x
იცით, თუ არა, რომ მეკობრეები...
11 იანვარი, 13:33

მეკობრეები, სინამდვილეში, ისეთები სულაც არ იყვნენ, როგორებიც სტივენსონის «განძთა კუნძულში» არიან. მათ შესახებ, ისტორიაში, არც თუ ისე ბევრი ცნობა არის შემონახული. და რაც არის, ძირითადად, დიდ საზღვაო ძარცვებს და ცნობილ მეკობრეებს ეხება. და მაინც, რა ვიცით მეკობრეების შესახებ?

image

მეკობრეობა ზღვაოსნობის განვითარებასთან ერთად გაჩნდა. ისტორიაში პირველი სამხედრო–საზღვაო ფლოტი, სწორედ მეკობრეებთან საბრძოლველად შეიქმნა.

image

კაპერობა – დაკანონებული მეკობრეობა არის. ასე ეწოდებოდა საზღვაო ტერორს, სხვა სახელმწიფოს გემების წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდებოდა. კაპერებს, სხვა მეკობრეებისგან განსხვავებით, ლეგალური პატენტი ჰქონდათ მეკობრეობისთვის და ისინი ნაძარცვიდან გარკვეულ ნაწილს, სახელმწიფო ხაზინას აბარებდნენ. კაპერის სინონომი – კორსარი არის.

image

მეკობრეობის კიდევ ერთი სახეობა – ფლიბუსტერობა იყო. ამ სფეროში “დასაქმებული" მეკობრეები მხოლოს ესპანურ გემებს ძარცვავდნენ, XVII საუკუნის დასაწყისიდან, კარიბის ზღვაში. ინგლისი და საფრანგეთი ღებულობდნენ კანონებს მეკობრეების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამავდროულად, ისინი მხარს უჭერდნენ ფლიბუსტერების საქმიანობას, რადგან ესპანეთის დასუსტება უნდოდათ.

image

მეკობრეების დროშა «მხიარული როჯერი» თავის ქალის ან ძვლების გამოსახულებით, ზღვაოსნობაში, გემზე ეპიდემიის არსებობის ნიშნად გამოიყენებოდა. მეკობრეებმა ამ დროშით სარგებლობა, მოწინააღმდეგის დემორალიზაციის მიზნით დაიწყეს და მას, უშუალოდ ბრძოლის დაწყების წინ აღმართავდნენ და მუდმივად არ აფრიალებდნენ, როგორც დღეს არის მიღებული.

image

მეკობრეების შავი ნიშანი, სინამდვილეში არ არსებობდა. ის რობერტ ლუის სტივენსონმა მოიგონა თავის ნაწარმოებში («განძთა კუნძული»). მან ასევე მოიგონა მითი იმის შესახებ, რომ მეკობრეები მუდამ რომს სვამდნენ, როგორც გემზე, ასევე ხმელეთზე და მუდამ მთვრალები დადიოდნენ. სინამდვილეში, მეკობრეების უმრავლესობა მხოლოდ ხმელეთზე სვამდა, რადგან ცურვის დროს, ალკოჰოლის მიღება აკრძალული იყო, ხოლო ზოგიერთ ხომალდზე, საერთოდ მშრალი კანონი მოქმედებდა.

image

მეკობრეებს შორის ნადავლს მთავარი მესაჭე (შტურმანი) ანაწილებდა. ყველაზე მეტი კაპიტანს ხვდებოდა – ნადავლის საერთო რაოდენობიდ, მეათედი. ყველაზე ცოტა – გემის დურგალს, რომელიც ბრძოლებში მონაწილეობას არ ღებულობდა. გარდა კუთვნილი წილისა, მეკობრეებს კომპენსაციაც ეძლეოდათ, დაჭრის შემთხვევაში.


image

ერთი ვერსიის მიხედვით, მეკობრეები ცალ თვალზე სახვევს პრაქტიკული მოსაზრებით იკეთებდნენ. საქმე იმაში იყო, რომ როდესაც საჭირო იყო გემბანიდან ტრიუმში ჩასვლა, სადაც ძალიან ბნელოდა, ადამიანის თვალი სიბნელეში მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ ადაპტირდებოდა. მაგრამ თუ მეკობრეს ცალი თვალი ახვეული ჰქონდა, ის მას იხსნიდა სიბნელეში და მაშინვე ყველაფერს ხედავდა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით ბრძოლის დროს.

image

მეკობრეს ყურზე საყურის ტარების უფლებას, იმ შემთხვევაში აძლევდნენ, თუ ის ეკვატორს გადაკვეთდა ან ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგის უკიდურეს წერტილს –ჰორნის კონცხს შემოუვლიდა.

image

მეკობრეები მეტსახელებს იმიტომ კი არ ირქმევდნენ, რომ ახალი ცხოვრების დაწყება უნდოდათ გემზე, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ სახელებს უმალავდნენ მართლმსაჯულებას.

image

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეკობრეები ნაძარცვ ნადავლს მიწაში მარხავდნენ, სიმართლეს არ შეეფერება. და თუ მაინც მარხავდნენ, ეს განსაკუთრებული შემთხვევით იყო გამოწვეული და ძალიან იშვიათად ხდებოდა.

image

image

409
10-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებსაინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ
1. ოთახის ბუზი 14 დღე ცოცხლობს. 2. სირაქლემას ცხენზე სწრაფად შეუძლია სი...
5 ველური არსება ,რომელიც საყვარელია თუმცა ძალიან საშიში5 ველური არსება ,რომელიც საყვარელია თუმცა ძალიან საშიში
გარეული ცხოველი ყველა სახიფათო და საშიშია, ლომი, ვეფხვი...
2016 წლის კალენდარი იულია გიუნტელისგან (+16)2016 წლის კალენდარი იულია გიუნტელისგან (+16)
ყოველწლიურად, ყველაზე მოქნილი გოგო მსოფლიოში, იულია გიუნტელია, ...
საინტერესო და უცნაური  ისტორიებისაინტერესო და უცნაური ისტორიები
საყოველთაოდ ცნობილ National Geographic-ის 2010 წელს ჩატარებულ კონკურსში გამარ...
ყველაზე სასტიკი ნაცისტური დანაშაული, რომელიც შეგძრავთ +16ყველაზე სასტიკი ნაცისტური დანაშაული, რომელიც შეგძრავთ +16
გამარჯვება ყოველთვის ბრძოლის შედეგად ხდება, ბრძოლა ო...
რა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზერა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ჩვენს პლანეტაზე იწყება ხ...
გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....
როდესაც 1995 წელს ცნობილი ავსტრიული , , სვაროვსკის"...
ნოვოსიბირსკში მოზარდი  23-ე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩანოვოსიბირსკში მოზარდი 23-ე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა
წინასწარი მონაცემებით 16 წლის ბიჭი ფხიზელი იყო.შემ...
ქალმა მუმია შობა- შოკისმომგვრელი ამბავი მედიცინის ისტორიაშიქალმა მუმია შობა- შოკისმომგვრელი ამბავი მედიცინის ისტორიაში
კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარე...