x
წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ სანამ ცოცხალი ხართ.
9 იანვარი, 22:43

image
წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ სანამ ცოცხალი ხართ.










რა ჯობია კარგი წიგნის წაკითხვას? მითუმეტეს მაშინ როდესაც გინდა რეალობას გაექცე.. ერთ კარგ წიგნს შეუძლია თქვენი შეცვლა, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. მინდა შემოგთავაზოთ იმ უამრავი უნიკალური წიგნებიდან, მცირე ვარიანტი რომელებიც უნდა წაკითხოთ სანამ ცოცხალი ხართ.


თედორე "ფიოდორ" დოსტოევსკი - ძმები კარამაზოვები.

თედორე დოსტოევსკისბოლო რომანი, რომელიც მისი ცხოვრებისეული შრომის კულმინაციას წარმოადგენს. დოსტოევსკიმ ამ რომანის შექმნას ორი წელი დაუთმო. ის სერიულად იბეჭდებოდა „რუსეთის მაცნეში“ 1880 წლის ნოემბრამდე. მწერლის ჩანაფიქრით ეს რომანი ეპიკური ნაწარმოების „დიდი ცოდვილის ცხოვრება“ პირველი ნაწილი უნდა გამხდარიყო, თუმცა ის ამ წიგნის გამოცემიდან ოთხ თვეში გარდაიცვალა.


ჯეკ ლონდონი - მარტინ იდენი

შეეხება ახალგაზრდა თვითნასწავლ მუშას, რომელიც ცდილობს გახდეს მწერალი. ყოფილი მეზღვაური მუშათა კლასიდან, რომელსაც უყვარდება ახალგაზრდა, ბურჟუაზიული წრის წარმომადგენელი რუთი და იწყებს სწავლას, რათა გახდეს მწერალი და სურს დაქორწინდეს მასზე.
დაიწერა 1909 წელს. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „Pacific Monthly-ში“ 1908 წლის სექტემბრიდან 1909 წლის სექტემბრამდე. წიგნის სახით გამოქვეყნდა 1909 წელს გამომცემლობა „Macmillan-ის“ მიერ.


სტივენ კინგი - მწვანე გზა


ფილმში მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში იწყება, სადაც ხნიერი პოლ ეჯკომბი ცხოვრობს. ის თავის მეგობარ ელენს უყვება იმ ისტორიას რომელიც მას 1932 წელს გადახდა, როდესაც მის ბლოკში ახალი სიკვდილმისჯილი – ჯონ კოფი შეიყვანეს. კოფის ბრალად ედებოდა ორი მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა.


ვიქტორ ჰიუგო - კაცი, რომელიც იცინის


რომანში აღწერილია მე-17 საუკუნის დასასრულისა და მე-18 საუკუნის დასაწყისის ინგლისის ცხოვრება. მთავარი გმირი ინგლისელი დიდგვაროვანის, ლორდი კრენჩარლის შვილია, ის მეფის ბრძანებით მოიტაცეს ორი წლის ასაკში და მას ისეთი ოპერაცია ჩაუტარეს რომელმაც მის სახეზე სამუდამოდ აღწერა სიცილი, რისი მიზეზიც ის გახლდათ რომ მამამისმა მეფეს უღალატა და რესპუბლიკის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი, რაც რათქმაუნდა მონარქიის გადავარდნას ნიშნავდა. მთავარ გმირს ჯამბაზობისთვის ამზადებნენ, მას არ ახსოვდა მისი ჩამომავლობა, მან საკუთარი სახელიც კი არ იცოდა, მისი დამმახინჯებლები მას გუინპლენს ეძახდნენ და ამიტომაც ისიც თავის თავს ასე ეძახდა.



ვიქტორ ჰიუგო - საბრალონი


ვიქტორ ჰიუგომ ნაწარმოებში დასვა აქტუალური პრობლემები: ადამიანის დამცირება იმის გამო, რომ იგი საზოგადოების დაბალ ფენებს ეკუთვნის, ქალის ზნეობრივი დაცემა სიდუხჭირის გამო და ბავშვის დაძაბუნება უმეცრების ნიადაგზე.სიუჟეტი ტრიალებს ჟან ვალჟანის ირგვლივ. ღარიბმა ჟან ვალჟანმა მშიერი ბავშვების დასაპურებლად საფუნთუშედან პური მოიპარა. იგი დააპატიმრეს, გაასამართლეს და ხუთი წლით კატორღა მიუსაჯეს. ჟან–ვალჟანმა რამდენიმეჯერ სცადა გაქცევა, მაგრამ მას ყოველთვის იჭერდნენ და პატიმრობის ვადას უხანგრძლივებდნენ. ჟან ვალჟანმა კატორღაში ცხრამეტი წელი გაატარა.



რაფაელო ჯიოვანოლი - სპარტაკი



წიგნი ისტორიულ სინამდვილეზეა აგებული და მასში დაწვრილებითაა აღწერილი ძველ რომაელთა ყოფა; გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად მოხსენიებულია არაერთი ისტორიული პიროვნება, რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ მაშინდელ მსოფლიო პოლიტიკაში. ისტორიული პირია ნაწარმოების მთავარი პერსონაჟიც, სპარტაკი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომაელი გლადიატორი, რომელსაც წლების განმავლობაში აიძულებდნენ, არენაზე გასულიყო და ხალხი გაერთო, რათა საყვარელი ქალის ნახვის უფლება მოეპოვებინა. სპარტაკი მეთაურობდა მსოფლიო ისტორიაში მონათა ერთ-ერთ ყველაზე დიდ აჯანყებას, რომელიც რომაელებმა საბოლოოდ სისხლში ჩაახშეს.



კენ კიზი - გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა

ითვლება ბიტნიკებისა და ჰიპების მოძრაობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ნაწარმოებად. 1975წელს ნაწარმოების მიხედვით მილოშ ფორმანმა გადაიღო ცნობილი ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. რომანის მოქმედება ვითარდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მთხრობელია ერთ-ერთი პაციენტი, ინდიელი ბრომდენი. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია თავისუფლებისმოყვარული პაციენტი რენდლ პატრიკ მაკმერფი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ციხიდან ხვდება. სავარაუდოდ, ის იგონებსფსიქიურ აშლილობას, რათა თავი დააღწიოს საკატორღო სამუშაოებს. სხვა პაციენტები რომანში წარმოდგენილნი არიან არა როგორც სულიერად დაავადებულები, არამედ როგორც საზოგადოების უმრავლესობის მიერ გარიყული ნორმალური ადამიანები.


ემილი ბრონტე - ქარიშხლიანი უღელტეხილი


წიგნი სიყვარულსა და სიძულვილზე. ერთი დიდი სიძულვილის ისტორიაა, გაბოროტებული ადამიანი როგორ უნგრევს ყველას ცხოვრებას. თუმცა მთავარი მაინც ის საფუძველია, რამაც ამხელა შურისძიების სურვილი გამოიწვია. არადა, ერთი შეხედვით, ყველაფერს სიყვარულისთვის აკეთებს.ჰიტკლიფი ბოშა იყო და უპატრონოდ მიგდებული ერნშოუმ სახლში წამოიყვანა, ამ ერთი შეხედვით კეთილშობილურმა საქმიელმა ორი ოჯახის ისტორია მთლიანად განსაზღვრა.
ადამიანების პიროვნებად ჩამოყალიბებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები უკვალოდ არ ქრება და ილექება. ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები კი ყველაზე მძაფრად ვლინდება და წლების შემდეგ ცნობიერში ამოდის. ამიტომაა ხოლმე თითქოს უმნიშვნელო ქმედება ღრმა კვალს რომ ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში.




ვიქტორ ჰიუგო - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი


მასში ასახულია XV საუკუნის პარიზის ცხოვრება. რომანის მთავარი პერსონაჟების გრძნობებისა და მოქმედების ჩვენებით ჰიუგო აყენებს ისეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს, როგორიცაა სიყვარული, ცოდვა, სიკვდილი. რომანი ვითარდება სამი მთავარი მოქმედი გმირის – არქიდიაკონ კლოდ ფროლოს, ზართა მრეკველ მახინჯკვაზიმოდოსა და ულამაზესი ბოშა ქალის ესმერალდას ირგვლივ. ღვთისმსახური კლოდ ფროლო მეცნიერების რამდენიმე დარგს ფლობდა, მაღალი მდგომარეობა ეკავა საზოგადოებაში. მან სიცოცხლე შეუნარჩუნა და აღზარდა ქუჩაში ნაპოვნი ჩვილი ბავშვი კვაზიმოდო, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. მაგრამ ღვთისმსახური სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა, როდესაც მისი გრძნობები ესმერალდამ უპასუხოდ დატოვა.



ვიქტორ ჰიუგო - 93 წელი


ვიქტორ ჰიუგოს ისტორიული რომანი. მასში გადმოცემულია საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროინდელი მოვლენები. იაკობინთა დიქტატურის პერიოდისსაფრანგეთის ბრძოლა გარეშე მტერთან და ვანდეელ მეამბოხეებთან. რომანის მთავარი გმირის ლანტენაკის, სიმურდენისა და გოვენის დახასიათებით, მათი საქმიანობის ჩვენებით ჰიუგომ დახატა რევოლუციის დროინდელი საფრანგეთის ის ძალები, რომლებსაც სხვადასხვაგვარად ესმით სამშობლოს კეთილდღეობა, სხვადასხვანაირად იღვწიან საფრანგეთისთვის. ისინი სხვადასხვა პრინციპებს ემსახურებიან. ამისათვის მათ ერთმანეთთან დაპირისპირება და ბრძოლაც უხდებათ.



მარგარეტ მიტჩელი - ქარწაღებულნი



თუკი ცნების - "ყველა დროის ბესტსელერი" ასახსნელად მაგალითის მოშველიება დაგვჭირდება, თამამად შეიძლება მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნი" ვახსენოთ. ამ რომანისთვის, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა, 1937 წელს დაჯილდოვდა პულიცერის პრემიით. რომანის ამერიკული კინოადაპტაცია (1939) ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მოგებიანი ფილმი გახდა და რეკორდული რაოდენობის კინოაკადემიის ოსკარი აქვს მიღებული.



თედორე დოსტოევსკი - იდიოტი


რომანის მთავარი გმირი, ოცდაექვსი წლის თავადი ლევ მიშკინი შვეიცარიის ერთ-ერთ სანატორიუმში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში ბრუნდება. გულუბრყვილობისა და ბუნებრივი ხასიათის გამოსანქტ-პეტერბურგის საზოგადოება მას შეიძულებს. მოულოდნელად იგი აღმოჩნდება კოხტად შენახული ქალისა (ნასტასია) და სათნო, კოხტა ახალგაზრდა გოგოს (აგლაია) ბრძოლის ცენტრში; ბრძოლა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. საუბედუროდ, მიშკინის ზედმეტი გულკეთილობა აჩქარებს უბედურებას; რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოს ფული, ძალაუფლება, და სექსუალური დამორჩილება განაგებს, სანატორიუმი ალბათ ერთადერთ ადგილად რჩება, სადაც სიწმინდის შენარჩუნებაა შესაძლებელი. მიშკინი განასახიერებს „შედარებით მშვენიერ კაცს“, სახელდობრ ქრისტეს.


შარლოტა ბრონტე - ჯეინ ეარი




პირველად გამოქვეყნდა 1847 წელსლონდონში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ინგლისურ რომანს. თავიდან ბრონტემ მას ასე უწოდა: ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია, რომელიც მან კურერ ბელის (Currer Bell) ფსევდონიმით გამოსცა. ეს ავტორისათვის უცაბედი წარმატება აღმოჩნდა.

336
4-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
რატომ დაიღუპა პატარძალი ქორწილის პირველ ღამესრატომ დაიღუპა პატარძალი ქორწილის პირველ ღამეს
არავისთვის არაა საიდუმლო ის ფაქტი, რომ არაბულ სამყაროში მიღებულია...
წითელი ვარდიწითელი ვარდი
ერთმა ამერიკელმა მეზღვაურმა წერილი მიიღო ქალისგან, რომელიც არასოდეს ენახა. მას როუზი ერქვა. მათი ...
რატომ ჰქონდა ოდითგანვე ქალს მამაკაცზე დაბალი სტატუსი?რატომ ჰქონდა ოდითგანვე ქალს მამაკაცზე დაბალი სტატუსი?
რატომ ჰქონდა ადრე და ახლაც ზოგიერთ ქვეყანაში ქალს მამაკაც...
მთის არწივი-შამილიმთის არწივი-შამილი
სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, შამილი ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟია."როდესაც ალექსანდრე ...
10 ყველაზე მოთხოვნადი წიგნი მსოფლიოში.10 ყველაზე მოთხოვნადი წიგნი მსოფლიოში.
ყველა ჩვენთაგანს უყვარს საინტერესო წიგნების კითხვა, თუმცა "საინტერესო" შ...
20 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ20 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ
1. კაცი, რომელიც იცინის - ვიქტორ ჰიუგო 2. მარტინ იდენი - ჯეკ ...
ფერადი ფანქრებიფერადი ფანქრები
-გამარჯობა. -ბატონო ?! -უკვე , ვეღარ მიცანი ? -ვერა. - საშინელი გრძნობა, როცა შენი საყვარელი...
ჩარლზ ბუკოვსკის ათი რჩევა ახალგაზრდებსჩარლზ ბუკოვსკის ათი რჩევა ახალგაზრდებს
1) ნუ დასჯერდები მინიმუმს ; ...
ცხოვრების მეგზური შენი არჩევანიაცხოვრების მეგზური შენი არჩევანია
ყველამ იცის, ყველა აცნობიერებს იმას, რომ სადღაც არსებობს მისი მეორე ნახევარი...
სუსტი თითებისუსტი თითები
დღეს უჩვეულოდ ლამაზი დღეა , ჩიტების ჭიკჭიკი შენში აღწევენ და გათბობენ , მაგრამ მაინც გგონია , რომ ...