x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61788
  • ვიდეო:311332
  • სურათი:412199
18 წლის გოგონა კერავს კაბებს, რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ

ანჟელა კლეიტონი-ახალგაზრდა მოდელიერია ლონგ-აილენდიდან. ის ქმნის გასაოცარ კაბებს, რომლებზეც ნებისმიერი გოგონა იოცნებებდა. ნახეთ, რა სილამაზეა! ამ არაჩვეულებრივი სამოსის დანახვაზე თავს ზღაპარში იგრძნობთ.


image


კერვის ყველა საიდუმლოს ანჟელა თავად დაეუფლა. "-მე მომწონს თავისუფლება თარგების გამოჭრაში, რთული, დამღლელი და სკურპულოზური მუშაობა ისტორიულ კოსტიუმებზე", -ამბობს ახალგაზრდა მოდელიერი.


ანჟელას გატაცება კერვით დაიწყო იქედან, როცა მან თავისათვის პირველად შეკერა სამასკარადო კოსპლეი-კოსტიუმი.


image


"- ცოტაოდენი ხნის შემდეგ მე მივხვდი, რომ გაცილებით უფრო მომწონს მუშაობა იმ კოსტიუმებზე, რომლებიც ვიზუალურად სასიამოვნოა ჩემთვის, ვიდრე სტანდარტული კაბების კერვა", - ამბობს ანჟელა. ასე დაიწყო მან ძველი, კლასიკური ტანსაცმლის კერვა.


image


ცოტაოდენი ხნის წინ ანჟელამ საკუთარი არხი შექმნა იუთუბზე, სადაც კერვის გაკვეთილებს ატარებს და დამწყებ მოდელიერებს სასარგებლო რჩევებს აძლევს.




ამ კაბას გოგონა 250 საათის განმავლობაში ქმნიდა, აქედან დროის უმეტესი ნაწილი მძივებისა და სხვა მორთულობების დაკერებას დასჭირდა.


image


ამ კაბების შექმნა ანჟელას ბრენდ Marchesa -ს მოდების ჩვენებამ შთააგონა.


image


ამჟამად ანჟელა გატაცებულია შუა საუკუნეების სტილით.

''- ძალიან მიყვარს 1620--30 იანი წლების ინგლისური მოდა და 1860-იანი წლების სამეჯლისო კაბები. მე ყოველთვის დავუბრუნდები რენესანსს, რადგან ეს ეპოქა მდიდარია განსხვავებული სახეებით", -ამბობს ანჟელა.


imageimageimageimage





1
410
9-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
14 იანვარი, 17:18
მაგარია დზაააან.
0 1 1