x
მოსაზრება: იესო ქრისტე ჯვარს არ უცვიათ და იგი არ იყო ღვთის შვილი
8 იანვარი, 18:34

image
თეირანის რელიგიური ხელისუფლება აცხადებს, რომ იესო ქრისტე ჯვარს არ უცვიათ და იგი არა ღვთის შვილი, არამედ უბრალოდ წინასწარმეტყველი იყო. პავლეს კი ისინი თვითმარქვიას უწოდებენ. წიგნში ასევე ნათქვამია, რომ იესო ჯვარს არ უცვიათ, და მის მაგივრად ეს წილად იუდა ისკარიოტელს ხვდა.საინტერესოა ის გარემოებაც, რომ „ბარნაბას სახარებაში“ აღწერილი მოვლენები ლამის სიტყვა-სიტყვით იმეორებს მუსლიმანურ წარმოდგენებს იესო ქრისტეს შესახებ.




Oxu.az-ის მტკიცებით, წიგნი 2000 წელსაა აღმოაჩენილი და აქამდე საიდუმლოდ ინახება ანკარის მუზეუმში. წიგნის ფურცლები ტყავისგანაა დამზადებული, ტექსტი კი იესოს ქრისტეს ენაზე, არამეულადაა დატანებული. სააგენტოს ინფორმაციით, ექსპერტებმა უკვე შეამოწმეს წიგნი და განაცხადეს, რომ იგი ორიგინალია.


ვინ იყო წმიდა მოციქული ბარნაბა?


წმიდა მოციქული ბარნაბა კუნძულ კვიპროსზე დაიბადა მდიდარი ებრაელების ოჯახში. ახალშობილს იოსები დაარქვეს. ბარნაბა ქრისტეს სიყვარულისთვის ყველაფერს თმობდა, მისი სიყრმის მეგობარი სავლე კი ქრისტეს სიძულვილით იყო აღსავსე და დაუნდობლად დევნიდა და ტანჯავდა მის მიმდევრებს, მაგრამ უფალმა ისურვა, რომ ამ უკანასკნელისთვისაც გაენათებინა გონება ღვთაებრივი გამოცხადებით. ამის შემდეგ იერუსალიმში ჩასულ პავლეს ქრისტეს მოწაფეებთან შეერთება სურდა, ისინი კი შიშით განერიდნენ, როგორც მტერს. მაშინ ბარნაბამ მოციქულებს დამასკოს გზაზე მომხდარი სასწაული აუწყა და უნდობლობის ზღუდეც გალღვა. ძველი მეგობრები - ბარნაბა და პავლე ქრისტეს სიყვარულმა კვლავ გააერთიანა. ისინი ერთად ქადაგებდნენ ანტიოქიაში, სადაც მოწაფეებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები. მოსალოდნელი შიმშილობის წინ აქ უხვი შემოწირულობანი შეაგროვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ. ბარნაბამ კვიპროსზე გაამრავლა ქრისტეს სამწყსო, შემდეგ კი რომში ჩავიდა, სადაც, შესაძლოა, პირველად მან იქადაგა ქრისტიანობა;


ბარნაბა ქრისტეს აქეთ დაახლოებით 62 წელს გარდაიცვალა, 76 წლის ასაკში. მისი დაკრძალვის ადგილი თანდათანობით დავიწყებას მიეცა, თუმცა აქ მრავალი ნიში და სასწაული აღესრულებოდა. ბოლოს, 448 წელს, იმპერატორ ზენონის დროს კვიპროსის მთავარეპისკოპოს ანთიმოზს სამჯერ გამოეცხადა ძილში და თავისი საფლავის ადგილსამყოფელზე მიანიშნა. კვიპროსელმა ქრისტიანებმა ბარნაბას უხრწნელი ცხედარი და მის გულზე დასვენებული სახარება იპოვეს. კვიპროსის ეკლესიას სწორედ ამის შემდეგ ეწოდა სამოციქულო. ამ დროიდან მიიღო მან პატრიარქის დამოუკიდებლად არჩევის პატივიც.
------------------------------------------


ვატიკანმა აღშფოთება გამოხატა აღნიშნულ აღმოჩენასთან დაკავშირებით და დაავალა ექსპერტებს წიგნის სინაარსი შეემოწმებინათ.


-------------------------------------------



"უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, თურქეთის ხელისუფლების მფლობელობაშია მრავალსაუკუნოვანი სახარება, რომელიც სირიული ენის არამეულ დიალექტზეა დაწერილი. სახარება იესო ქრისტეს ამქვეყნიური სწავლების შესახებ აპოკრიფულ ტექსტს უნდა წარმოადგენდეს."Hurriyet Daily News"-ის ცნობით ვატიკანმა გამოთქვა სურვილი 1500 წლოვანი ბიბლიის შესასწავლად. თურქული წყაროები წერენ, რომ წიგნი ოქროს ასოებით ცხოველის ტყავზეა დაწერილი. მათივე ცნობით, რამდენიმე წლის წინ თურქულმა სახელმწიფომ ხმელთაშუაზღვისპირა ზონაში ჩაატარა ოპერაცია, სადაც ბიბლია ანტიკვარიატის კონტრაბანდისტებს გამოსტაცა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, სახარება აპოკრიფულია და წარმოადგენს ბარნაბას სახარების "კოპიას", რომელშიც მუსლიმთა ნაწილის მტკიცებით, ქრისტემ მუჰამედის მოსვლა იწინასწარმეტყველა. წიგნის "ქსეროასლიც" კი შეიძლება მილიონობით თურქული ლირა ღირდეს."




-------------------------------------



მარკოზის სახარება



ბიბლიის იმ ოთხი წიგნიდან, რომლებიც იესოს ცხოვრებას ეძღვნება, ერთი მარკოზმა დაწერა. ეს არის ყველაზე მოკლე და ადვილად წასაკითხი წიგნი. ვინ იყო მარკოზი? როგორ ფიქრობ, იცნობდა ის იესოს?




მარკოზი ბიბლიაში პირველად მაშინ მოიხსენიება, როცა მეფე ჰეროდე აგრიპამ პეტრე მოციქული საპყრობილეში ჩასვა. ერთ ღამეს ანგელოზმა გაათავისუფლა პეტრე და ის მაშინვე წავიდა მარკოზის დედის, მარიამის, სახლში, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა. პეტრეს გათავისუფლება მოხდა იესოს სიკვდილიდან, ახ. წ. 33 წლის პასექის დღესასწაულიდან, დაახლოებით ათი წლის შემდეგ. თავის სახარებაში მარკოზი წერს, რომ იმ ღამეს, როდესაც იესო დააპატიმრეს, იქვე იყო ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ტანსაცმელი „შიშველ სხეულზე“ ეცვა. მარკოზი წერს, რომ იმ დროს, როცა მტრებმა იესოს ხელი წაავლეს და შეიპყრეს, ეს ახალგაზრდა გაიქცა. შენი აზრით, ვინ იყო ეს ახალგაზრდა?~ დიახ, ეს შესაძლოა, სწორედ მარკოზი იყო! ამგვარად, როდესაც იესო და მისი მოციქულები გვიან ღამით გეთსემანეს ბაღისკენ გაეშურნენ, მარკოზმა, როგორც ჩანს, სწრაფად მოიცვა ტანსაცმელი და გაჰყვა მათ. მარკოზს სულიერად მოწიფულ ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა და ის მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე იყო. როგორც ჩანს, ისიც მათ შორის იმყოფებოდა, ვისზეც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სული გადმოვიდა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ღვთის ერთგულ მსახურებთან, მათ შორის პეტრესთან. ის თავის ბიძაშვილ ბარნაბასთანაც თანამშრომლობდა. ეს სწორედ ის ბარნაბა იყო, რომელმაც სავლე პეტრეს გააცნო — ეს მოხდა სამი წლის შემდეგ იმ შემთხვევიდან, როდესაც სავლემ ხილვაში იესო იხილა. რამდენიმე წლის შემდეგ ბარნაბა ტარსოსში წავიდა სავლეს მოსაძებნად.ახ. წ. 47 წელს ბარნაბასა და სავლეს მისიონერული მსახურება დაევალათ. მათ თან წაიყვანეს მარკოზი, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო მარკოზმა მიატოვა ისინი და სახლში, იერუსალიმში დაბრუნდა. ამის გამო სავლე, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა თავისი რომაული სახელით, პავლეთი, ძალიან გაბრაზდა და მარკოზს ეს საქციელი სერიოზულ შეცდომად ჩაუთვალა. ბარნაბას სურდა, რომ თან წაეყვანა მარკოზი, მაგრამ იცი, რას ფიქრობდა ამაზე პავლე?~ ის „შეუფერებლად მიიჩნევდა მის წაყვანას“ იმის გამო, რომ ადრე მარკოზმა მიატოვა ისინი და სახლში დაბრუნდა. ის, რაც ამის შემდეგ მოხდა, უდავოდ, ძალიან დაამწუხრებდა მარკოზს!
პავლე და ბარნაბა „გაცეცხლდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ“. ბარნაბამ მარკოზი წაიყვანა კვიპროსში საქადაგებლად, ხოლო პავლემ სილა აირჩია და, როგორც გეგმავდა, ახალი მოწაფეების მოსანახულებლად წავიდა. როგორ ეტკინებოდა გული მარკოზს იმის გამო, რომ პავლესა და ბარნაბას უთანხმოების მიზეზი გახდა!


-----------------------------------------


რაც შეეხება იესო ქრისტეს:


ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა, სამების მეორე ჰიპოსტასი (ღვთაებრივი პირი / წევრი), მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარადქალწულმა, ყოვლადწმინდა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე, და ძალი მაღლისა დაფარავდა, იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა), შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. ქ.ბეთლემში (ებრ. ბეთლეჰემ - სახლი პურისა), ქვაბში (გამოქვაბულში) იშვა მესია. მამობილმა იოსებმაახალშობილი იესო ღვთისმშობელთან ერთად ანგელოზისაგან წინასწარუწყებით ეგვიპტეში გაარიდა ებრაელთა ტირანს ჰეროდეს, რომელმაც შეიტყო რა მოგვებისაგან, რომ ახდა წინასწარმეტყველება და იშვა იუდეველთა მეფე, ჩათვალა ეს ამქვეყნიური სამეფო ტახტის დაკარგვად და ამის შიშით გასცა ბრძანება გაეჟლიტათ ორი წლის ასაკამდე შობილი ყველა ყრმა . ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, გაიჩინა მოწაფეები (12 მოციქული და არამარტო, 70 მოწაფე და მოსახლეობა), განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი აზიდვინეს გოლგოთის მთაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღსდგა. ყოველივე ეს მოთხრობილია ოთხ კანონიკურ სახარებაში: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ჭეშმარიტ, მაცხოვნებელ, ცოცხალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს სწამთ იესოს მეორედ მოსვლის, როდესაც გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, ყველას თავის საქმეთაებრ მიაგებს, ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას.







862
5-ს მოსწონს
1-ს არა
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
   ქართული კლავიატურა
16 იანვარი, 18:35
წიგნი 2000 წელსაა აღმოაჩენილი
16 იანვარი, 17:56
ქრისტე და წმინდა მარიამი მუსულმანებისთვისაც წმინდანია არა მარტო ჩვენთვის. ოღონდ მათთან არა ღმერთი არამედ წინასწარ მეტყველია. იმ წიგნზე მაინტერესებს ,ეს წიგნი ახლა გაჩნდა?! აქამდე რით ვერ წაიკითხა რომელიმე ქრისტიანული ეკლესიის მესვეურებმა?! მკრეხელობაა, ყალბი რომც არ იყოს და ორიგინალი იყოს მერე რა?! მაინც ტყუილია .ჯერ იყო და ადრე ლევ ისავრიელი გაეკარა ჯვარზეო ეხლა თურმე ბარნაბა გაკრულა. ირანელებმა თავიანთ რელიგიას მიხედონ მაგდენ უაზრო ბჟუტურს ურჩევნიათ.
12 იანვარი, 20:12
უფლის კვართი არსებობს, რომელიც მრავალმა მეცნიერმა თუ სწავლულმა ათასნაირი ექსპერტიზის მეშვეობით აღიარა, რომ ორიგინალია, მასზე კი მისი სისხლის ჯგუფი, ჭრილობები და ის მცენარეები მოწმობს, რომელიც მხოლოდ იმ ადგილებში ხარობს, სადაც მაცხოვარი აწამეს და შემდეგ უსაშინლესი სიკვდილით აცვეს ჯვარს. კვართის ასაკიც მეცნიერული გამოთვლებით, სრულიად ემთხვევა უფლის ჯვარცმის დროს. ასე, რომ ეს უაზრო ზღაპრები, ისევ ვინც დაასკვნა, თავიანთ შვილებს მოუტვნენ ძილის წინ ზღაპრად. ვიდეო კი, რომელზეც მაცხოვრის კვართის მთელი ანალიზია ასახული, შეგიძლიათ დაგუგლოთ და საკუთარი თვალით ნახოთ, იტალიის ერთ-ერთ ტაძარში ინახება ცეცხლგამძლე და ტყვიაგაუმტარ მინაში, ვინაიდან უკვე სცადეს ბარბაროსებმა ტაძრის გადაწვა ამ კვართის განადგურების მიზნით, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა, რომელიც ერთ-ერთი უტყუარი საბუთია მაცხოვრის არსებობისა და ჯვარცმისა.
12 იანვარი, 19:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

    პასუხი RyzarectoR-ის კომენტარზე
12 იანვარი, 17:27
კარგი რა სოფო რა.
8 იანვარი, 23:38
ნამდვილად
8 იანვარი, 23:37
ამდენ დავაში და კინკლაობაში ყველა იკიდებს თავის რელიგიას და კლავენ ერთმანეთს აგინებენ აფურთხებენ სხვის რელიგიას და ასე შემდეგ :დ
8 იანვარი, 23:28
მუსლიმები ტყავიდან ძვრებიან ,რომ ქრისტეს ჩირქი მოსცხოს,აქედან ქრისტიანები ძვრებიან ტყავიდან,რომ მუჰამედი გააქილიკონ.და სატირალი თუ სასაცილო ისაა,რომ ამდენ დავაში და კინკლაობაში ღვთის სახელს და წმინდა წიგნს შეურაწყოფენ.
8 იანვარი, 21:44
წიგნის ფურცლები ტყავისგანაა დამზადებული, ტექსტი კი იესოს ქრისტეს ენაზე, არამეულადაა დატანებული. ბილბიის ორიგინალი ჰგონიათ მემგონი
8 იანვარი, 21:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

    პასუხი Guns N Roses-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10
13 "უდანაშაულო" ფოტო, რომლებიც პიკანტური აზრებისკენ გვიბიძგებს13 "უდანაშაულო" ფოტო, რომლებიც პიკანტური აზრებისკენ გვიბიძგებს
რა უცნაურია ადამიანი... ძალიან ხშირად ჩვენივე ქვ...
აზერბაიჯანის გათამამებული, მდიდარი ახალგაზრდებიაზერბაიჯანის გათამამებული, მდიდარი ახალგაზრდები
აზერბაიჯანი არის პატარა ქვეყანა, მაგრამ როგორც საქართველო ისიც...
იდუმალებით მოცული 12 ცხოველიიდუმალებით მოცული 12 ცხოველი
ბუნებაში ბევრი უცნაური ცხოველია, თევზი და ფრინველი, რომელთა არსებობის შესახებ, ...
საიდუმლო ქალაქი უკვე აღმოჩენილიასაიდუმლო ქალაქი უკვე აღმოჩენილია
საბერძნეთის ერთ-ერთი უძველესი და საიდუმლო ქალაქი მონემვასია მეცნიერებმა აღმო...
ორი რუსი მღვდელმთავარი ჩამოვიდა საქართველოში და...ორი რუსი მღვდელმთავარი ჩამოვიდა საქართველოში და...
რელიგია ეს არის იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნ...
წინასწარმეტყველება ბოლო ჟამზეწინასწარმეტყველება ბოლო ჟამზე
ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი (ერისკაცობაში ლუკა პროსკურა) დაიბადა, რუსეთში ჩერნიგო...
2015 წლის ყველაზე წარმატებული მეცნიერული აღმოჩენები2015 წლის ყველაზე წარმატებული მეცნიერული აღმოჩენები
2015 წელი თავის კარგით თუ ცუდით უკან დავტოვეთ. ზოგიერთისვის...
"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)
სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, სად...