x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა არის სინამდვილეში და რატომ მოგვწონს "ახალშობილის სურნელი" - მეცნიერების აღმოჩენა
image
ალბათ ყველას გაუგია მოარული აზრი იმის შესახებ, რომ ახალშობილს სასიამოვნო სუნი ასდის. ზოგს ეს სხვებისგან აქვთ გაგონილი, თუმცა ბევრი დამეთანხმება, რომ ხელში აყვანისას პაწაწუნა ადამიანის უცნაურად სასიამოვნო სურნელს ნამდვილად იგრძნობთ. როგორც აღმოჩნდა, ამას გარკვეული გამართლება აქვს. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად პირველი, რასაც პატარას ხელში აყვანისას ვაკეთებთ ვცდლობთ მისი სურნელი შევიგრძნოთ.

image

დაბადებიდანვე ყველა ბავშვს სასიამოვნო სუნი აქვს. ეს არ არის არც სურნელოვანი ზეთების, პუდრის ან ბავშვის ტანსაცმლის სპეციალური კონდიციონერების გამო. ეს უბრალოდ ახალშობილის ბუნებრივი სურნელია. მაგრამ დროთა განმავლობაში, რაც უფრო იზრდება ბავშვი, სურნელი იკარგება. და მაინც, რატომ აქვთ პატარა ბავშვებს ასეთი სასიამოვნო სუნი? მართლა არსებობს თუ არა ე.წ. "ახალშობილის სურნელი"? სხადასხვა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ეს რეალობაა.

image


ერთ-ერთ მეცნიერული ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა შეისწავლეს ტვინის აქტივობა 30-ზე მეტი ქალისა, რომლებსაც კვლევის ფარგლებში ახალშობილის პიჟამო უნდა დაეყნოსათ (ამგვარად, მათ არ ჰქონდათ თავად ბავშვთან არც პირდაპირი და არც ვიზუალური შეხება). ამ ქალებიდან ნახევარი უკვე დედა იყო, მეორე ნახევარს კი შვილები ჯერ ჰყავდა. კვლევის შედეგები გასაოცარი იყო!

image

მეცნიერება აღმოაჩინეს, რომ მიუხედავად დედობის სტატუსისა, ახალშობილის სურნელის შეგრძნებისას ქალის თავის ტვინში გამომუშავდება ჰორმონი დოფამინი, რომელიც იწვევს კმაყოფილების გრძნობას. ეს იგივე ჰორმონია, რომელიც სხვა ისეთი სასიამოვნო შეგრძნებების დროსაც გამომუშავდება, როგორიცაა სექსი, გემრიელი საჭმლის ჭამა და ნარკოტიკის მიღებაც კი. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ სურნელიდან ქალს უღვივდება დედობრივი ინსტინქტი.

image

საინტერესოა, როგორ მოქმედებს ახალშობილის სურნელი მამაკაცებზე? მეცნიერებს ამ შეკითხვაზე ჯერ პასუხი არა აქვთ. მაგრამ იმ მონაცემების მიხედვით, რაც ფილადელფიაში მდებარე ქიმიური ცენტრის, «Monell»-ის სპეციალისტებს აქვთ, მსგავსი პროცესი მამაკაცების ტვინშიც მიმდინარეობს. ამ სურნელს შეუძლია მშობლის გრძნობა გამოიწვიოს ძლიერი სქესის წარმომადგენლებშიც.



1
478
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
478
  
2016, 21 იანვარი, 18:12
ჩემი მეუღლე ქეთოს სუნს კილომეტრებში გრძნობს, ისეთი არამქვეყნიური სურნელი აქვს, რაღაც ეთერზეთებისმაგვარი :)))
0 1 1