x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
11 "უეჭველი" წინასწარმეტყველება ,რომელიც არ ახდა
საბედნიეროდ(უფრო იშვიათად სამწუხაროდ) თავის დროზე გამოთქმულმა თვით ყველაზე ავტორიტეტიანმა "ასპროცენტიანმა" პროგნოზებმა არ გაამართლა.მოდით გავიხსენოთ რას ამბობდნენ ამა თუ იმ მოვლენაზე თავის დროზე ექსპერტები.



1-"ვის მოუნდება უყუროს კინოს მოლაპარაკე მსახიობებით?"-ასე განაცხადა თავის დროზე კინოკომპანია Warner Brothers-ის დამფუძნებელმა ჰარი უორნერმა.


image



2-"ივნისში ეს ყველაფერი დამთავრდება"-წერდა 1955 წელს ჟურნალი Variety Magazine როკ-ნ-როლზე.


image


3-"სულ მალე გაირკვევა, რომ რენტგენი ეს უბრალოდ ხუმრობაა"-ამტკიცებდა 1883 წელს ლონდონის სამეფო აკადემიის საზოგადოების პრეზიდენტი ლორდ კელვინი.

image


4-"რაკეტა შეუძლებელია გაიჭრას დედამიწის ატმოსფეროს იქით"-ამტკიცებდა ჟურნალი New York Times-ი 1936 წელს.

image


5-"ვერავინ ვერასდროს დაამზადებს დიდი ზომის თვითმფრინავს"-განაცხადა "ბოინგის" ინჟინერმა ორძრავიანი თვითმფრინავის დამზადების შემდეგ, რომელსაც მხოლოდ 10 ადამიანის გადაყვანა შეეძლო.

image


6-"სულ მცირე იმედიც არაა იმისი, რომ რომ ადამიანები ოდესმე შეძლებენ ატომური ენერგიის ათვისებას"....."იმის ალბათობა, რომ ხელოვნურად შევძლოთ
მასის ენერგიად გარდაქმნა ძალიან მცირეა, ეს იგივეა რაც სიბნელეში
ფრინველების ხოცვა დავიწყოთ, მითუმეტეს თუ ამ ადგილას ისედაც ძალიან ცოტა
ფრინველია”, აცხადებდა 1932 და 1935 წელს ალბერტ აინშტაინი, ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც აინშტაინი ცდებოდა.

image


7-"ნებისმიერი, რომელიც ელემენტარულად ერკვევა საგნებში, მიხვდება, რომ არის უეჭველი ფიასკო"-ამბობდა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზიდენტი ჰენრი მორტონი ედისონის ნათურაზე.

image


8-"ცხენი მუდმივად იქნება, ხოლო ავტომობილი ეს უბრალოდ გართობაა, დროებითი გატაცება"-აცხადებდა 1903 წელს Michigan Savings Bank -ის პრეზიდენტი, რომელიც არწმუნებდა მრჩეველ იურისტებს არ მიეცათ თანხა Ford Motor Company-სთვის.

image
9-"სწრაფმა მატარებელებმა შეუძლებელია იარსებონ, რადგან მგზავრები ვერ შეძლებენ სუნთქვას და დაეწყებათ ასფიქსია"-ამტკიცებდა საბუნებისმეტყველო და ასტრონომიის პროფესორი დიონისიუს ლარდნერი 1832 წელს.

image


10-"ადამიანს არ ექნება არავითარი სურვილი და საჭიროება ჰქონდეს სახლში კომპიუტერი"-განცხადა კომპანია Digital Equipment Corporation -ის უფროსმა კენ ოლსონმა მსოფლიოს მომავალი საზოგადოების კონგრესზე 1977 წელს.

image11-"ბავშვებს აღარ აინტერესებთ ისტორიები ჯადოქრებზე და ალქაჯებზე"-ასე განუცხადა ჯოან როულინგს გამომცემელმა, როდესაც "ჰარი პოტერი" მიიტანა იმ იმედით, რომ დაუბეჭდავდნენ.

image

1
420
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
420
  
2016, 11 იანვარი, 22:43
რა მაგარი და განსხვავებული სტატიაა
0 1 1