x
მეტი
  • 23.04.2017
  • სტატია:65738
  • ვიდეო:318277
  • სურათი:417037
"აი, ის აგრესორი ფრენდები..."-გურამ შეროზია-"ჩემო აგრესორო საზოგადოებავ, ხელი გაანძრიეთ და გეშველებათ!"

image
სკანდალური ბლოგერი გურამ შეროზია პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი იმ "აგრესორ ფრენდებზე" წერს, რომლებიც " მუდმივად სიძულვილს ღაღადებენ":


აი, ის აგრესორი ფრენდები...

"აი ის ფრენდები, მუდმივად სიძულვილს რომ ღაღადებენ ბაგენი მისნი…

1. ჯერ იყო და სეკრეტ სანტა ამოგვადინეს ყელში: ვის არ ჰყოლიაო, რა ტვინი წაიღეთო, მოგ****** სეკრეტ სანტაო, ზოგმა საერთოდ იტყუებით და საკუთარ თავს უკეთებთ სიურპრიზებსო…

2. მერე მოთოვა, ხალხიც აჟიტირდა, გაბედნიერდა. აქაც არ დააყოვნეს ჰეითერებმა და დაერივნენ თოვლით გაბედნიერებულებს, ერთფეროვნებაში დაადანაშაულეს, როცა თავად ჰეითერების პოსტებიც ზუსტად ერთფეროვანი სიძულვილით იყო გაჯერებული.

3. საშობაო ეპისტოლეს წინა დღეებში, წინასწარ გააქტიურდნენ რელიგიური ზომბები: ახლა პატრიარქის ეპოსტოლეს ეს ნაბიჭვარი ათეისტები გააკრიტიკებენო, ყელს გამოვჭრითო, ბოზიშვილივიყო მაგათ დედებს *********. ვგიჟდები ეკლესიის ასეთ ეკლესიურ-მადლიან-ინტელექტუალურად დამცველებზე და ეს ის მოვლენაა, რაზეც არ, ვერ მაქვს კომენტარი.

4.ზაზა ფაჩულია-ჩვენი მხარდაჭერით ვაწუხებთ ღრმად დახვეწილი პოსტების მქონე ფრენდებს, ტვინი წავიღეთ, დავზომბდით, თუმცა ავიწყდებათ ჰაიდის ფუნქციაც, გამოხატვის თავისუფლების ცნებაც, სხვა ყველაფერიც, უბრალოდ აღარ იციან როგორ გამოირჩნენ მასისგან, გახდნენ ორიგინალურები და მსგავსი დაბალი დონის გამოხტომებით გვიშლიან ან ვერ გვიშლიან ნერვებს, მშვიდობიან და საერთო მიზნისთვის შეკრულ ადამიანებს.

5. სიგარეტის გაძვირება – რა კარგიაო, აღარ აგვაყროლებთო მწეველებიო, ერი უფრო ჯანმრთელი იქნებაო. თითქოს, ჩემი ჯანმრთელობა ჩემზე მეტად გადარდებდეთ, ან ჩემს გვერდით ყოფნას და გამონაბოლქვის სუნთქვას გაძალებდეთ ვინმე, მოკლედ, სხვის პრობლემაზე მოხორხოცე ფრენდებმა აქაც არ დააკლეს არცერთი მისხალი… ამას კიდევ ის დაუსრულებელი ხუმრობები ჯობდა, სიგარეტის განვადებაზე, "პარლამენტით" პარტნიორების შოვნაზე, ა.შ.

6. ეს ის ხალხია, ვინც ზაფხულში შორტებში გადაღებულ ფოტოებს აპროტესტებდნენ (თითქოს ჩადრით უნდა გვევლო ყველას), მერე სკოლის დაწყებისას, ბავშვებს დააყარეს ქოქოლა, რა ტვინი გაბურღეთ, გავიგეთ, გავიგეთო, იმაზეც კი გაგვაკრიტიკეს, სირიელ ბავშვებზე ასე შორიდან რომ ღელავთ ნეტა ვინმე რამის მაქნისი იყოთო, თავად ალბათ საზღვარზე იდგნენ იარაღით აღჭურვილები და მათ დასაცავად შესვლას ითხოვდნენ.


7. წინასწარ მეშინია ზამთრის კურორტების, ბაკურიან-გუდაურზე ატეხილი ისტერიკის, კორპორატიულების ფოტოებს რომ გამოვაქვეყნებთ, სეკრეტ სანტას აგრესიის მეორე ეტაპი დაიწყება და ასე უსასრულოდ…

განსაკუთრებით საყვარლები ის ფრენდები არიან, ამ ღრმად ინტელექტუალური ფორმით, აგრესიას ლათინური შრიფტით რომ აფიქსირებენ, მორფოლოგია, სინტაქსი, ა.შ. რა ცხოველებია – წარმოდგენა რომ არ აქვთ და მაინც რომ არ ეზარებათ სიბრძნეების ფრქვევა.

მოკლედ, მიზეზების გამოსაკვლევად და ანალიზის ჩასატარებლად არც დრო მაქვს და არც მოტივაცია, შესაბამისად, მარტივად მივაწეროთ ეს ყველაფერი უ-პრობლემებს: უ-პონტობას, უ-იღბლობას, უ-სექსობას, უ-ა.შ.-ს.
ჰოდა, ჩემო აგრესორო საზოგადოებავ, ხელი გაანძრიეთ და გეშველებათ, თუ მაინც არ გეშველათ, მაშინ ისევ ხელი გაანძრიეთ, ამჯერად უკვე პირდაპირი გაგებით.
გისურვებთ(ვისურვებ) სიმშვიდეს, გაგებას და სოლიდარობას, მეტ პოზიტივს და ნაკლებ უ-ს.
(მრავალ)წერტილი."

image



წყარო: გურამ შეროზიას ბლოგი.

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
58
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0