x
ამაზე ლაპარაკი საშიშია. დიახ, ამაზე ლაპარაკი აკრძალულია- ირაკლი კაკაბაძე პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ
9 იანვარი, 23:12

image

რამდენიმე დღეა ჟურნალისტი ნინია კაკაბაძის შეურაცხმყოფელმა განცხადებამ, რომელიც უწმიდეს და უნეტარეს, სრულიად სქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მე-2 ეკუთვნოდა, აალაპარაკა სრულიად საქართველო. განცხადების გამო ნინია მოექცა საზოგადოების მხრიდან განკითხვისა და "გინების" ქარ-ცეცხლში. ცხადია, რომ "თანასწორობის ფრონტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი კაკაბაძე ნინიას ღვიძლი ძმაა, თუმცა ცნობილია, რომ და-ძმას შეხედულებების განსხვავებულობის გამო დაპირისპირება ხშირად მოსვლიათ. ნინიასი, არც ეხლანდელი შეურაცხყოფა დარჩა ირაკლის მხედველობის მიღმა და საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, საჯარო განცხადება გააკეთა, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაასრულა- "მე მინდა ბოდიში მოვიხადო ყველა იმ ადამიანის მაგივრად, ვინც ასეთ ძალადობას სჩადის - რამეთუ არ იციან, რას აკეთებენ. იმედია ადრე თუ გვიან გაიგებენ". გუშინ კი ირაკლი უწმინდესს პირადად შეხვდა და ასევე ფეისბუქის საშუალებით გაგვიზიარა შეხვედრის დეტალები, რომელიც წაკითხვის შემდეგ შთაბეჭდილების გარეშე არ დაგტოვებთ. ირაკლის ტექსტს კი უცვლელად შემოგთავაზებთ:


" "ნეტარ იყვნენ ღატაკნი,

რამეთუ მათია სასუფეველი ცათა"...


დღეს საოცარი შეხვედრა მქონდა პატრიარქთან. რამოდენიმე წუთი ვისაუბრეთ ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. ის, როგორც ყოველთვის, საოცრად მშვიდი იყო. როგორც ყოველთვის მოიკითხა თბილად მთელი ჩემი ოჯახი. და მთხოვა: შენს დას გადაეცი, მე არანაირი ქონება არ მაქვს - მე არც შვილი მყავს რომ ქონება დავუტოვო - ჩემი შვილები თქვენ ხართ და ყველაფერი რაც აქ არის, საპატრიარქოში ისევ და ისევ ქართველი ხალხისაა. საერთოდ, ქონების ქონება არც ისე კარგი საქმეა. სჯობია ის ადამიანმა გასცეს, როგორც ამას მაცხოვარი ამბობს. სიბრძნეა ეს. დიახ, ქონება ადამიანს ამძიმებს. ქონება ადამიანს აუბედურებს. ადამიანს მხოლოდ მინიმუმი სჭირდება. მას სიხარბე აბრმავებს და აგიჟებს. ზუსტად ასე ფიქრობდა დედაჩემიც - ნათია ამირეჯიბიც. სწორედ ამიტომ იყო, რომ სიტყვა 'ბურჟუა' მისთვის დამამცირებელი ტერმინი იყო. 'რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია'. დიახ, ადამიანის და საზოგადოების სიმდიდრე სწორედ იმაშია თუ რამდენად ბევრის გაცემა შეუძლია მას. გაცემაა სიმდიდრე და არა მოხვეჭა.


და დღევანდელი დღის მთავარი პრობლემა სწორედ მომხვეჭელობის კულტია. დღევანდელი დღის ფსევდო მას-კულტურამ სწორედაც რომ ასეთი მახინჯი იდეალი მოიტანა. უცნაურია, მაგრამ 1992 წლის შემდეგ სწორედაც რომ ფსევდო კულტურა დამკვიდრდა საქართველოში - ნეოლიბერალური ეგოცენტრიზმი - და ეს არა მარტო საქართველოშია. მთელი მსოფლიო მძიმე სულიერ კრიზისს განიცდის. განსაკუთრებით კი მატერიალისტური დასავლეთი, სადაც ფულის-დაუ ჯონსის-ფილისტერიზმის ფსევდო იდეალი ბატონობს. როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ამბობს, დღევანდელ დასავლეთში 'დემოკრატიის პორნოგრაფიაა', სადაც ფულის კულტი ჭამს ყველა იდეალს. თავისუფლება აღარ არის თავისუფალი. ის დამორჩილებულია კრედიტ-კარტებს და კრედიტ-კომპანიებს. ადამიანს მარტო ერთი არჩევანი ეძლევა - რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი. მომხმარებლობას ამაზონის ჯუნგლებშიაც ძალით ტენიან.
დიახ, ადამიანი არ უნდა იყოს მომხმარებელი. მან არ უნდა თქვას სხვა ადამიანზე: მე ის მოვიხმარე ან ვიხმარე. ადამიანი მოყვარული უნდა იყოს. სხვა ადამიანის მოყვარული. როგორც ემანუელ ლევინასი იტყოდა, ასევე მეოცე საუკუნის დიდი მოაზროვნე - ადამიანის მოვალეობაა რომ ის იყოს არა-ინდიფერენტული - მას ფეხებზე არ უნდა ეკიდოს 'სხვა'. მაშინ არის ადამიანი ადამიანი.


პრუდონი ამბობდა რომ კერძო საკუთრება არის ქურდობა. მართალი იყო პრუდონი. ენგელსი ამბობდა რომ კერძო საკუთრება სახელწიფი ტერორის მანქანასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა. მართალი იყო ენგელსიც. ქრისტე ამბობდა რომ რაც გაცვია გაიხადე და გაჭირვებულს მიეციო. ის არ იყო კერძო საკუთრების მფლობელი. ის იყო იდეალური არსება. და ის არ ფლობდა კერძო საკუთრებას. არც მაჰათმა განდი არ ფლობდა კერძო საკუთრებას. არც ილია მეორე არ ფლობს კერძო საკუთრებას.
ვინ ვარ მე რომ ვფლობდე კერძო საკუთრებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა მსოფლიოში.


ათასობით ადამიანს სახლ-კარის გარეშე ტოვებს ეს კერძო საკუთრების მფლობელ ბანდიტთა სისტემა. ნამდვილი ქურდები კერძო მესაკუთრეები არიან. დიახ, პრუდონი მართალი იყო - კერძო საკუთრება ქურდობაა.
დაიხ, მართალნი არიან ნეგრი და ჰარტი - როცა ისინი ამბობენ - ჩვენ გვინდა საერთო საკუთრება.
დიახ - ამაზე ლაპარაკი საშიშია. დიახ, ამაზე ლაპარაკი აკრძალულია. მაგრამ - ამის კეთება სიყვარულია.


მე არ მინდა კერძო საკუთრება. ისევე როგორც პატრიარქს არ უნდა კერძო საკუთრება.
უარი ვთქვი კერძო საკუთრებაზე - და მივიღე საერთო საკუთრება. არა ბოლშევიკური საკუთრება - არამედ საერთო საკუთრება.


ადამიანი არ არის ბოროტი არსება. ასე ფიქრობდა დედაჩემი. ადამიანის დანიშნულებაა რომ არა მატერიისთვის, არამედ იდეისთვის იცხოვროს და მოკვდეს. ასეც ფიქრობდა დედაჩემი. უიდეო და მატერიალისტი ადამიანი ისეთივე მარტოობაში კვდება ვარდით ხელში, როგორც ორსონ უელსის 'მოქალაქე კეინი' - ასეც ფიქრობდა დედაჩემი. ეს მის წიგნებშიც წერია. და ბევრი სხვა რამეც.


პატრიარქმა დღეს სიბრძნე მითხრა. მას არ აქვს კერძო საკუთრება - მას არ აქვს ქონება - და ის ბედნიერია თავისი ხალხის სიყვარულით.


მაშასადამე, მეც არ უნდა მქონდეს კერძო საკუთრება.


"სიხარბე ანგრევს ადამიანს.

სიყვარული აშენებს მას". "- წერს ირაკლი კაკაბაძე.


image

1511
13-ს მოსწონს
1-ს არა
102
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
15 იანვარი, 14:09
დიდი მადლობა გუჯა
15 იანვარი, 14:08
გავაზიარე მაკა
14 იანვარი, 12:09
ყველა რაღაცას ვცოდავთ, დედამიწა ცოდვების ბუდეა, უბრალოდ ჩვენი უბედურება ისაა, რომ მხოლოდ სხვისი ცოდვების დანახვა და ქილიკი შეგვიძლია, ჩვენსას რას ვუშვრებით?? მთავარია შენდობის, მონანიების და მიტევების ნიჭი გვქონდეს და ვფიქრობ შეგვეწიება უფალი. ის დაინახეთ რა შეცოდა პატრიარქმა უწინ, მაგრამ განა დაინახეთ როგორ შეინანა??!! ამიტომაა ნათქვამი "ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით"-ო, ვინ მოგვცა ჩვენ მსაჯულობის უფლება?
14 იანვარი, 10:37
მე არავის არ ვასწავლი ჭკუას,მაგრამ გადახედეთ წარსულ წლეებს,9 აპრილის დღიდან,და დაჩოქილთ თეთრი მელას მოთრევიდან,რომელიც შეირაცხა"წმინდანად",და ამ დროს იყო პირველი მტერი საქართველოსი,დაბადების დღიდან.კგბ რომ ბატონობდა პატრიარქთა არჩევნებში და სწავლებაში,არ წაგიკითხავთ?ყველა პასუხს აგებს უფლის წინაშე,ჩადენილი ბოროტებისთვის!!!
10 იანვარი, 22:49
ბოღმააა
10 იანვარი, 19:12
შურიანს რა დალევს გიო?
10 იანვარი, 18:36
ამ სტატიას დისლაიქი როგო უნდა დაუწერო თუ ხარ ქრისტიანი აქ ავტორი აარაფერ შუაშია
0 1 7
გაინტერესებთ,ვინ აღიარეს რუსებმა ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად?გაინტერესებთ,ვინ აღიარეს რუსებმა ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად?
რუსულ საიტებზე ხშირად წააწყდებით ონლაინ გამოკითხვ...
გინახავთ ნინო კუზანოვა საცურაო კოსტუმში როგორ გამოიყურება?გინახავთ ნინო კუზანოვა საცურაო კოსტუმში როგორ გამოიყურება?
ნინო ნადირაძე-კუზანოვა ცნობილი პლასტიკური ქირურგიის ...
სამარცხვინო კადრები ქორწილებიდანსამარცხვინო კადრები ქორწილებიდან
ინტერნეტსივრცეში უამრავი ფოტო და ვიდეო მოიძებნება ქორწილებში გადაღებული სასაცი...
13 "უდანაშაულო" ფოტო, რომლებიც პიკანტური აზრებისკენ გვიბიძგებს13 "უდანაშაულო" ფოტო, რომლებიც პიკანტური აზრებისკენ გვიბიძგებს
რა უცნაურია ადამიანი... ძალიან ხშირად ჩვენივე ქვ...
რა ემართება ადამიანს, როდესაც ეუბნებიან რომ ლამაზია ( +ვიდეო )რა ემართება ადამიანს, როდესაც ეუბნებიან რომ ლამაზია ( +ვიდეო )
რა ემართება ადამიანს, როდესაც ეუბნებიან რომ ლამ...
უხილავი ბიუსჰალტერი  Fabric InvisiBras-განუხილავი ბიუსჰალტერი Fabric InvisiBras-გან
ლონდონის ქუჩებში მოეწყო უჩვეულო დეფილე, ბიუსჰალტერები შესაკვრელის დ...
ვაშლის ჭამამდე ეს აუცილებლად გაითვალისწინეთვაშლის ჭამამდე ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ
ვაშლი ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა, კულტივირებულია დაახლო...
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...