x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61746
  • ვიდეო:311215
  • სურათი:412166
"ფაჩულიანთ ზაზას ბურთების მოხსნაში ვერავინ ჯაბნისო" - იუმორისტული პოსტი ქართველი კალათბურთელის მხარდასაჭერად

image
როგორც ვიცით, სოცილაური ქსელის მომხმარებლები აქტიურად მოუწოდებენ ქართველებს დაეხმარონ ქართველ კალათბურთელს, ზაზა ფაჩულიას NBA-ს კენჭისყრაში ხმების შეგროვებაში და დღეში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ სტატუსი ან კომენტარი ფრაზით: ‪#‎NBAVOTE‬ Zaza Pachulia, რათა შედეგად ფაჩულიამ NBA All-Star–ში ითამაშოს. აღნიშნულის შესახებ "ფეისბუქში" არაერთი სტატუსი ვრცელდება, მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია "ტფილისის სტამბის" იუმორისტული პოსტი:


"ტფილისის სტამბა იუწყება, რომ ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების კალათ-მობურთალთა გუნდის ატამანმა ფაჩულიანთ ზაზამ ამერიკაში დიდ წარმატებას მიაღწიაო. იგი თურმე ტეხასის შტატის ქალაქ დალასის მევერიკებში ბურთაობს და ბურთების მოხსნაში ვერავინ ჯაბნისო. ახლა კი კენჭსა უყრიან, იბურთაოს თუ არა ამერიკის ყოველ ვარსკვლავთა მატჩზედო. თქვენაც თუ გინდათ ფაჩულიანთ ზაზას კენჭი უყაროთ, უნდა თქვენს საბეჭდ მანქანებზედ ლათინური ასოებითა ‪#‎NBAvote‬ Zaza Pachulia აკრიფოთო (vote - ინგლიცურად კენჭსა ნიშნამს) და თქვენს კედლებზედ მიაჭედოთო. თუკი ფაჩულიანთ ზაზა ბევრ კენჭებს დააგროვებს, სხვა გამოჩენილ კალათ-მობურთალებთან იასპარეზებს, როგორებიც ბრაიანთ კობი და დურაანთ კევინი არიან."


image

0
214
10-ს მოსწონს
2-ს არა
1
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0