x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508582
თელ ავივის "მაქაბის" მფლობელმა დაადასტურა - გიორგი შერმადინი ისრაელში ითამაშებს

image

25 მაისს კი "მაქაბის" მფლობელმა დავიდ ფედერმანმა საჯაროდ განაცხადა: შეთანხმება მიღწეულია და შერმადინი მომავალ სეზონში ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავსო.

გამოცემა "ბასკეტნიუსში" ფედერმანის ვრცელ კომენტარსაც ვხვდებით, რომელშიც იგი "მაქაბის" სხვა სატრანსფერო ამბებზე მსჯელობს:

- გვსურს ხელახალი კონტრაქტი გავაფორმოთ დავიდ ბლუსთან, რომელმაც მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ასევე ვაპირებთ იოთამ ჰალპერინისა და დორონ პერკინსის დაბრუნებას, არც შარუნას იასიკიევიჩუსის სამსახურზე ვიტყვით უარს.

შერმადინის გარდა "მაქაბის" ინტერესთა სფეროში ჩვენთვის ნაცნობი კიდევ სამი გვარია: დორონ პერკინსი ამჟამად გიორგის თანაგუნდელია, იტალიურ "კანტუსთან" ერთად ნახევარფინალის საგზურისთვის იბრძვის. ამბობენ, დორონი ზაფხულში საქართველოს ნაკრებს შეუერთდებაო...

იოთამ ჰალპერინი მანუჩარ მარკოიშვილთან ერთად სლოვენიის "ოლიმპიაში" ირჯებოდა, ხოლო შარუნას იასიკიევიჩუსი შერმადინთან ერთად საბერძნეთის "პანათინაიკოსში" თამაშობდა და ქართველთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

ყველაზე მთავარი: გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაქაბელთა მწვრთნელ დევიდ ბლატს რუსეთის ცსკა ეპატიჟებოდა. თუმცა ყოველგვარ ვარაუდს საფუძველი ბლატის მოქმედებამ გამოაცალა - "მაქაბისთან" ხელახალი კონტრაქტი გააფორმა.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ ერთთვიანი უქმობის შემდეგ გიორგი შერმადინი "კანტუს" განაცხადში გამოჩნდა, თუმცა ხუთშაბათს პესაროში არ უთამაშია. მას ფეხის თითის ძვალი ჰქონდა გატეხილი, როგორც ჩანს ტრავმა მოირჩინა და მოედანზე დაბრუნებას უახლოეს მატჩში უნდა ველოდეთ.

26 მაისს "კანტუს" "პესაროსთან" გადამწყვეტი შეხვედრა ელის, მეოთხედფინალურ სერიაში ხომ ანგარიში საყაიმოა - 2:2. მეხუთე შეხვედრაში გამარჯვებული ნახევარფინალში მილანის "არმანის" დაუპირისპირდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ველური ჯონი
ველური ჯონი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0