x
image
Guns N Roses
ვიტალი დარასელია, მიხეილ მესხი, დავით ყიფიანი - ქართული ფეხბურთის ლეგენდები

image




ვიტალი დარასელია
- თამაშობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. დაიბადა 1957 წლის 9 ოქტომბერს, ქალაქ ოჩამჩირეში. გარდაიცვალა 1982 წლის 13 დეკემბერს. დაიღუპა ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში.


თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი დინამოში გაატარა. უეფა-ს თასების მფლობელთა თასის 1980–81წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ჯილდოები:

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, გამარჯვებული: 1978.
საბჭოთა კავშირის თასი, გამარჯვებული: 1976, 1979.
უეფა-ს თასების თასი, გამარჯვებული: 1981.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში: 1981.
ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატი ფეხბურთში): 1976.
სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1981.


მიხეილ მესხი - დაიბადა 1937 წლის 12 იანვარს, ქალაქ თბილისში. გარდაიცვალა 1991 წლის 21 აპრილს. მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1954-69) და„ლოკომოტივში“ (1970). გატანილი აქვს 35 გოლი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრებში და მონაწილეობა აქვს მიღებული 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. ის ასევე გამოჩნდა ევროპის ერთა თასის პირველ გათამაშებაზე 1960 წელს, რომელიც საბჭოთა კავშირმა მოიგო.
1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი და გაიტანა 4 გოლი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 1959 წლის 6 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიასთან 3-1 მოგებულ მატჩში. ამ მატჩში მესხი გოლით გამოირჩა.
ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა 1966 წლის 20 აპრილს შვეიცარიასთან ფრედ, 2-2 დასრულებულ მატჩში.





დავით ყიფიანი - იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს, ქალაქ თბილისში. გარდაიცვალა ავტოავარიაში 2001 წლის 17 სექტემბერს. 1970 წელს თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“, ხოლო 1971—1982 წლებში – თბილისის „დინამოში“. გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში. სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 78 გოლი; სსრკ-ს ნაკრებში — 19 მატჩი, 7 გოლი; ევროტურნირებზე — 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს.



ჯილდოები:

სსრკ-ის ჩემპიონი: 1978
ვერცხლის პრიზიორი: 1977
ბრინჯაოს პრიზიორი: 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (ზაფხული), 1981
სსრკ-ს თასის მფლობელი: 1976, 1979
თასების თასის მფლობელი: 1981
33 საუკეთესოთა შორის დასახელებული იყო 8-ჯერ: 1977 და 1978 წლებში პირველ ნომრად.
სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი: 1978.



0
733
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
733
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0