x
რა პრობლემებს გვიქმნის და შეგვიქმნის არაპროფესიონალიზმი??
13 იანვარი, 11:24

განათლების სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. გამოვყოფ ერთ-ერთს,

რომელიც ახლო მომავალში უფრო მეტ პრობლემას შეგვიქმნის აღმოუფხვრელობის

შემთხვევაში.

ახალგაზრდებში პოპულარობით სარგებლობს ის პროფესიები, რომელიც ახლოსაა არა მათ შესაძლებლობებთან არამედ შემდგომში მატერიალურ კეთილდღობასთან

(მათი აზრით).

ასეთი პროფესიებია : იურიდიული, ეკონომიური, ტურიზმი... შესაბამისად ის საგნები,

როგორებიცაა ქიმია, ფიზიკა... რჩება ყურადღების მიღმა მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა. სახელმწიფომ ეს მიმართულებები გახადა უფასო, ინტერესის

გასაღვივებლად და ახალგაზრდების მისაზიდად. დღესდღეობით ამ მიმართულებით

სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძირითადად ძველი კადრები

ასწავლიან, პროფესიონალების ახალი ნაკადი კი არ ჩანს. ეს თითქოს უბრალო ფაქტი

მომავალში დიდ პრობლემად გადაიქცევა.

იმის აღსანიშნავად, რომ სახელმწიფოში არაპროფესიონალიზმი ბევრ საკითხთან

დაკავშირებით იგრძნობა 13 ივნისის მაგალითზე ავღნიშნავ.


image

ყველასთვის ცნობილია 13 ივნისს, რამდენიმე საათიანმა წვიმამ მდინარე ვერეს ადიდება

გამოიწვია.ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება

ადამიანის მოქმედებით დეგრადირებული ტყის

საფარი. კვლევევებით დადგენილია, რომ

ამ მონაკვეთზე არასწორად წარმართული

სამეურნეო სამუშაოები ჩატარდა. სტიქიის ღამეს

სამსაათიანი წვიმის შედეგად სულ მცირე 80მმ

ნალექი მოვიდა, ეს კი 2 თვის ნორმაა

თბილისისთვის. წყალდიდობამ შეტბორვა, შეტბორვამ კი წყლის დონის 7 მეტრამდე აწევა გამოიწვია, რომელიც ზოოპარკზე, გმირთა მოედანზე და ლაგუნა

ვერეზე ზემოდან გადავიდა. ამის მიზეზი 1931 წელს ჩადებული გვირაბია.

დაუდევრობას გამოხატვს ჭალაზე სახლების მშენებლობა, სადაც უსაფრთხოების

ნორმების დაცვა არ ხდებოდა. ჰიდროლოგები ამ კატასტროფას კვლევების

არარსებობასაც უკავშირებენ, 90-იანი წლების შემდეგ მდინარეთა ხარჯების აღრიცხვა

აღარ ხდება.

ამ საკითხისა და ზოგადად ამ ტრაგედიის შესახებ ბევრის თქმა შეიძლება,

თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმ მასიურ არაპროფესიონალიზმს, რისი არსებობის

შემთხვევაშიც ასეთი შედეგები არ მოყვებოდა. ადამიანური დაუდევრობა და

გაუთვალისწინებლობა, რომ ტყის საფარი ასეთი გარემოსთვის აუცილებელია,

არასწორად ჩატარებული სამეურნეო სამუშაოები არასწორმა დაგეგმვამ და

არაკომპეტენტური პირების ჩართულობამ გამოიწვია. მოსალოდნელი ნალექის

"ვერ" აღმოჩენა ან აღმოჩენის შემთხვევაში გაუთვალისწინებლობა და შესაბამისი

ღონისძიებების განუხორციელებლობა. ერთმანეთთან კავშირშია არამარტო

საზოგადოების უცოდინრობა და გაუთვალისწინებლობა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან

არაპროფესიონალთა გუნდის არსებობა.

ეს საკითხები აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მომავალში უფრო მწვავე

პრობლემად გადაიქცევა. გვჭირდება კვალიფიციური და კომპეტენტური პირები

ნებისმიერ საქმეში, რომ გარემოებებმა კიდევ სხვა კატასროფებამდე აღარ მიგვიყვანოს.



109
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
   ქართული კლავიატურა
13 იანვარი, 15:30
"პატრიოტის ბანაკების" შედეგებს საქართველო ალბათ ერთ საუკუნეში ვერ აღმოფხვრის. ასე, რომ უნდა შევეგუოთ და ნელ ნელა გამოვასწოროთ.
0 1 1
დაუჯერებელია, მაგრამ "ჟღვინტლების" ჭამა სასარგებლოადაუჯერებელია, მაგრამ "ჟღვინტლების" ჭამა სასარგებლოა
ვიცით, რომ ცხვირიდან გამონადენი ჩნდება მწვავე და ქრონიკული...
რა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზერა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ჩვენს პლანეტაზე იწყება ხ...
სისხლის გამოყენების 15 ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ხერხისისხლის გამოყენების 15 ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ხერხი
სისხლი-უნივერსალური სუბსტანციაა, რომელიც მიედინება ა...
რეალური ისტორია რომელიც ვფიქრობ ბევრს კარგ განწყობაზე დააყენებს.რეალური ისტორია რომელიც ვფიქრობ ბევრს კარგ განწყობაზე დააყენებს.
რეალური ისტორია რომელიც ვფიქრობ ბევრს კარგ გან...
გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....
როდესაც 1995 წელს ცნობილი ავსტრიული , , სვაროვსკის"...
ნუ დაიჯერებთ ყველაფერს... 10 ცნობილი ფოტო, რომელიც ყალბი აღმოჩნდანუ დაიჯერებთ ყველაფერს... 10 ცნობილი ფოტო, რომელიც ყალბი აღმოჩნდა
როგორც განუმეორებელი ექიმი ჰაუსი იტყოდა: ყველ...
ერთადერთი ნაგებობა, რომელიც კოსმოსიდან ჩანსერთადერთი ნაგებობა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს
ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც ჩინეთის დიდი კედელის შესახებ ა...
რა ზომის მკერდი მოსწონთ მამაკაცებს?რა ზომის მკერდი მოსწონთ მამაკაცებს?
"ქალი მკერდი მაშინაა იდეალური, როდესაც კაცის ხელისგულში ეტევა"-ეს გახლავთ პ...