x
მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!
11 იანვარი, 9:04

აღმოსავლეთში ამბობენ: "ყველაზე დიდი მტერიც კი ვერ უსურვებს ადამიანს ისეთ საშინელ უბედურებას, როგორც მის საკუთარი აზრებს შეუძლია მოუტანოს."


image


ერთ-ერთ პარიზის საავადმყოფოში ახალგაზრდა ფსიქოლოგმა ემილ კუემ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და თითქოსდა მთავარი ექიმის დანიშნულებით ავდმყოფებს დაავალა დღეში სამჯერ ხმამაღლა ან გონებაში 10-ჯერ გაემეორებინათ შემდეგი ფრაზა: "ყოველ დღე მე სულ უფრო უკეთესად და უკეთესად ვგრძნობ თავს." ამასთან, ეს მექანიკურად კი არა, შეძლებისდაგვარად გააზრებულად უნდა გაეკეთებინათ.


ერთი თვის მერე კუეს პაციენტები, საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მთავარ სალაპარაკო თემად იქცნენ, უფრო მოგვიანებით კი მათზე მთელს საფრანგეთში ალაპარაკდენენ. მძემედ დაავადებულნი გამოჯანმრთელდნენ ერთი თვის მანძილზე, ზოგიერთმა ამით ქირურგიული ჩარევაც კი აიცილა თავიდან.


ამგვარად, დადასტურდა უდიდესი მეცნიერის პარაცელსის აზრი, რომელიც ამტკიცებდა რომ რწმენას სასწაულის მოხდენა შეუძლია. ჩვენი ჯანმრთელობა – ადამიანის აზროვნების პირდაპირი შედეგია. დღეს უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ იმ ფაქტს, რომ ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას შორის პირდაპირი კავშირია.

"საუკეთესო დაცვა ყველა დაავადებისა და ნებისმიერი ინფექციისგან – ეს მტკიცე რწმენაა საკუთარი ჯანმრთელობის და დადებითი ემოციები" – ამბობს ფსიქოლოგი 20 წლიანი სტაჟით ა. მეტელსკი. – "ნეგატიური აზრები ანადგურებს. მაგალითად, სიბრაზე იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ ავადმყოფობებს, წყენა – დროთა განმავლობაში იწვევს ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებებს და ასევე ქოლეცისტიტს."


image


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური კანონის თანახმად - სიყვარულის, სიმპატიის და აღფრთოვანების სიტყვიერი გამოხატვა აძლიერებს იმ ადამიანის სიცოცხლის ენერგიას, ვისკენაცაა მიმართული. ხოლო ბოროტი სიტყვები – მსმენელის ენერგიას ზიანს აყენებს და ასუსტებს.

დაავადებათა საერთო რაოდენობა, რომელიც ცუდ აზრებს უკავშირდება, მუდმივად იზრდება. იმ მიზნით, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ბრძენი ხალხის რჩევას უნდა მივყვეთ – ცხოვრებით გავიხაროთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ის.


გაითავისეთ ამერიკელი კარდიოლოგის რობერტ ელიოტის ორი ოქროს წესი, რომელიც ინფარქტებისა და გულის უკმარისობის პროფილაქტიკის აღიარებული სპეციალისტია.


პირველი წესი: წვრილმანების გამო არ განაწყენდეთ. მეორე წესი: ყველაფერი წვრილმანია.


მეთოდის ავტორის შესახებ:


image
ემილ კუე (1857-1926) – ფრანგი ფსიქოლოგი და ფარმაცევტი – ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის საკუთარი მეთოდი შეიმუშავა, რომელიც შთაგონებას ეფუძნებოდა. ბევრ პაციენტს ჯგუფებში უფასოდ მკურნალობდა.

პარიზში სწავლის დასრულების შემდეგ ტრუაში სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა, რომლის დროსაც აღმოაჩინა, რომ მკურნალობის ეფექტურობაზე დიდ გავლენას ახდენს პაციენტის რწმენა შეთავაზებული პრეპარატების სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებებისადმი.


ნებისმიერი დაავადების ძირითად მიზეზად კუე ადამიანის წარმოსახვას უკავშირებდა. ამიტომ, გამოჯანმრთელებისთვის ის ურჩევდა პაციენტებს ყოველ დღე გაემეორებინათ ფორმულები, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ იქნებოდა მიმართული. კუე ამტკიცებდა, რომ ყოველი ადამიანი რომელიც შთააგონებს საკუთარ თავს: "მე ამას მივაღწევ!", აუცილებლად მიაღწევს. ეს და კიდევ სხვა შეთავაზებული ფორმულები ხელს უწყობდა ავადმყოფის აქტიურ მონაწილეობას ფსიქოთერაპიულ პროცესში, თუმცა, რა თქმა უნდა, მედიკამენტური პრეპარატების სრულად შეცვლას ვერ ახერხებდა.


3306
13-ს მოსწონს
1-ს არა
1609
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
   ქართული კლავიატურა
3 თებერვალი, 13:14
100% გეთანხმებით! თუ პოზიტიურად განეწყობით ცხოვრების, ადამიანების, მოვლენების... მიმართ, ასევე პოზიტიურად გიბრუნდებათ :)
3 თებერვალი, 13:04
ეს არის თვითგიპნოზი.... თავს აპროგრამემ უკეთესობისკენ....რა არის აქ დაუჯერებელი...... მე ხშირად ვიყენებ....
22 იანვარი, 19:16
კარგით რაა. არ მჯერა ამნაირი რაღაცეების. იმიტომ, რომ ასეთი რამე არასოდეს არ გამიგია და არც მინახავს ამიტომ არ მჯერა.
15 იანვარი, 14:04
ერთხელაც მეყოფა მაგდენი მეზარება
15 იანვარი, 13:09
და რატომ მხოლოდ დილით? შუადღისით და საღამოს??? :)))
13 იანვარი, 20:07
მადლობა, ნანუშკი
13 იანვარი, 14:27
ნამდვილად ასეა :) კარგი სტატიაა
11 იანვარი, 10:59
ხვალიდან ყოველ დილას ვამბობ რომ ვარ ჯანმრთელი ლამაზი და გამხდარი
0 1 8
როგორ ერთობა ვანო მერაბიშვილის ცოლი (+მათი სიყვარულის ისტორია)როგორ ერთობა ვანო მერაბიშვილის ცოლი (+მათი სიყვარულის ისტორია)
ყოფილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ნ...
როგორ მოიშორო თმა სამუდამოდროგორ მოიშორო თმა სამუდამოდ
შენი არ ვიცი, მაგრამ მე უკვე სიცოცხლე გამიმწარა თმამ!! აღარ შემიძლია, რა აღარ ვცა...
17 საშინელი მოვლენა, რომლებიც რეალობას წარმოადგენს!17 საშინელი მოვლენა, რომლებიც რეალობას წარმოადგენს!
საშინელი რეალობა ეს სტატია ასეც შეგვიძლია რომ დავასათაუროთ....
ფაქტები და მითები თავის ტვინის შესახებფაქტები და მითები თავის ტვინის შესახებ
არსებობს ბევრი მითი და გასაოცარი ფაქტი, რომელიც ეხება ჩვენი თავის ტვინი...
თემო სახურია ,,ბასკები დასავლეთის იბერები"თემო სახურია ,,ბასკები დასავლეთის იბერები"
ქართველებისა და ბასკების ნათესაობის პრობლემა დიდი ხანია აინტერესებს ...
რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებითრა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით
ბევრ რამეში ქალები შეუდარებელნი არიან. ამას განაპირობებს ...
როგორ გავხადოთ ფეხსაცმელი წყალგაუმტარი - მარტივი მეთოდიროგორ გავხადოთ ფეხსაცმელი წყალგაუმტარი - მარტივი მეთოდი
ზამთარში, წვიმასა და თოვლში განსაკუთრებით აქტუალური ხდ...
ფსიქოლოგიური ძალადობაფსიქოლოგიური ძალადობა
ძალადობა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე დგას.მიუხედავად იმ...
საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებსაინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ
1. ოთახის ბუზი 14 დღე ცოცხლობს. 2. სირაქლემას ცხენზე სწრაფად შეუძლია სი...