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის სარკაზმის საბაბი უნდა გახდეს ვინმეს სარწმუნოება.
თანამედროვეობა არ გამოიხატება ათეიზმში, ეს არის უბრალო რწმენის თავისუფლება და ეს თავისუფლება ავტომატურად ნიშნავს სხვების რელიგიური მრწამსის პატივისცემას, მით უმეტეს, როცა ანალოგიურად მცხოვრები მართლმადიდებლები შეიძლება იყვნენ თქვენს ოჯახებში, თქვენი მეგობრების ოჯახებში – ჩვენი მშობლები, ნათესავები, მეგობრები და ა.შ.
და მაინც, საიდან მოდის ეს აგრესია და მისი გამოხატვის ზედმეტად უცენზურო ფორმა? ვფიქრობ, როცა ადამიანს არ აქვს ჯანსაღი კრიტიკის და არგუმენტირების უნარი და პროტესტს გინებით და “ჰეით სფიჩით” გამოხატავს, მიზეზი შემდეგია:
– თქვენ გაქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი, შესაბამისად – გგონიათ, რომ ამით უფრო თანამედროვედ წარმოაჩენთ საკუთარ თავს;
– თქვენ არ გაგაჩნიათ თქვენი აზრი, დაინახეთ, რომ თქვენმა მისაბაძმა ადამიანმა გააკეთა უარყოფითი რელიგიური განცხადება და ბრმად აკოპირებთ მის მოსაზრებას;
– თქვენ ხართ უბრალოდ დაბალი დონის ადამიანი, რომელიც თავის განათლებას, თუ თანამედროვე შეხედულებებს მხოლოდ ამ ფორმით თუ გამოხატავს, რაკი სხვა ღირებული ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია.
– განათლების ნაკლებობაა, რაც ხელს უშლის აზრის სწორად და ლოგიკურად ჩამოყალიბებას, “დედამოვ…ნ” კი მარტივია და საუბედუროდ ვიღაცებისთვის ჯერ კიდევ პრესტიჟული.
– სხვა დანარჩენ შემთხვევაში, იქნებოდით პროგრესულად მოაზროვნე ათეისტები, როგორებიც საკმაოდ ბევრია ჩემ ქართულ თუ არაქართულ სამეგობროში და ერთხელაც კი არ დასცდენიათ სხვა სარწმუნოებების ლანძღვა-გინება.
ვიმეორებ, შეიძლება მსუბუქად ნებისმიერმა იხუმროს ამ თემაზე და პოსტში ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ გინება, აბსურდული/შეურაცხმყოფელი იუმორი და პირდაპირი თავდასხმა პატრიარქზე, რომელსაც ათეიზმის შემთხვევაშიც კი, მინიმუმ ასაკის გამო მაინც უნდა სცეთ პატივი – სრულიად მიუღებელია!
ღირსება თუ ე.წ. თანამედროვეობა გამოიხატება თქვენს ინტელექტში, ერუდიციაში, ზოგად განათლებაში, წარმატებაში, პროფესიონალიზმში, ნაკითხობაში, თანამედროვე შეხედულებებში, ლოგიკურ აზროვნებაში და არა პატრიარქის გინებაში და ხატებზე უნიჭო ხუმრობების დადგმაში.
აქვე, კრიტიკა მისაღები და უფრო მეტიც – სასურველია, ეს იქნება კონკრეტული ადამიანები, ეკლესია, თუ ა.შ., მაგრამ როცა არ შეგვიძლია არგუმენტირება, დისკუსიაში შესვლა და ჩვენი პროტესტის გამოხატვის ერთადერთი ფორმა უკანასკნელი სიტყვებით გინებაა – “ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას”.
ი(ბ/ვ)ერია ვერასდროს გაბრწყინდება ასეთი „ფსევდო-პრადვინუტი“ თანამედროვეების ხელში, მე ვერ დაგპირდებით, რომ ღმერთი დაგსჯით, მაგრამ ოდესმე თქვენივე აგრესია ბუმერანგის წესით დაგიბრუნდებათ.
თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ, მიწოდეთ ჩამორჩენილი აზროვნების ადამიანი და მერე თუ გინდათ შევეჯიბროთ ნებისმიერ ღირებულ საკითხში. მანამდე კი – სანამ ეკლესიას გააკრიტიკებთ ჩვენი თავისუფალი აზრის უპატივცემულობაში, მოდით ჩვენ გადავდგათ პირველი საღი ნაბიჯი და ჩვენვე ვცეთ პატივი სხვის ფასეულობებს.
რაზეც გინდათ იმაზე იხუმრეთ თქვენი მეგობრების ვიწრო წრეში, მაგრამ როცა ხედავთ, რომ ამ ყველაფრით მასას აღიზიანებთ/შეურაცხყოფას აყენებთ – ასე გამოიყურება თანამედროვე ვაჟკაცობა ან “კაი ტიპობა”? პროვოცირება როდის აქეთ გახდა პირდაპირობის და მხნეობის სინონიმი?!
ჩემთვის მართლმადიდებელიც, ვისაც სძულს ყველა სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანი (თუ ათეისტი), რომელიც ძალადობრივი გზებით და თან ღვთის სახელით ებრძვის „გარყვნილებას“ და ხელოვნურად გათანამედროვებული – უინტელექტო და უზრდელი ათეისტიც ერთნაირი სირცხვილია! ვიმეორებ, ვიცნობ ძალიან ბევრ საღად მოაზროვნე ათეისტს“ აგნოსტიკს, ა.შ. მაგრამ საზოგადოება, ვინც “ყველა მორწმუნის … ” ლოზუნგით გამოდის, ის საკუთარ თავთან ერთად პირველ რიგში რეპუტაციას სხვა მსგავსი “მრწამსის” ადამიანებს ულახავს.
იმედი მაქვს სტატიის შინაარსი მარტივად აღქმადი იქნება და ყველა არაქრისტიანი (ათეისტების, აგნოსტიკების და ა.შ. ჩათვლით) საკუთარ თავზე არ მიიღებს!
ღმერთს ებარებოდეთ!
პატივისცემით,




139
3-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთჯერად იცვლება თანხის მოთხოვნისა ...
კაცმა ორი კაცი, კაცო ?!კაცმა ორი კაცი, კაცო ?!
ორი კაცის გაუპატიურების ბლადებით დააკავეს ინგლისის პარლამენტის ვიცე სპიკერი ნაიჯელ ევან...
რატომ მოიყარა თავი 10 000 ჩინელმა ერთ აუზში?რატომ მოიყარა თავი 10 000 ჩინელმა ერთ აუზში?
ალბათ წარმოუდგენელია თუ როგორ ცხოვრობდნენ წინაპრები კონდიცირების ე...
იესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეაიესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეა
მე ვარ იესო ქრისტე, მარიას შვილი და მესია, უთხრა ვიაჩესლავ პოლუშკინმა საპასპორტ...