x
ერთი სიტყვის არასწორი თარგმანი იაპონიის ატომური დაბომბვის მიზეზი გახდა - ეს საინტერესოა
12 იანვარი, 13:06

image
1945 წლის ივლისში მეორე მსოფლიო ომი ფაქტიურად დასასრულს უახლოვდებოდა. ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების ბოლო ქედმოუხრელ ქვეყნად იაპონია რჩებოდა. პოტსდამში ჩატარებულ კონფერენციაზე იაპონელებს დაუყოვნებელი კაპიტულაცია მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეები "გადამწყვეტ ქმედებებზე" გადასვლით იმუქრებოდნენ.


ტოკიოში მყოფი საერთაშორისო ჟურნალისტები ძალისხმევას არ უშურებდნენ იმისათვის, რომ პირველებს შეეტყოთ და გადაეცათ ტოკიოს გადაწყვეტილება. თუმცა ამომავალი მზის ქვეყნის ხელისუფლება პასუხის გაცემას არ ჩქარობდა.

image

ამგვარ დაძაბულ დღეებში ტოკიოში მყოფმა ამერიკელმა რეპორტიორებმა შეძლეს "დაეჭირათ" პრემიერი კანტარო სუძუკი და ეკითხათ მისთვის, რას ფიქრობდა იაპონია ულტიმატუმის შესახებ. ბატონმა სუძუკიმ არაფრისმთქმელი გამომეტყველება მიიღო და ჩაიბუტბუტა:"მუკუსაცუ". ამ სიტყვის ერთ-ერთი მნიშვნელობა არის "იგნორირება". ახალი ამბავი დაუყოვნებლივ გავრცელდა აშშ-ს და გაზეთების პირველ გვერდებზე დაიბეჭდა: "იაპონია იგნორირებას უკეთებს პოცდამის ულტიმატუმს!". არადა ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობაც აქვს: "ნეიტრალურ და ბრძნულ მდუმარებაში დარჩენა". ესე იგი, პრემიერი, სინამდვილეში გულისმობდა იმას, რომ იაპონიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ფიქრობდა. თუმცა ამერიკელი ჟურნალისტების ლინგვისტური ცოდნა ამდენად ღრმა არ აღმოჩნდა.


ვინ, იცის, იქნებ ბატონი სუძუკი თავად რომ დარჩენილიყო "ნეიტრალურ და ბრძნულ მდუმარებაში", მსოფლიო ისტორია სულ სხვა გზით წასულიყო... ასე კი ამერიკამ მყისიერი რეაგირება მოახდინა: გაჩნდა შესანიშნავი საბაბი "პატარა ბიჭუნასა" და "მსუქანი კაცის" გამოსაცდელად. და თარგმანში გაპარული სულ მცირე შეცდომის გამო მსოფლიომ შეიტყო რას ნიშნავს ატომური იარაღის მოქმედებაში მოყვანა.
image



1093
10-ს მოსწონს
12
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
12 იანვარი, 15:29
ჯერ ერთი მხოლოდ ეს არ ყოფილა დაბომბვის მიზეზი, და მეორეც პოლიტიკაში ბრძნულ მდუმარებაში ყოფნა იგივე დაიგნორებაა.
0 1 1
3 ყველაზე სასაცილო სამხედრო კურიოზი3 ყველაზე სასაცილო სამხედრო კურიოზი
1-მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში საბჭოთა შეიარაღებას ჰქონდა მძიმე ტანკი КВ-1...
ყველაზე ძვირადღირებული ფოტოების ტოპ-10ყველაზე ძვირადღირებული ფოტოების ტოპ-10
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ყველაზე ძვირადღირებული ფოტოების ტოპ 10-ს , რო...
15 ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოს ისტორიაში15 ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოს ისტორიაში
გამოვლინდა მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები. მათი გამოვლენა მ...
„კურსკის“ ტრაგედიის ამოუცნობი დეტალები„კურსკის“ ტრაგედიის ამოუცნობი დეტალები
2000 წლის 12 აგვისტოს, ბარენცის ზღვაში რუსული ბირთვული სამხედრო წყალქვე...
ქვეყანა რომელშიც მოსახლეობის 100% მილიონერია (+16 ფოტო)ქვეყანა რომელშიც მოსახლეობის 100% მილიონერია (+16 ფოტო)
ზიმბამბვე - ქვეყანა , რომელშიც მოსახლეობის 100% მილიონ...
მსოფლიო ისტორიის უძლიერესი იმპერიები (ტოპ 10) - I ნაწილიმსოფლიო ისტორიის უძლიერესი იმპერიები (ტოპ 10) - I ნაწილი
მსოფლიოში ომი დასაბამიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება! ...
10 სულის შემძვრელი ფოტო10 სულის შემძვრელი ფოტო
გამარჯობათ, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, ათ ძალიან სევდიან და სულის შემძვრელ ფოტო...
როგორ გამოიყურება 2012 წლის ყველაზე ლამაზი ქალი მაკიაჟის გარეშეროგორ გამოიყურება 2012 წლის ყველაზე ლამაზი ქალი მაკიაჟის გარეშე
ცნობილი ჰოლივუდის მსახიობმა მილა კუნისიმა, რომ...
დაუგეგმავმა ფოტოსურათმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვადაუგეგმავმა ფოტოსურათმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა
სამ გოგონას სკატთან გადაღებულმა ფოტომ მსოფლიოში პოპულარობა მ...
ეგვიპტეში მკვდარი გაცოცხლდაეგვიპტეში მკვდარი გაცოცხლდა
ეგვიპტეში, როდესაც მიცვალებულის დაკრძალვას აპირებდნენ მკვდარმა გაიღვიძა.28 წლის მი...
სასწაული სვეტიცხოვლის ტაძარშისასწაული სვეტიცხოვლის ტაძარში
სვეტიცხოვლის ტაძრის კედელზე წმ. ნიკოლოზის ფრესკა გამოჩდა. უამრავი ადამიანი რომ...