x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61777
  • ვიდეო:311299
  • სურათი:412197
ბიზანტიის იმპერია

ბიზანტიის იმპერია ასევე აღმოსავლეთ რომის იმპერია ან უბრალოდ ბიზანტია — რომის იმპერიის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ძირითადად ბერძნულენოვანი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა გვიან ანტიკურ ხანისა და შუა საუკუნეების პერიოდში. მისი დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი(დღევანდელი სტამბული).


image


იმპერიის წარმოშობა და დაშლა...


ბიზანტიის იმპერიის ჩამოყალიბება ერთბაშად არ მომხდარა. IV-დან VI საუკუნემდე განხორციელებულმა რამდენიმე ღონისძიებამ საბოლოოდ რომის იმპერიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყოფა გამოიწვია. 284 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ

რომის იმპერიის მმართველობა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად დაყო. 330 წლისათვის კონსტანტინე I-მა დედაქალაქი რომიდან ბიზანტიონში გადაიტანა, რომელსაც მოგვიანებით კონსტანტინოპოლი („კონსტანტინეს ქალაქი”) ეწოდა.

ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანობა გაავრცელა თეოდოსიუს I-მა. დამწერლობა

ლათინურიდან ბერძნულზე იმპერატორ ჰერაკლემ გადააყვანინა. ბიზანტიის

იმპერია ძალიან ხშირად იცვლებოდა. იმპერატორ იუსტინიანე I-ის მმართველობისას იმპერიის ტერიტორიამ მაქსიმუმს მიაღწია. ამ დროს მის შემადგენლობაში შედიოდა რომის იმპერიის მრავალი ყოფილი პროვინცია დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და იტალიაში თვით რომის ჩათვლით, რომელსაც ბიზანტია ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა.


image


VII საუკუნეში არაბებმა იმპერიას სხვებთან ერთად ყველაზე მდიდარი პროვინციები — ეგვიპტე და სირია წაართვეს. არაბთა სახალიფოს დასუსტების შემდეგ მაკედონელთა დინასტიის მმართველობის პერიოდში (X-XI სს) იმპერია კვლავ გაფართოვდა და მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში დომინანტ ძალად იქცა. ეს იყო მისი აღორძინების ორსაუკუნოვანი ეპოქა, რომელიც დასრულდა 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში თურქ-სელჩუკებთან დამარცხებით, რის შედეგადაც ბიზანტიამ სამუდამოდ დაკარგა ანატოლიის უდიდესი ნაწილი, რომელიც თურქების ახალ „სამშობლოდ” იქცა.

1261 წელს ბიზანტიელებმა მოახერხეს კონსტანტინოპოლის დაბრუნება, მაგრამ

მისი შენარჩუნება მოხერხდა მხოლოდ და მხოლოდ 2 საუკუნის განმავლობაში. ოსმალებმა 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლის აღებით წერტილი დაუსვეს ბიზანტიის იმპერიის არსებობას.


image


მოსახლეობა...



ბიზანტიის იმპერიის მოსახლეობა ეთნიკურად ჭრელი იყო (ბერძნები, სირიელები, კოპტები, სომხები, ებრაელები, მცირე აზიის ელინიზებული ტომები, თრაკიელები, ილირიელები, დაკები, გუთები, სლავები, არაბები, პაჭანიკები და სხვა), რაც გავლენას ახდენდა ბიზანტიის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაზე. წამყვან როლს იმპერიის ეკონომიკურ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ბერძენი მოსახლეობა ასრულებდა. სახელმწიფო ენა IV-VIსაუკუნეებში ლათინური იყო, VII საუკუნიდან - ბერძნული.


image


ანტიკური ცივილიზაცია...


ბიზანტიამ შეინარჩუნა განვითარებული და მოქმედი სახელმწიფო, აგრეთვეძლიერი არმია, გაუძლო ბარბაროსთა შემოტევას ხალხთა დიდი გადასახლებისეპოქაში. ბიზანტიამ ანტიკური ცივილიზაციის მიღწევებიდან უმრავი ფასეულირამ შეითვისა. ბიზანტიაში ერთმანეთს შეერწყა ქრისტიანობა, ელინურიკულტურა, რომაული სახემწიფოებრიობა და ქვეყანა მთელი შუა საუკუნეებისმანძილზე კულტურულად განვითარებულ და ძლიერ სახელმწიფოდ რჩებოდ აევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.


image


















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




0
485
11-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0