x
ნაკლებად ცნობილი ფაქტები სტალინის შესახებ. ამის შესახებ სახელმძღვანელოებში არ წერენ
10 იანვარი, 19:26

image

image

სტალინი დღეში მხატვრული ლიტერატურის 300 გვერდს კითხულობდა. ეს მისთვის ყოველდღიური ნორმა იყო. გარდა ამისა, ის მუდამ ზრუნავდა თავის თვითგანათლებაზე. მაგ., 1931 წელს, როდესაც ის სამკურნალოდ იყო კავკასიაში, ნადეჟდა ალილუევას წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვდა, მისთვის ელექტროტექნიკის და შავი მეტალურგიის სახელმძღვანელოები გაეგზავნა.
სტალინის განათლების დონის შეფასება, მის მიერ წაკითხული და შესწავლილი წიგნების რაოდენობით შეიძლება. თუ რამდენი წიგნი წაიკითხა სტალინმა, თავისი ცხოვრების მანძილზე, უცნობია. ის არ იყო წიგნების კოლექციონერი – მხოლოდ იმ წიგნებს ინახავდა, რომლებსაც შემდგომში გამოიყენებდა. მაგრამ, იმ შერჩეული წიგნების რაოდენობის დადგენაც რთულია. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, მისი კრემლის ბინის ბიბლიოთეკაში, რამოდენიმე ათასი წიგნი იყო. 1941 წელს ბიბლიოთეკა ევაკუირებული იყო. ომის შემდეგ, ბიბლიოთეკის აღდგენა აღარ მომხდარა, რადგან სტალინმა აგარაკზე სპეციალური ფლიგელი ააშენებინა ბიბლიოთეკისთვის, რომელშიც 20 000 წიგნი ინახებოდა.

სტალინის დროს, სულ მოკლე ხანში მოხდა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას პროფესიონალები მართავდნენ. სტალინს არ მოსწონდა გაუნათლებელ ადამიანებთან ურთიერთობა და ცდილობდა, განათლება მიეღო ყველას, ქვეყნის მასშტაბით. ის თვლიდა, რომ ყველაფრის თავი და თავი ცოდნა იყო და საბჭოთა სახელმწიფოს ისტორიის მანძილზე, არავის არ გაუკეთებია მოსახლეობის განათლებისთვის იმდენი, რამდენიც მან გააკეთა.
სტალინის დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საბჭოთა ხალხის შრომისა და დასვენების პირობებს. იმ პერიოდში, სტალინის ბრძანებით, განვითარდა სამოყვარულო სპორტი. რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველ საწარმოს თუ დაწესებულებას უნდა ჰყოლოდა საკუთარი სპორტული ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა საკუთარი მუშა-მოსამსახურეებით. გარდა ამისა, დიდ საწარმოებს უნდა ჰქონოდათ და შეენახათ დიდი სტადიონები.
საბჭოთა კავშიირის ყველა ქალაქში, სტალინის ბრძანებით, ხალხის მასობრივი დასვენებისთვის, შენდებოდა პარკები. ყოველ მათგანში უნდა ყოფილიყო: საკითხავი და სათამაშო დარბაზები (ჭადრაკი, ბილიარდი), ლუდის ბარი, სანაყინე, საცეკვაო მოედანი და ამფითეატრი.

ხელისუფლების პირველ ეშელონებში ყოფნის, პირველი 10 წლის მანძილზე, სტალინმა
3- ჯერ დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.
სტალინის წინააღმდეგ იდეურ ბრძოლაში, ტროცკს შანსი არა ჰქონდა. როდესაც 1927 წელა, სტალინმა ტროცკს შესთავაზა საერთო პარტიული დისკუსიის და რეფერენდუმის ჩატარება სადაო საკითხებზე, მიღებული შედეგი, ტროცკისთვის გამაოგნებელი იყო­: პარტიის 854 ათასი წარმომადგენლიდან, რეფერენდუმში მონაწილეობა 730 ათასმა მიიღო. მათგან სტალინს მხარი 724 ათასმა დაუჭირა, ხოლო ტროცკს — 6 ათასმა.

1927 წ. სტალინმა ბრძანება გამოსცა, რომელის თანახმადაც, პარტმუშაკის აგარაკზე 3-4 ოთახზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.
სტალინის ბრძანებით, სახელმწიფო ობიექტების დაცვის მსახურებისთვის, ობიექტების წინ ააშენდა სპეციალური ჯიხურები. მანამდე, დაცვის თანამშრომლები, წვიმაში და ქარში ღია ცის ქვეშ იდგნენ.
სტალინი ძალიან ხელმომჭირნე იყო საკუთარი თავის მიმართ — სამოსიდან, მას ზედმეტი არაფერი ჰქონდა და რაც ჰქონდა, ყველაფერს გაცვეთამდე ატარებდა.

მან თავისი ცნობილი ფრაზა «კადრები ყველაფერს წყვეტენ» 1935 წელს წარმოთქვა, სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულების საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე: «ჩვენთან ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ხელმძღვანელების, ბელადების დამსახურებაზე. მათ აწერენ ყველა ან თითქმის ყველა მიღწევას. ეს რა თქმა უნდა, სწორე არ არის. საქმე მხოლოდ ბელადებში არ არის... იმისათვის რომ ტექნიკა მოძრაობაში მოვიდეს, საჭიროა ხალხი, რომელიც მასში ერკვევა, კადრები, რომლებიც აითვისებს და აამუშავებს ამ ტექნიკას...».

1943 წელს სტალინმა წარმოთქვა ფრაზა: «მე ვიცი, ჩემი სიკვდილის შემდეგ, ჩემს საფლავზე დიდი რაოდენობით ნაგავს დაყრიან, მაგრამ ისტორიის ქარი შეუბრალებლად გაფანტავს მას!»

1860
8-ს მოსწონს
26
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
11 იანვარი, 0:01
ჩემი სუბიექტური აზრია უბრალოდ და გამოვხატავ მოსაზრებას, ცხადია სტატია საინტერესოა თუმცა ჩემი აზრით აუცილებელი იყო ამის ხაზ გასმა ჩემი მხრიდან, შესაძლოა სტატიის თემა განსხვავებული იყოს თუმცა სტალინის პიროვნების დახასიათება ისტორიის პრივილეგიაა და შესაბამისად ნებისმიერი სახის სტატიაში ისტორიული ფაქტები ობიექტურად უნდა იყოს წარმოდგენილი ამიტომ ვახსენე მონეტის ორი მხარე
10 იანვარი, 23:51
მონეტის მეორე მხარეზე თუ ვისაუბრებთ, შორს წასვლა არ არის საჭირო. საქართველოშიც არის სტალინის რეჟიმის უამრავი მსხვერპლი. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თყ რა ხდებოდა მისი მმართველობის პერიოდში. მაგრამ, სტატიის თემა, სულ სხვა საკითხებს ეხება.
10 იანვარი, 23:18
გასაგებია უბრალოდ ხშირად 1933 წლის მოვლენებს არ აიგივებენ სტალინთან ამავდროულად აქ გამოქვეყნებული ფაქტები ერთგვარ კულტს ქმნის სტალინზე და როგორც იტყვიან მონეტას ორი მხარე აქვს. ერთის აღნიშვნის დროს მეორესაც უნდა გაესვას ხაზი
10 იანვარი, 23:09
აქ საუბარია ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე
10 იანვარი, 22:19
1933 წელს სტალინმა გასცა ბრძანება სოციალისტური სივრცის დამყარების მიზნით ეშიმშილებიათ უკრაინის გლეხობა. გოლოდომორის წელი :D
0 1 5
მამაკაცმა იმიტომ გააუპატიურა ქალი,რომ "სიკვდილისგან ეხსნა"მამაკაცმა იმიტომ გააუპატიურა ქალი,რომ "სიკვდილისგან ეხსნა"
ა.შ.შ-ში შტატ იუტაში, დაკავებული იქნა 50 წლის აფროამ...
რუსეთის დუმაში გადაღებული სურათები.(+ ბევრი ფოტო)რუსეთის დუმაში გადაღებული სურათები.(+ ბევრი ფოტო)
როგორც ვიცით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს წარმო...
გამოხმაურება სოსო ჯაჭვლიანის სკანდალურ ინტერვიუზეგამოხმაურება სოსო ჯაჭვლიანის სკანდალურ ინტერვიუზე
გამოხმაურება სოსო ჯაჭვლიანის სკანდალურ ინტერვიუზე, უმრავლესობ...
პოლიტიკოსები ყველაზე კურიოზულ სიტუაციაშიპოლიტიკოსები ყველაზე კურიოზულ სიტუაციაში
1-World Bank-ის პრეზიდენტმა პოლ ვულფოვიცმა თურქეთში ვიზიტის დროს, მეჩე...
მსიფლიოში ყველაზე დიდი მკერდის მქონდა ქალბატონიმსიფლიოში ყველაზე დიდი მკერდის მქონდა ქალბატონი
მოსკოველი მარია ფონ ზერინგი 27 წლისაა და ითვლება, რომ მას რუსე...
საქართველოს დატოვების შესახებსაქართველოს დატოვების შესახებ
გუშინ შუადღეს გავრცელებული ინფორმაცია რომლის მიხედვითაც ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახ...
ვინ არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ასისტენტი (+პირადი ფოტოები)ვინ არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ასისტენტი (+პირადი ფოტოები)
ეს ქალბატონი დეა შაფათავა გახლავთ. ის მსახიობ იუ...
ქმარი ცოლს ძაღლთან ღალატობდაქმარი ცოლს ძაღლთან ღალატობდა
ეჭვიანი ქმარი დააკავეს მეუღლის ძაღლთან "სექს-შურისძიების" გამო. გასულ შაბათს...
თეა თუთბერიძე ბაჩო ახალაიას შესახებ.თეა თუთბერიძე ბაჩო ახალაიას შესახებ.
თეა თუთბერიძე კვლავ გვაოცებს თავის "გამჭრიახი" და "შორსმჭვრეტელი" გონებით....
დაუჯერებელი ფაქტები!!! (+სურათები)დაუჯერებელი ფაქტები!!! (+სურათები)
გადავხედოთ მსოფლიოში ამოუხსნელ და დაუჯერებელ ფაქტებს, რომლებიც დაფიქსირებული...