x
რა არის სინამდვილეში და რატომ მოგვწონს "ახალშობილის სურნელი" - მეცნიერების აღმოჩენა
12 იანვარი, 12:25

image
ალბათ ყველას გაუგია მოარული აზრი იმის შესახებ, რომ ახალშობილს სასიამოვნო სუნი ასდის. ზოგს ეს სხვებისგან აქვთ გაგონილი, თუმცა ბევრი დამეთანხმება, რომ ხელში აყვანისას პაწაწუნა ადამიანის უცნაურად სასიამოვნო სურნელს ნამდვილად იგრძნობთ. როგორც აღმოჩნდა, ამას გარკვეული გამართლება აქვს. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად პირველი, რასაც პატარას ხელში აყვანისას ვაკეთებთ ვცდლობთ მისი სურნელი შევიგრძნოთ.

image

დაბადებიდანვე ყველა ბავშვს სასიამოვნო სუნი აქვს. ეს არ არის არც სურნელოვანი ზეთების, პუდრის ან ბავშვის ტანსაცმლის სპეციალური კონდიციონერების გამო. ეს უბრალოდ ახალშობილის ბუნებრივი სურნელია. მაგრამ დროთა განმავლობაში, რაც უფრო იზრდება ბავშვი, სურნელი იკარგება. და მაინც, რატომ აქვთ პატარა ბავშვებს ასეთი სასიამოვნო სუნი? მართლა არსებობს თუ არა ე.წ. "ახალშობილის სურნელი"? სხადასხვა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ეს რეალობაა.

image

ერთ-ერთ მეცნიერული ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა შეისწავლეს ტვინის აქტივობა 30-ზე მეტი ქალისა, რომლებსაც კვლევის ფარგლებში ახალშობილის პიჟამო უნდა დაეყნოსათ (ამგვარად, მათ არ ჰქონდათ თავად ბავშვთან არც პირდაპირი და არც ვიზუალური შეხება). ამ ქალებიდან ნახევარი უკვე დედა იყო, მეორე ნახევარს კი შვილები ჯერ ჰყავდა. კვლევის შედეგები გასაოცარი იყო!

image

მეცნიერება აღმოაჩინეს, რომ მიუხედავად დედობის სტატუსისა, ახალშობილის სურნელის შეგრძნებისას ქალის თავის ტვინში გამომუშავდება ჰორმონი დოფამინი, რომელიც იწვევს კმაყოფილების გრძნობას. ეს იგივე ჰორმონია, რომელიც სხვა ისეთი სასიამოვნო შეგრძნებების დროსაც გამომუშავდება, როგორიცაა სექსი, გემრიელი საჭმლის ჭამა და ნარკოტიკის მიღებაც კი. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ სურნელიდან ქალს უღვივდება დედობრივი ინსტინქტი.

image

საინტერესოა, როგორ მოქმედებს ახალშობილის სურნელი მამაკაცებზე? მეცნიერებს ამ შეკითხვაზე ჯერ პასუხი არა აქვთ. მაგრამ იმ მონაცემების მიხედვით, რაც ფილადელფიაში მდებარე ქიმიური ცენტრის, «Monell»-ის სპეციალისტებს აქვთ, მსგავსი პროცესი მამაკაცების ტვინშიც მიმდინარეობს. ამ სურნელს შეუძლია მშობლის გრძნობა გამოიწვიოს ძლიერი სქესის წარმომადგენლებშიც.



459
9-ს მოსწონს
18
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
21 იანვარი, 18:12
ჩემი მეუღლე ქეთოს სუნს კილომეტრებში გრძნობს, ისეთი არამქვეყნიური სურნელი აქვს, რაღაც ეთერზეთებისმაგვარი :)))
0 1 1
7 შეცდომა, რომელსაც ერბოკვერცხის მომზადებისას ვუშვებთ7 შეცდომა, რომელსაც ერბოკვერცხის მომზადებისას ვუშვებთ
ერბოკვერცხი - უმარტივესი კერძი, რომლის გაკეთება იციან მა...
15 შედევრი, დანახული სულ სხვა რაკურსიდან - სახალისოა15 შედევრი, დანახული სულ სხვა რაკურსიდან - სახალისოა
მიქელანჯელოს "ადამის დაბადება"-დანახული ღმერთის მხრიდან ...
ესპანეთის ქალაქ ტერასაში ქართველები დახოცესესპანეთის ქალაქ ტერასაში ქართველები დახოცეს
შემთხვევა 4 იანვარს საღამოს 6 საათზე მოხდა ბარსელონასთან მდებარე პა...
თვალიდან 13 სანტიმეტრიანი ჭია ამოიყვანესთვალიდან 13 სანტიმეტრიანი ჭია ამოიყვანეს
ექიმებმა ქალაქ "ბომბეიში" ჩაატარეს თვალის ოპერაცია და პაციენტს 13 სანტ...
წითელი ვარდიწითელი ვარდი
ერთმა ამერიკელმა მეზღვაურმა წერილი მიიღო ქალისგან, რომელიც არასოდეს ენახა. მას როუზი ერქვა. მათი ...
13 უჩვეულო ფაქტი,რომელიც სიცრუე გგონიათ ,თუმცა რეალობა13 უჩვეულო ფაქტი,რომელიც სიცრუე გგონიათ ,თუმცა რეალობა
როგორც წესი, ცხოვრება ურთიერთსაპირისპირო მოვლენებზეა დაფ...
რა გავლენას ახდენს ლანძღვა და ჩხუბი ადამიანის ჯანმრთელობაზერა გავლენას ახდენს ლანძღვა და ჩხუბი ადამიანის ჯანმრთელობაზე
ადამიანის ორგანიზმის შემადგენლობის 75%-ი წყალია. ...