x
სულ არარაობას ქალიც შვილიაო! ქალის უფლებების დამცველებო,სად ხართ?!
11 იანვარი, 0:02

imageფეისბუქზე ერთი მასწავლებლი ქალის პოსტს წავაწყდი და მიუხედავად იმისა, რომ გაზიარება არ მიყვარს, გავაზიარე და თავს ვერ ვიკავებ, რომ სტატიაც არ დავწერო ამ თემაზე.


აღმაშფოთებელი ტექსტი ასეთია "წიგნების თაროს ვალაგებ.ანდაზების კრებულს წავაწყდი, გადავშალე, ვკითხულობ.ანდაზები თემატურადაა დალაგებული:

არაფერს ცოტაც სჯობიაო.

სულ არარაობას ცალუღელი ხარი სჯობიაო.

სულ უდედობას დედინაცვალი სჯობიაო.

და ბოლოს...

სულ არარაობას ქალიც შვილიაო!!!!!!!!

ქალების უფლებების დამცველებო, სად ხართ?"


"ღმერთო მესროლე მეტეორი!!!"-ძალიან ხშირად მხვდება კომენტარებში და პოსტებში ეს ფრაზა და მიკვირდა, რატომ წერდნენ.ახლა კი მეც შემომეწერა, ისე შეეფერება ტექსტს.


მართლაცდა სად ხართ ქალების უფლებების დამცველებო?ნუთუ ოდითგანვე ასე დაკნინებული იყო ქალის სტატუსი საქართველოში?თანაც იმ დონემდე, რომ წიგნებშიც ასე ისწავლებოდა.თუმცა რა მიკვირს, როცა დღემდე ზოგ ოჯახში ქალის მამაკაცების გვერდით სუფრასთან ჯდომა ახლაც კი მიუღებელი და სათაკილოა.


ქალებო, ნუ დახუჭავთ თვალებს ნურც ერთ მცდელობაზე, რომ ვინმემ სქესის გამო

მამაკაცზე დაბალ დონედ მიგიჩნიოთ.ჩვენ თუ თავს არ დავხრით, ვერავინ ვერ დაგვჩაგრავს.სამარცხვინოა ბოლოს და ბოლოს, რა გონებრივი სიმახინჯე და გაუნათლებლობაა ეს ქალის დაკნინება, რომელ საუკუნეში ვართ და სადაა კულტურა და ადამიანობა საერთოდ?! აღშფოთებას ვერ ვმალავ, ისე მაინტერესებს ამ ანდაზების კრებულის ავტორი და გამოშვების წელი, გამომცემლობის სახელი და ყველაფერი, ვინც ეს სისულელე გააჟღერა და ისიც, ვინც ამის უფლება მისცა მომფიქრებელს და დამწერს.

136
6-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
   ქართული კლავიატურა
11 იანვარი, 15:53
გეთანხმებით, ყველაფერი გარკვეულ ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული ყველას აქვს პასუხისმგებლობა როგორც ქალს ისე მამაკაცსაც უბრალოდ ხშირად თავისუფლების ცნება ცუდადაა გაგებული და პრობლემებიც იქმნება შესაბამისად როგორც მამაკაცის ისე ქალის მხრიდან
11 იანვარი, 11:29
საქართველოში ყველაფერი არეულია, გენდერული თანასწორობაც
11 იანვარი, 11:05
მეზობელმა კაცმა, რომელიც პათოლოგიური ლოთია,სიმთვრალეში სცემს დედას, მამას , ცოლს, მეზობელს და საერთოდ ვინც კი ხელში მოხვდება, ხოლო სიფხიზლეში აბსოლუტურად "ჩვეულებრივი" ადამიანია, მომილოცა მეორე გოგოს დაბადება შემდეგი სიტყვებით: არაუშავს მესამე იქნება ბიჭიო :) მე რა თქმა უნდა მაგისთანა ბიჭს სამი გოგოს დედობა მირჩევნია. კაცი მე ვიცი ისეთი რომელიც ქალს პატივს სცემს და არა ისეთი ვინც გაიძახის სულ არარაობას ქალიც შვილიაო!!!!!!!!
11 იანვარი, 0:10
ქალურ ქალებს ვროპა ვერ გადაგვიჯიშებს,მაინც შემოგვრჩებიან,მაგრამ მამაკაცმა სცეს პატივი სათანადოდ ისეთს,ვინც პატივსაცემია და გენდერული თანასწორობაც შენარჩუნებული ქინება,ქალის ქალური სახეც და მამაკაცის ტავის სიმაღლეზე იდგება შესაბამისად.
11 იანვარი, 0:08
აბსოლიტურად მივესალმები გენდერულ თანასწორობას, იდეოლოგია რომელიც საქართველოშია უნდა დაიმსხვრეს, თუმცა აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი სურვილი ქართველ ქალთან მიმართებაში. ქართველი ქალი ჩემი აზრით უნდა იყოს მშვიდი გაწონასწორებული არსება რადგან მთავარი ხიბლი ქართველი ქალისა კდევამოსილებაშია, სამწუხაროდ დღეს ძალიან ბევრ ქალს ეს მთავარი თვისება დაკარგული აქვს რაც ძალიან მწყინს
0 1 5
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთჯერად იცვლება თანხის მოთხოვნისა ...
კაცმა ორი კაცი, კაცო ?!კაცმა ორი კაცი, კაცო ?!
ორი კაცის გაუპატიურების ბლადებით დააკავეს ინგლისის პარლამენტის ვიცე სპიკერი ნაიჯელ ევან...
იესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეაიესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეა
მე ვარ იესო ქრისტე, მარიას შვილი და მესია, უთხრა ვიაჩესლავ პოლუშკინმა საპასპორტ...
ინგა გრიგოლიას შვილი - მარიამი (ფოტოები)ინგა გრიგოლიას შვილი - მარიამი (ფოტოები)
მარიამ გრიგოლია ცნობილი ტელეჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას ქალიშვილია. რ...