x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
დასახელდა მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანის ათეული.
image


ჟურნალ ტაიმის კვლევის ავტორები გვარწმუნებენ რომ ღრმა და საფუძვლიანი კვლევა ჩაატარეს.დაიწყეს უბრალო კითხვიდან-ვის ჰქონდა უფრო მეტი ფული, როკფელერს თუ ჩინგისხანს?სიმდიდრეს ადარებდნენ მოცემული დროისა და ეკონომიკური სისტემის გათვალისწინებით.რეიტინგის შედგენაში მონაწილეობდნენ მეცნიერები .


მეათე ადგილზეა ჩინგისხანი.image



მეცხრეზეა ბილ გეიტსი.მისი ქონების შეფასება ყველაზე ადვილი იყო.ის ჩვენი დროის ყველაზე მდიდარი ადამიანია.ფორბსმა მისი ქონება 78, 9 მილიარდ დოლარად შეაფასა.



image


მერვე ადგილზე ბრეტონის რაინდი რიჟა ალენია.ის გარდაიცვალა 1093 წელს და მისი ქონება შეადგენდა 11 ათას ფუნტ სტერლინგს.თანამედროვე კურსით ეს იყო 194 მილიარდი ამერიკული დოლარი.


image


მეშვიდე ადგილი დაიკავა სტანდარტ ოილის დამფუძნებელმა ჯორჯ როკფელერმა.

image


მეექვსეზეა ამრიკელი მილიარდერი ენდრიუ კარნეგი.


image



მეოთხე ადგილზე- მოულოდნელი სიურპრიზია -ის აღმოჩნდა იოსებ სტალინი.რეიტინგის ავტორები ამ ფაქტს ასე ხსნიან:ის აკონტროლებდა უმდიდრეს ქვეყანას და ''შეეძლო ჰქონოდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა''.თუმცა, ეს საკამათო აზრია.


image


ამავე მიზეზით მეოთხე ადგილზეა აქბარი- დიდი მონღოლეთის იმპერიის ფადიშაჰი.


image


მესამე ადგილზეა ჩინეთის იმპერატორი შენ-ცზუნი.გარდაიცვალა 1085 წელს.


image



მეორე ადგილზეა ავგუსტ ოქტავიანი, რომელიც რომის იმპერიას მართავდა და გარდაიცვალა 14 წელს ჩვენს ერამდე.ეკონომისტების აზრით მისი ქონება ეკვივალენტურია 4, 6 ტრილიონი ამერიკული დოლარისა.


image



მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრეს ადამიანად კი აღიარეს მანსა მუსა -სახელმწიფო მალის მეთაური.ცხოვრობდა 1280 -1337 წლებში.როგორც ტაიმი წერს, მისი სიმდიდრის აღწერა შეუძლებელია.


ისტორიკოსები თვლიან, რომ მუსას სამეფო იყო ოქროს უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში.მეცნიერებმა ვერ შეძლეს მისი ქონების ღირებულების დათვლა.ისინი თვლიან, რომ ერთხელ ამ ადამიანის ხარჯებმა ფინანსური კრიზისიც კი გამოიწვია ეგვიპტეში.ჩვენ დრომდე შემორჩა მუსას გამოსახულება, სადაც ის ოქროს გვირგვინით ზის ოქროს ტახტზე და უკავია ხელში ოქროს კვერთხი და ოქროს თასი.


image

2
3035
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
3035
  
2017, 18 ივლისი, 14:05
სტალინი როცა მოკვდა ქონება მხოლოდ დატოვა
ორი კოსტუმი, ორი შარვალი და ერთი ფეხსაცმელი,
ალბათ ერთადერთი ადამიანი მთელი იმ ისტორიის განმავლობაში რაც საქართველო
რუსეთს შეუერთდა, რომელიც ქონების მოხვეჭას კი არ ცდილობდა, არამედ იმპერიის
თავისი ქვეყნის აშენებას, და მინდა ბევრს ვუთხრა რომ მართალია სტალინი ქართველი
იყო თუმცა მისი სამშობლო საბჭოთა კავშირი იყო და არა საქართველო ან რუსეთი,
2016, 31 ოქტომბერი, 11:46
ნეტა 10000 უმდიდრესში მაინც შევდიოდეთ intermediaს რედაქტორ-მკითხველ-სტატიის დამწერნი და წამკითხველნი სუყველანი .
პ.ს. ვინც ხართ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ყველაფერი :-))
0 1 2