x
როგორ გაჩნდა ჩვენი უნიკალური მზის სისტემა?
10 იანვარი, 13:20

image




სამყაროში მზის სისტემის მდებარეობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს „ირმის ნახტომის“ ორ სპირალურ შტოს შორის, იქ სადაც ვარსკვლავები შედარებით მეჩხრად არის განლაგებული. თითქმის ყველა ვარსკვლავი, რომელთაც ღამით ცაზე ვხედავთ, იმდენად შორს არის, რომ უდიდესი ტელესკოპითაც კი ნათელ წერტილებად ჩანს. ჩვენი მზის სისტემა „ირმის ნახტომის“ ცენტრთან ახლოს რომ ყოფილიყო, სადაც ვარსკვლავები შემჭიდროებულია, სახიფათო იქნებოდა. მაგალითად, შეიცვლებოდა დედამიწის ორბიტა, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა სიცოცხლეს. მზის სისტემას გალაქტიკაში ზუსტად ის ადგილი უკავია, რაც საჭიროა ამ და სხვა საშიშროებების თავიდან ასაცილებლად.


მზე


მზე იდეალური ვარსკვლავია, რომელიც შესაძლებელს ხდის სიცოცხლეს. მისი დღეები უთვლელია; ის გამუდმებით გამოყოფს სითბოს. მზე არც ძალიან დიდია და არც ძალიან მწველი. ჩვენს გალაქტიკაში შემავალი ვარსკვლავების უმრავლესობა მზეზე ბევრად პატარაა; ისინი არც იმ სხივებს გამოყოფენ, რომლებიც სიცოცხლისთვისაა აუცილებელი და არც საჭირო რაოდენობით სითბოს. გარდა ამისა, ვარსკვლავთა უმრავლესობა ერთ ან რამდენიმე ვარსკვლავს იზიდავს და ერთმანეთის გარშემო ბრუნავს. მათგან განსხვავებით, მზე დამოუკიდებელი ვარსკვლავია. მზის სისტემა მდგრადი ვერ იქნებოდა, ჩვენზე ორ ან მეტ მზის მიზიდულობის ძალას რომ ემოქმედა.


მთვარე


უხსოვარი დროიდან მთვარეს აღტაცებაში მოჰყავს ადამიანი. ის იყო პოეტებისა და მუსიკოსების შთაგონების წყარო. მთვარე უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწაზე. მაგალითად, მთვარის მიზიდულობა იწვევს ზღვის მოქცევას. ფიქრობენ, რომ მიქცევა და მოქცევა მნიშვნელოვნად მოქმედებს ოკეანეებში წყლის დინებაზე, რაც თავის მხრივ კლიმატზე ახდენს გავლენას. მთვარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ მისი მიზიდულობის ძალა განაპირობებს მზის გარშემო ბრუნვისას დედამიწის ღერძის დახრილობის უცვლელობას. როგორც ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში იყო აღნიშნული, მთვარის გარეშე დედამიწის ღერძის დახრილობა დროის საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში „დაახლოებით 0 [გრადუსიდან] 85 [გრადუსამდე]“ შეიცვლებოდა (Nature). წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა დედამიწის ღერძი დახრილი რომ არ ყოფილიყო. არც წელიწადის დროები იარსებებდა და არც წვიმა მოვიდოდა.




მზის სისტემის წარმოშობა


მზის სისტემა 4, 568 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა დიდ მოლეკულურ ღრუბელში არსებულ რეგიონისგრავიტაციული კოლაფსით. ეს თავდაპირველი ღრუბელი შესაძლოა რამდენიმე სინათლის წლის მანძილზე იყო გადაჭიმული და რამდენიმე ვარსკვლავიც წარმოქმნა. რადგანაც ეს ტიპური მოლეკულური ღრუბელია, ის შედგებოდა უმეტესად წყალბადისგან, რაღაც რაოდენობით ჰელიუმისაგან და მცირე რაოდენობით მძიმე ელემენტებისგან, რომელთათერმობირთვული სინთეზი წინა თაობის ვარსკვლავების მიერ მოხდა. როცა მოხდა კოლაფსი რეგიონისა, რომელიც მზის სისტემა გახდა (ცნობილია, როგორც მზის სისტემამდელი ნისლეული), კუთხური მომენტის შენარჩუნებამ მისი უფრო სწრაფად ბრუნვა გამოიწვია. ცენტრი, სადაც მასის უმეტესობა იყო მოგროვებული, უფრო მეტად და მეტად გავარვარებული გახდა, ვიდრე გარშემორტყმული დისკო. როცა შეკუმშვადი ნისლეული სწრაფად ბრუნავდა, მან დაიწყო გაბრტყელება პროტოპლანეტარულ დისკოდ (რომლის დიამეტრი დაახლოებით 200 ასტრონომიული ერთეულიიყო) და ცხელ, მკვრივ პროტოვარსკვლავად ცენტრში. პლანეტები ამ დისკოს აკრეციით წარმოიქმნა, რომელშიც მტვერმა და გაზმა გრავიტაციულად მიიზიდეს ერთმანეთი და გაერთიანდნენ უფრო დიდი სხეულების ჩამოსაყალიბებლად. ადრეულ მზის სისტემაში შესაძლებელია ასობით პროტოპლანეტა არსებობდა, მაგრამ ისინი შეერწყნენ ერთმანეთს ან შეეჯახნენ ერთმანეთს, შედეგად კი დარჩა პლანეტები, ჯუჯა პლანეტები და ნარჩენი „უმცროსი“ სხეულები. რადგანაც მეტალებსა და სილიკატებს დუღილის მაღალი ტემპერატურა აქვს, ცხელ შიდა მზის სისტემაში მხოლოდ მათ შეეძლოთ მყარ მდგომარეობაში ყოფნა. ამან კი საბოლოოდ წარმოქმნა კლდოვანი პლანეტები: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი. იმის გამო, რომ მეტალები მზის ნისლეულის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენდა, კლდოვანმა პლანეტებმა ძალიან დიდი ზომა ვერ მიიღო. გიგანტი პლანეტები (იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი) ჩამოყალიბდა უფრო შორს, ყინულოვანი ხაზის გაღმა. ეს უკანასკნელი არის წერტილი მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის, სადაც მატერია საკმარისად ცივია იმისათვის, რომ აქროლადი ყინულოვანი მატერია მყარ მდგომარეობაში დარჩეს. ეს ყინულები, რომელთაც ეს გიგანტი პლანეტები ჩამოაყალიბა, უფრო უხვად იყო, ვიდრე მეტალები და სილიკატები, რომლებმაც შიდა კლდოვანი პლანეტები წარმოქმნა, ამან კი ხელი შეუწყო მათ, მიეღოთ ისეთი მასები, რომ შეძლებოდათწყალბადისა და ჰელიუმის (უმსუბუქესი და ყველაზე გავრცელებული ელემენტები) უზარმაზარი ატმოსფეროები „დაეტყვევებინათ“. ნარჩენი ნამსხვრევები, რომლებიც არასდროს გახდა პლანეტა, შექუჩდა ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა: ასტეროიდთა სარტყელი, კოიპერის სარტყელი და ურტის ნისლეული. ნიცის მოდელი ხსნის ამ რეგიონიების შექმნასა და იმას, თუ როგორაა შესაძლებელი, წარმოქმნილიყო გარე პლანეტები განსხვავებულ პოზიციებზე და როგორ გადასახლდნენ ისინი თავიანთ ამჟამინდელ ორბიტაზე სხვადასხვა გრავიტაციული ურთიერთქმედებებით.








162
3-ს მოსწონს
1
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ადამიანების მკვდრეთით აღდგომა 2045 წელს დაიწყება?ადამიანების მკვდრეთით აღდგომა 2045 წელს დაიწყება?
ამერიკული კომპანია ტვინებს ყინავს, იმისთვის, რომ 30 წლის შემდ...
ზვიად გამსახურდიას მკვლელობა გაიხსნა?!ზვიად გამსახურდიას მკვლელობა გაიხსნა?!
რამდენიმე წუთის წინ, კონსტანტინე გამსახურდიამ გაავრცელა იმფორმაცია, რომ ...
მზე, ეს უნდა იცოდეთ!მზე, ეს უნდა იცოდეთ!
ადამიანმა უძველეს ეპოქაშივე იგრძნო მზის განსაკუთრებული ძალა. ყველა ძველი ცივილიზაცია აღმერ...
წუხელ დედამიწას "თავის ქალას" ფორმის კომეტამ გადაუფრინა!წუხელ დედამიწას "თავის ქალას" ფორმის კომეტამ გადაუფრინა!
ნასამ (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნ...
იცით, რატომ აშენებდნენ პირამიდებს?იცით, რატომ აშენებდნენ პირამიდებს?
რატომ აშენებდნენ? ყოველ შემთხვევაში, იმიტომ არა, რომ ეგვიპტის ფარაონებს გა...
2017 წლის ჰოროსკოპი- რას გვიწინასწარმეტყველებს ცეცხლისფერი მამალი?2017 წლის ჰოროსკოპი- რას გვიწინასწარმეტყველებს ცეცხლისფერი მამალი?
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება ...
ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნებიყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ სტატიის სათაურიდან გამომდინარე, ძალაში მოიაზ...
შეყვარება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითშეყვარება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
დღესდღეობით მეტად დიდ ყურადღებას უთმობენ ასტროლოგიას, შეიძლება ზოგი ფიქრობს...
როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ბევრი ასტროლოგის თქმით ადამიანს დაბადებისთანავე აქვს უდიდესი და ძლიე...